მოგეხსენებათ, დღეს, 16 იანვარს, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი პსჟ-ს შეუერთდება. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა განსხვავებულად მიიღეს, ზოგი გაბრაზდა და გონსალო იგუაინს შეადარა, რომელმაც გეზი "პარტენოპეიდან" ტურინის "იუვენტუსისკენ" აიღო, მოგეხსენებათ ამ გუნდების მტრობასთან დაკავშირებით. გარკვეული გულშემატკივრები კი "კვარას" მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.

Calcionapoli24-ის დირექტორი, სალვიო პასანტე პირდაპირ ეთერში ხვიჩას მაისურით (შემობრუნებული) შევიდა და პირდაპირ საუბარი დაიწყო ისე, რომ მიკროფონიც არ ჰქონდა, ამ ადამიანს სურდა ქართველისთვის მადლობა გადაეხადა და ასეც მოხდა.

"მე მიკროფონიც არ მაქვს, დღეს არა როგორც დირექტორი და დამფუძნებელი, არამედ რიგითი ნეაპოლელი და ამ გუნდის გულშემატკივარი ვისაუბრებ. ნამდვილი ფანები მადლობას ვუხდით ამ ბიჭს, არ მინდა ვიცოდე მიზეზი, რატომაც დასრულდა ხვიჩასა და "პარტენოპეის" თანამშრომლობა, იქნება ეს კონტრაქტი თუ ნებისმიერი სხვა რამ, არ მაინტერესებს, რადგან "კვარას" მიმართ მთელი ცხოვრება მადლიერები უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ჩვენი თაობა, რადგან მარადონას პერიოდში ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით და არ გვახსოვს, ამ პატარა ბიჭმა კი მოგვაპოვებინა ის, რაც სხვამ ვერ შეძლო. ასე გეტყვით, დე ლაურენტისის ერაში ის ყველაზე კარგი ფეხბურთელია. ახლა დაგტოვებთ, რადგან ძალიან აღელვებული ვარ, მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ ჩვენი გაზეთი და სცეთ ამ ბიჭს პატივი. თითქმის ყველა წამყვანმა ქართულმა გამოცემამ ჩვენი წერილები გადათარგმნა.

ვუსურვებთ ხვიჩას საუკეთესოს, რადგან ის ამას იმსახურებს. რა თქმა უნდა, დაიმსახურა ჩვენს გუნდში კონტრაქტის უკეთესი პირობებით დარჩენა, თუმცა იმ პირობებით, რომელიც მის ნიჭს შეესაბამება, თუმცა ასე არ მოხდა და ყველაფერი დასრულდა. ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, რადგან "ნაპოლი" უშვებს ფეხბურთელებს, თუმცა მადლობა ხვიჩა, მთელი გულით გიხდი მადლობას".

სოსო
ხუთ თვეში,4,5 მილიონს აიღებს ხელფასის სახით.იმდენს,რამდენიც ნაპოლიში სამ წელიწადში აიღო.უპატივცემულობის გამო,ნერვებიც აღარ ექნება დაწყვეტაზე და ჩემპიონი,საფრანგეთშიც გახდება.ეგ კი არა, სავარაუდოდ,ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.
რიკი
კვარა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა წასულიყო უფასოდ იმ გუნდში სადაც მართლა გულით ენდომებოდა, მისცემდა დარჩენილი კონტრაქტის კომპენსაციას ნაპოლის და დატოვებდა .!.-ზე ბებერ ძუკნას.
გიო
საერთოდ ფუნქცია დაეკარგა კვარას, დაცვაში ათამაშებს და ლამის კარში დააყენოს. სპალეტის დროს ულამაზესად თამაშობდა მთლიანად ნაპოლი და კვარა. კონტესთვის მთავარია შედეგი თუნდაც ხელბურთი ითამაშონ. უძუნწესს ლავრენტას რა უნდა, 10 მილიონად იყიდა, შვიდჯერ მეტად ყიდის, ხელფასს კი ხურდას აძლევდა. ხვიჩა ფულზე რომ არ არის დაგეშილი ყველამ იცის, არაადამიანურად ექცევიან და აგინებენ თითქოს სკუდეტოს ნაპოლი ყოველ წელს იღებდეს. ეს კაცი კი ერთი წესიერი კაცი აღმოჩნდა მგონი მთელ იტალიაში და მადლობა სიმართლისთვის...
ჟორა გაბრიჭიძე
აი მაგია ნაღდი გულშემატკივარი. არ გავს დანარჩენ ეგოისტებს, რომლებიც ამბობენ: ნაპოლში ითამაშე და მე გამახარეო, შენ კი რა გიჭირს და რა გილხინს ფეხებზე მკიდ იაო.
ლშა
ააქ რო წერთ შეგეთავაზებინათ უკეტესი პირობები და არსად წავიდოდაო , ნაპოლიში კვარა ვეღარ ვითარდებოდა ვერ ხედავდით ? სულ რო 15 მილიონი გადაეხადათ კვარა ნაპოლიდან უნდა წასულიყო . ნაპოლი არის სოფლის გუნდი , წელსაც ვერ მოიგებენ სკუდეტოს , მეტი არაა ჩემი მტერი ნერეშმა მოგაგებინოთ სკუდეტო
აუი-ს
არ გამოქცეულა. მკურნალობის ფული აღარ ჰქონდა და გამოწერეს. თან უთხრეს, დანიშნული რაც გაქვს მედიკამენტები, არ გააცდინო არც-ერთი და ბეჯითად დალიეო. მაგრამ ეს ჯიუტია და არ უჯერებს. :))
rigiti
და მეორეთაც რო მოეგო რა, უფრო მეტად დაფასდებოდა? არანაირი აზრი არ ჰქონდა მაგ დაუნახავთან დარჩენას!!! ბოლობოლო სკუდეტოს სთხოვენ და სათადარიგო მოთამაშის ხელფასს აძლევენ!!! ფუუ მაგათი...

ნაპოლელი ნეაპოლელი ლავრენტას ტყავს არ ხევენ და კვარას შეუტრიალდნენ, ვახ ამათი, ნაც-ქოცებივით უკუღმართები.
სოსო
კარგი რა,მირო!დე ლაურენტისი არ იცი,რა კაცია?ჩვენ სამი წელია მაგას ვუყურებთ და ეგ პატიოსანი კაცი კი,მას შემდეგ,რაც ნაპოლის პრეზიდენტი გახდა.დე ლაურენტისზე სენტიმენტები და ეთიკური ნორმები არ მოქმედებენ და მან ეს,ჩვენზე ათასჯერ უკეთესად იცის.პირადად დააფასა კვარაცხელია,მაგრამ გუნდი დე ლაურენტისს ეკუთვნის,რომელსაც ყველა ფეხებზე ჰკიდია!
აუი
შენ დიდი ხანია საგიჟეთიდან გამოიქეცი? ბოღმით დატენილო
წაკითხულის და ნანახის გააზრების პრობლემა !
კომენტარების უმრავლესობა ისეთია, რომ რატომღაც ამ კაცს საყვედურობენ, არა და თითქოს ყველაფერი ნათლადაა ნათქვამიც და გაკეთებულიც ...
ლადო
კვარას შეეძლო მეორედ მოეგო სკუდეტო და მარადონას მიღწევა გაემეორებინა. 5 თვე არაფერს წყვეტდა. მოკლედ ასეა თუ ისე, ახლა ვეღარაფერი შეიცვლება. წარმატებები ხვიჩას
მასტერს
ეს კარგი კაცი მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს (უკვე მეორედ) ჩვენი ბიჭის მიმართ და მაინცდამაინც მას ნუ ვუსაყვედურებთ ახლა!
ვაჟა მასწავლებელი
ბატონო ჩემო, ჩვენი ძმა, შე კაი კაცო - აქამდე სად იყავი? ეს განცხადება ადრე რომ გაგეკეთებინა, იქნება ლავრენტიჩიც მიმხვდარიყო თავის "ძ..ერის" ჭამას და ხვიჩაც აღარ გაგეცლებოდათ (არ გაქცეულა - წავიდა, ახლა სხვისია, პატარა ხვიჩას დაფასება ჰოხ რა - ძნელია ???)
მირო
თუ ასე გინდოდათ კვარა,გამოგეჩინათ მეტი დაფასება,ზეწოლა გაგეკეთებინათ თავის დროზე ლაურენტისზე და შეგეთავაზებინათ ღირსეული პირობები,რასაც იმსახურებდა და არა დამლაგებლის ხელფასზე გერბენინებინათ 2.5 წელი.მის გარეშე ვნახავთ რასაც მიაღწევთ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
იტალიელი ეს არაა. იტალიელს სისხლში აქ გამყიდველობა შური უმადურობა.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა