... ახლა იმაზე საუბარი, რა შეიძლებოდა უკეთ ან უარესად, გვიანია. ფაქტია, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ბედნიერი აღარ იყო, მისთვის აქაურობა თითქოს სტრესული გახდა. რამდენჯერმე დავწერეთ, რომ კონტეს შედეგიანობის მიუხედავად, მისი სათამაშო სტილი კვარაცხელიას არ მიესადაგებოდა. საფეხბურთო ტრანსფერი კი ასე არ ხდება, რომელ გუნდსაც ხელს მიაჭერ, იქ გადახვიდე. აქ უამრავი ფაქტორია. საბოლოოდ, "კვარა" პსჟ-ში (ჯერ გაოფიციალურებას ველით) იქნება - კლუბში, რომელიც ობიექტურად, უფრო ამბიციური და ძლიერია, ვიდრე "ნაპოლი."

განსაკუთრებით ნურც იმაზე ვინერვიულებთ, ნეაპოლელ გულშემატკივართა ნაწილი რომ გაბრაზდა. აბა, გახარებოდათ?! მთავარია, კვარაცხელია არ მიდის იქ, სადაც იგუაინი წავიდა, მტრების ბანაკში. ხვიჩა ყოფილ გუნდს სადმე თუ დაუპირისპირდება, გულშემატკივრებისადმი პატივისცემას გამოხატავას, გვჯერა. ცოტა ხნის წინ არ ვნახეთ, მოწინააღმდეგედ ქცეულ ზელინსკის როგორ მოექცა?!

პსჟ-ში დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ვიღაც იტყვის, სხვადასხვა ასაკსა და სიტუაციაშიო, თუმცა მაინც. მხოლოდ რონალდინიო და მესი საკმარისია. უფრო ადრეც აქ კარგი დრიბლიორი იყო - ჟინოლა.

მთავარი სიხარული ხვიჩას ნეაპოლურ კარიერაში - ჩემპიონობა

ბოლო წლებში მთავარი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, ახალმა გუნდებმა მოიგეს. მათ შორის პსჟ არ ყოფილა. არადა, ასე ახლოს იყოს, ფინალში დამარცხდნენ. გუნდი ამისთვის რას არ აკეთებს - ნეიმარის "ბარსელონასთვის" "წართმევაც" ამას ემსახურებოდა და კილიან მბაპეს კონტრაქტის ამოწურვამდეც აქ ყოფნა. "ნაპოლისა" და პსჟ-ს სატრანსფერო გადაკვეთა აქამდეც არაერთხელ ჰქონია - ედინსონ კავანის გასხვისებით იტალიურმა კლუბმა დიდი ფინანსური ხეირი ნახა.

საერთოდ, დე ლაურენტისი ცდილობს, ფეხბურთელს მაშინ გამოეთხოვოს, როცა ფორმის პიკშია და სატრანსფერო ფასი მაღალი აქვს. ხვიჩას შემთხვევაში ასეთი პირველი სეზონის შემდეგ იყო, სადაც მისი გასხვისება არ მოინდომეს, ახლა კი მაინც შეძლეს, მისგან მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიეღოთ და გუნდში არ "გამოუკეტავთ". მომავალი თანაგუნდელი, ესპანელი ფაბინ რუისი ისაა, ვინც მანამდე ამ ორ კლუბს შორის ბოლო კავშირი იყო.

"ნაპოლის" ბოლო დიდების მთავარი შემოქმედები აქ აღარ იქნებიან

რა ხდება ახლა პსჟ-ს თავს? - გუნდს, ტრადიციულად, ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობა აქვს (თასზე ჯერ 1/16 ფინალის სტადიაა). მეორე წრის პირველ ტურში კვარაცხელიას თამაში არ მოესწრება და ქართველის დებიუტს 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე, "რეიმსთან" ველით.

პარიზელებს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (46) აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა (15) გაშვებული. გუნდის საუკეთესო გამტანები გარემარბები, დემბელე და ბარკოლა არიან (10-10 გოლი), ლის (ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს) კი 6 შედეგიანი დარტყმა აქვს.

მოცემული სტატისტიკა იმასაც ამბობს, გუნდს ცენტრფორვარდებში არ ულხინს(იქნებ ეს ამბავი ოსიმენმა მოაგვაროს). კოლო მუანი გუნდიდან მიდის, გონსალო რამოშის ანგარიშზე კი მხოლოდ 2 გოლია. აქ კიდევ ერთი გარემარბის მისვლის შემდეგ უფრო მეტად ვარაუდობენ, ლუის ენრიკე ე.წ. ცრუფორვარდით ხშირად ითამაშებს, ეს ფუნქციები კი "კვარასაც" დაევალება, ბევრჯერ ის ყველაზე წინ აღმოჩნდება. გარკვეულწილად, ჩვენებური ამას ნაკრებშიც შეეჩვია და შემდეგ გუნდშიც. ესპანელ მწვრთნელს ახლა იმის ფუფუნება არ აქვს, ბარკოლა სკამზე დასვას. არადა, ბოლო პერიოდი მას იდეალური ნამდვილად არ აქვს.

რაც შეეხება დემბელეს, ის "ბარსელონას" გულშემატკივრებს გარკვეული მიზეზების გამო არ უყვართ. აქაურობას კარგად შეეწყო. იმდენად, რომ "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ასენსიო ყველას დაავიწყდა - კიდევ ერთი გარემარბი ღრმა თადარიგშია.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა

ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პლეი-ოფიდან შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი ოცნების ტურნირია და ტრანსფერზე დათამხმების დროს ეს ამბავი მნიშვნელოვანი გამოწევაც იქნებოდა. მოულოდნელად, ამ დროისთვის, პარიზელები 24 საუკეთესოს შორის არ არიან. კი, იქ რამდენიმე კლუბია, რომელთაც პლეი-ოფის ზონაში, წესით ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ენრიკეს გუნდმა ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედოს - 22 იანვარს "მანჩესტერ სიტი" და "შტუტგარტი". მწვრთნელს სიახლის იმედი ექნება, იმ ქართველი ფეხბურთელის, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობისას რომ შეაქო და დიდი მომავალი უსურვა...

ქართველი გულშემატკივრები ახლა პარიზელთა ყველა შეხვედრაში "გადაეშვებიან", სადაც ხვიჩას ბევრს საგოლე შანსსა და ლამაზ ეპიზოდებს ველით, მაგრამ რამდენიმე აფიშა განსაკუთრებული იქნება. ასეთია 9 თებერვალს "მონაკოს" მასპინძლობა (12 თებერვალს "კვარა" 24 წლის გახდება) და 23-ში გიორგი მიქაუტაძის "ლიონთან" სტუმრობა. არ დაგვავიწყდეს "ჟორჟის" ინცინდენტიც პსჟ-ს მეკარე დონარუმასთან; ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" გასვლითი შეხვედრა 30 მარტსაა ჩანიშნული, მანამდე კი სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიანი დაპირისპირება გველის; 16 მარტი - პსჟ "მარსელის" წინააღმდეგ!..

15 ივნისიდან "კვარას" მომავალი გუნდი ასევე ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება. მადრიდის "ატლეტიკოს" პასადენას ლეგენდარულ არენაზე (92 542 მაყურებელი) შეხვდებიან, ისევე როგორც "ბოგაფოგოს", სიეტლში კი ადგილობრივ "საუნდერსს" დაუპირისპირდებიან.

თბილისის "დინამო", "რუსთავი", მოსკოვის "ლოკომოტივი", "რუბინი", ბათუმის "დინამო", "ნაპოლი", პსჟ - მიდი, ხვიჩა, წინ, ახალი გამოწვევევისკენ!..

555
ნაპოლი კვარას გარეშე მაგრად ჩაისვრის,დაიმახსოვრეთ!

ვაი შენს პატრონს!
ლადო
ფაქტია ხვიჩა ნაპოლში ბედნიერი აღარიყო.ხალისი დაკარგა რატომ? არვიცი და უკვე სათადარიგო მოთამაშე გახადეს ...კარგია რომ გაასწრო...აი ნახავთ როგორ გაიბრწყენს ისევ...
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მიდი კვარა! შენ გენაცვალე მე!
ამაშია საქმე
მინდოდა პრემიარლიგაში ეთამაშა მაგრამ ნაპოლში უკვე შეუძლებელი იყო გაჩერება.სეზონის ბოლომდე შეიძლება მორალურად გატეხილიყო.ახალ კლუბში მეტი მონდომება და ვარჯიში დაჭირდება რომ ძირითადში მყარად დაიკავოს ადგილი.იმედია ყველას დაუმტკიცებს თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა ნაპოლის ხელმძღვანელობამ.ყველაფერი ხვიჩას ხელშია.

აუჰ ჩამპალი ფეისბუქი მივატოვე აქ შემოვედი ფეხბურთის გამო და აქაც იგივე ხალხი რანაირად ხართ :)) ფუუ
არჩი
პსჟ უეჭველად ევროპულ გრანდებში შედის, თუმცა ყოველთვის უკეთესი შემადგენლობა ყავდა ეხლანდელზე. იმედია, ზაფხულში ოსიმენს დაიმატებენ. ნაპოლიში ხვიჩას გაბრწყინება პირველი სეზონი იყო, თუმცა მისი თამაშის ხარისხზე ისიც მოქმედებდა, რომ ფრთაზე ტუპოი ოლივერა და ამპარტავანი მაკტომინეი ყავდა, ლუკაკუსაც სწორად შეარქვეს კარტოფილის ტომარა. კონტემ პოლიტანო ფაქტიურად მცველად აქცია (განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრისას) და თითქმის იგივეს ხვიჩასგანაც ითხოვდა. გახარიას ცემას რაც შეეხება, მაშინაც იყო საცემი, მაკედონიასთან ტრიბუნებზე ხალხი რომ არ დაუშვა (ერთპიროვნულად მისი გადაწყვეტილება იყო), მაშინ როდესაც უეფას სტადიონის 30%-ით შევსების ნებართვა გაცემული ქონდა.
მწვრთნელი
არც საქართველოს ჩემპიონია და არც რუსეთის! იტალიის ჩემპიონია!
M-33
ნუ ჩიხში იყო კვარა უკვე ნაპოლიში, ვეღარ იზრდებოდა, თავიდან თითქოს კონტე მაგაზე აწყობდა თამაშს, მაგრამ მერე უცებ მეორეხარისხოვანი მოთამაშე გახდა პოლიტანოსავით. რომელმაც დაცვაშიც უნდა იპახავოს. არ ქონდა შეტევაში თავისუფლება. პსჟ არის გრანდი და ნაპოლიზე სამჯერ უკეთესი შემადგენლობა ყავს. თუ მანდ გაამართლა გზა ყველგან ხსნილი ექნება. ერთმნიშვნელოვნად კარგი ამბავია. აი სეზონის დასაწყისში ვიძახდი რომ უნდა დარჩესო, რომ კონტე მაგაზე ააწყობს თამაშს, ცრუ 10ზე ითამაშებს და მაგარ დუეტს შეკრავს ლუკაკუსთანო. მაგრამ თაფლობის თვე რომ მორჩა, სადაც მართლა მაგრად უბერავდა და ეტყობოდა მონდომება და წინსწვლა, სულ სხვა სურათი მივიღეთ. მივიღეთ ის სურათი რომ მაკტომინეი იყო გაცილებით ახლოს ლუკაკუსთან და კვარას ხშირად დაცვის დაზღვევა უწევდა ფლანგზე. მე როგორც მესმის, სეზონის დაწყების წინ კონტემ გარანტიები მისცა კვარას რომ იგი იქნებოდა წამყვანი შემტევი მის სქემაში, მაგრამ მერე მაკტომინეი რომ ჩაესვა გუნდში, ეგ სქემა შეიცვალა. და უკვე ხშირ შემთხვევაში ნერეშის დაყენება დაიწყო, რომელიც უფრო წმინდა ტიპის გარემარბია ვიდრე კვარა, რომელიც უფრო ფართოდ თამაშობს, როცა კვარა ხშირად ცენტრისკენ იწევს. პლუს ამას სასაცილო ხელფასი (რეალურად სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ტრანსფერმარკზე ლაუტაროს შემდეგ) და ყველაზე დაბალანაზღაურებადი, და დე ლაურენტისის შავი პიარი. მოკლედ სწორედ მოიქცა. მთავარია ეხლა პსჟ-ში ჩაჯდეს საკაიფოდ.
ლაშა
კითხვა მაქვს, რომ დამიზუსტოთ, ხვიჩა სქართველოს ჩემპიონი გახდა?! პ.ს. გიხაროს იმან ვინც თვალთხარიას ცხვირში მოადო! უკეთაც შეიძლებოდა, მაგრამ ესეც საქმეა!
llcl
ღმერთმა მუდამ წარმატებით ატაროს ჩვენი მარგალიტი!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?