ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა ამჟამინდელ სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტია და არა მხოლოდ მისთვის ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს „კვარას“ „რეალში“, „ბარსელონაში“ ან „ლივერპულში“ ნახვა უფრო გაახარებდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა და პარიზული გუნდი სულაც არაა კარიერის გასაგრძელებლად ურიგო შესაძლებლობა.

კვარაცხელია მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ზაფხულში გადაარწმუნა „ნაპოლის“ დატოვებაში, უთხრა, რომ ახალ პროექტს მის ირგვლივ ააგებდა, სინამდვილეში კი სრულიად სხვა რამ მივიღეთ. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მინიმალურადაც არ გაუუმჯობესა პირობები და ცხადია მიზეზი იმისა, რატომ დატოვეს ადრე გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა. ფაქტია, დე ლაურენტისის კლუბში დიდხანს გაჩერება რთულია და ვისაც შეუძლია, ყველა გაურბის.

არის კიდევ სპორტული მიზეზები. პირველი კონტეს სტრატეგიაა, რომლის მიხედვით ხვიჩას დაცვაშიც უწევდა თამაში, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც, რაც გამთანგველი გახლდათ და ბუნებრივია შედეგიანობაზე გავლენას ახდენდა. მას მეტოქის რამდენიმე მცველი მეურვეობდა და პარტნიორებისგან შეტევაში მხარდაჭერას ნაკლებად გრძნობდა. გადაცემას ხშირად უგვიანებდნენ და ბურთს ფეხში მაშინ აძლევდნენ, როდესაც იერიშის გაგრძელების სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ცალკე საუბრის თემაა ყოველგვარ ზღვარსგადასული უხეშობა, რაზეც მსაჯები ნაკლებად რეაგირებდნენ და კვარაცხელიაზე ხშირად ფაქტიურად ნებადართული ნადირობა მიდიოდა. ასეთ ვითარებაში, არ იყო გამორიცხული მძიმე ტრავმა მიეღო. ყოველივე აქედან გამომდინარე, ის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც ფსიქოლიგიურადაც დამთრგუნველია. თუ კარგად გაირჯებოდა, ეს მთელი გუნდის დამსახურებად ითვლებოდა, ხოლო თუ თამაში არ გამოუვიდოდა, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცეოდა. რას იზამ, ასეთია გამორჩეულთა ხვედრი.

არავინ არაფერი დაუფასა. მაგალითად, იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ სამი წლის წინ ხვიჩას არავინ იცნობდა და „ნაპოლის“ დამსახურებით გახდა დიდი ფეხბურთელი. ნეაპოლური გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოვანი იმპროტამ თქვა, რომ სატრანსფერო საკითხებში ფეხბურთელის წარმომადგენლები ერევიან, რაც მათი სიხარბის გამოხატულებაა და ეს მაშინ, როდესაც სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე და სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღურებადი იყო და თუნდაც კონტრაქტის განუახლებლად, თუნდაც სიმბოლურად ხელფასი მცირედითაც არ მოუმატეს. ერთი სიტყვით, კამათს, მსჯელობას აზრი არ აქვს და ნავსაყუდელის გამოცვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რამეთუ არავითარ შემთხვევაში არაფერს არ დაუფასებენ და თავად უმადურები მაინც უმადურს უწოდებენ.

ვასწრებთ მოვლენებს და უკვე ვმსჯელობთ კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე. ქართველს ახალი გუნდი სჭირდება, მაგრამ სჭირდება პარიზულ კლუბს ქართველი? სჭირდება და თანაც როგორ! ასე რომ არ იყოს, ამხელა თანხას არ გადაიხდიდნენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეს ზამთრის მთავარი ტრანსფერია. პსჟ-ის მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი წლების განმავლობაში ასობით მილიონს ხარჯავს, ხოლო შედეგს ვერ აღწევს და მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონის გარანტირებული ტიტულით კმაყოფილდება, ჩემპიონთა ლიგაზე კი წარმატება მიუღწეველ ოცნებად რჩება. გუნდი ზაფხულში უკანასკნელმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ დატოვა და რაღაც დიდი სიახლეა აუცილებელი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს, ინტერესს გაზრდის. ისიც აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა წამყვანი ფრანგული გამოცემა აღფრთოვანებით წერს და მოლოდინი დიდია. გაუმართლებს ხვიჩა მათ ამ მოლოდინს? ვერ ვიტყვით, რომ 29 წლის შემდეგ რომელიმე ევროტურნირს მოაგებინებს, მაგრამ შეუძლია ტოპ-კლუბის სტატუსის დაბრუნებაში დაეხმაროს და ეს კარიერაში ქართველისთვის წინ დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსია, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება.

მიმომხილველი

სვანსკი
100% მაგათ ნართლა ასე ჰგონიათ,რომ ქართველი მათი მონა-მოსამსახურე უნდა იყოს და ახლა თვითონ უყურონ რა დაკარგეს,რა არის სინანულის გრძნობა....
sandrex
მეტი საქმე არ გაქვს,რას ბოდიალობ ამხელა კაცი???
პასუხი
პასუხი ისაა, რომ არც ის ლუდ-ხინკალ ღიპიანი კაცი იყო შენთან მართალი, რომელსაც, რომ არ დახმარებოდი საბურავს ვერ ცვლიდა და არც ლაურიენტისია ხვიჩასთან მართალი, რომლის გარეშეც სკუდეტოს კიდე ბევრი წელი ვერ მოიგებდა! ასე რომ მადლობა პირველ რიგში ნაპოლიმ და ვფიქრობ სერია A-მაც უნდა გადაუხადოს კვარას, რომ შეუძლებელი შესაძლებელი გახადა და რამდენიმე წელი იტალიის ჩემპიონატი გაალამაზა. გალამაზებაში რა თქმა უნდა მხოლოდ გოლებს არ ვგულისხმობ, გასაოცარი და უთვალავი დრიბლინგები მაქვს პირველ რიგში მხედველობაში...
დავით 67
ნუ ნერვიულობ!. რუბინიც აქვს, ზურმუხტიც და ბრილიანტიც!
ვაჟა მასწავლებელი
ერთხელ ბავშვობაში მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ, შორიდან ნაცნობ უბნელ უფროს კაცს დავეხმარე "მოსკვიჩის" წინა "პაკრიშკის" გამოცვლაში - რადგან "ლუდ-ხინკალა" ღიპი უშლიდა ამ საქმეში. როცა ყველაფერს მოვრჩი და წასვლა დავაპირე ვეხუმრე: ძია-კაცო "მაღარიჩი" შენზეა მეთქი. იცით რა მიპასუხა? - "მაღარიჩი" ჩემზე კი არაა, შენ უნდა იკისროო - რადგან მოგეცი საშუალება "ხელობა" გაგემეორებინაო. ზუსტად ასეა ამ დე ლავრენტას და ნეაპოლელი "ფანების" საქმე, ალბათ აქეთ ითხოვენ ხვიჩასგან მადლობას, რადგან მისცეს ნაპოლიში ფეხბურთის თამაშის საშუალება.
gulshematkivari0703
ხვიჩა ამ ზამთარს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასულიყო ნაპოლიდან. ზაფხულში რიგი ედგებოდა გრანდების. გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. შარშან ისეთი არეული სიტუაცია იყო ნაპოლიში (ყოველ მეორე თვე მწვრთნელებს უცვლიდნენ),გამოვიდნენ ხვიჩას აგენტი და მამა და,როგორ გეკადრებათ,ჩვენ ყველანაირად კმაყოფილები ვართ კლუბისგან და პრეზიდენტისგანო.. რაც შეეხება პსჟს- გავა დრო და ვნახავთ,რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. (სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი არ უნდა გადადიოდეს საფრანგეთის ჩეპიონატში) სად სერია ა და სად ლიგა ერთი! ჩემის აზრით,ეს ყველაფერი არის ჯუღელის დამსახურება. ასეთი ბრილიანტი ფეხბურთელი გვყავს, "ეპოქალური" და ერთი ნორმალური აგენტი რა გახდა მისთვის! პ.ს. ძალიან მიყვარს ხვიჩა და ძალიან მწყდება გული პსჟში რო გადადის. წარმატებები ხვიჩას.
მირო
ლაურენტისის კლანჭებს დააღწიოს თავი და ნებისმიერი გუნდი კარგია,თავისუფლება გარანტირებული ექნება და დაფასებაც.
გიორგი
კვარა აბა შენ იცი, იმუშავე ახალ უნარ-ჩვებებზე
თამაზი
კვარაცხელიამ ერთი საათის წინ მოაწერა ხელი კონტრაქტს!!! ეს არის ჰოლანდიურ პრესაში. ლინკი შეგიძლიათ გადათარგმნოთ გუგლში... https://www.headliner.nl/item/transfertalk-kvaratskhelia-maakt-transfer-naar-psg-van-wonderen-haalt-voormalig-cl-finalist-naar-schalke-ad-1196423
დავითი
მე მგონი ბარსელონაში გადასვლა სჯობდა ყველაფერს... წარმატებები ხვიჩას!
საუკეთესო გამოსავალია, რომ
რუბინს მიაწვეს ჯობია:)))))
Data
კომენტარი აღარ კეთდება გენაცვალეთ დაჰღალა ხალხი ჭორებით...ეს თუ არ გადავიდა ეხლა პსჟ ში ამ საიტზე შემომსვლელის დედა...ჩემთავად
ბრაზი
უდიდესი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს უმაგრეს ბიჭს!!!
Semi
ხალხო როდესაც დაბალ ხელფასზე აპელირებთ ამით რომ ხვიჩას აყენებთ შეურაცხყოფას ვერ ხვდებით? თვითონ არსად უთქვავს და აგენტს არ უთქვამს რომ ხელფასის გამო ტოვებენ კლუბს. პსჟ ბევრად დიდი კლუბია და და დარწმუნებული ვარ სხვა ვარიანტებიც რომ ყოფილიყო ფულის გამო უარს არ იტყოდა თუნდაც მანჩესტერზე ან ლივერპულზე. ასე რომ ნაპოლის ლანძღვას შეეშვით, თვითონ არ ლანძღავს ხვიჩა და თქვენ რა გინდათ? . თან ხვიჩამ თუ რამე გააკეთა ნაპოლისთვის, არანაკლები გააკეთა ნაპოლმაც, ბათუმის დინამოდან წაიყვანეს, ფანებმაც სიყვარულით მიიღეს.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა