გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში გადადის, ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.

კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წელს გადავიდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ხვიჩას პარიზული კლუბი 70+ მილიონ ევროდ შეიძენს, 4.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი ხელფასი კი 9+2 მილიონი იქნება.

ვიდეო ერთ საათში ვირუსული გახდა - ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ "კვარამ" ყველას მადლობა გადაუხადა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი არ მოიხსენია.

გიორგი
ხვიჩა, ყველგან კაცი ხარ, მოედანზეც და მოედანის მიღმაც. დიდ წარმატებას გისურვებ მომავალში!
დათო -ს
1."არა" - გაუგევარია! კომენტარის ავტორი თავის პოზიციას აფიქსირებს და "არა" რა შუაშია ?! 2. ჩამოთვლილი ფეხბურთელების უმრავლესობა დღეს და "ნაპოლიში" არაა, ან პრაქტიკულად აღარაა : ოსიმენი, ჟელინსკი, კიმი ... კვარაც წავიდა ! ის კი არა, დი ლორენცოც "კინაღამ" წასულია ... არ ვარ დარწმუნებული "ნაპოლის" ჩემპიონობას ბევრი ქართველი გულშემატკივრობდეს. თქვენი დამოკიდებულება , თქვენი პირადი საქმეა, თუმცა ლოგიკა საეჭვოა ... გუნდიდან წასულ ხალხის დაკავშირება "ნაპოლის" მომავალ შესაძლო წარმატებებთან და ამის გამო გულშემატკივრობა ? "რა ვი აბა" ! მე პირადად, არა და ვერა !
ბმბ
ეს ბიჭი ყველაფერში უნიკალურია.

აბა შენ იცი, მთავარია არ დაგავიწყდეს !!!
დათო
არა, ძმობილო, ნაპოლი ჩემთვის არ დასრულებულა კვარას ,მერეტის, დი ლორენცოს, ოსიმენის, ჟელინსკის, მარიოს, კიმის, ლობოტკას და და ა.შ. გამო. ხვიჩას სიყვარულმა სხვებიც შემაყვარა. კვარაც ამ ბიჭებთან ერთად იბრძოდა ბოლომდე.
უფროსი
PSG თუ მოუგებს Man City-ს, მაშინ ოსიმენსაც იყიდის. საფრანგეთში სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვლამდეა, იტალიაში 31 იანვრამდეა.
გიუშა
დილა-ს ფანებმა ურჩიეს ნაპოლი-ს ფანებს: თუ ოსიმენიც გადავა პსჟ-ში მაშინ პარიზის ნაპოლი დაუძახეთო გუნდს))))
გიუშა
პირატები აღშფოთებულან-ჩვენ ასე არ დაგვმშვიდობებიაო))
Talo
77
დრამატურგია ქართულია !
ჭკვიანი კაცის მოფიქრებულია ... -------- პ.ს. და მაინც, "ნაპოლი" ჩემთვის დასრულდა ! არა და, ხვალ "ატალანტა" - "ნაპოლი" - ა ... წარმატებები, ხვიჩა !
გიორგი
დიდებულია!!!
საქართველო
"ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით"- იტყვის მიზეზს. შენი მჯერა, წარმატებები !!!
gogi
ცოტა ხელოვნური ვიდეოა, განსაკუთრებით ღამის სამ საათზე მარადონას მურალთან....ძალიან დადგმულ-მომზადებულია და ემოციაა აკლია. სხვა მხრივ ნაპოლის საპრეტენზიო არაფერი აქვს, პირიქით ხვიჩას უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ლაურენტესი უპატივცემულოდ ექცეოდა და მომავალში რას იზავდა კაცმა არ იცის. აგერაა ოსიმენის მაგალითი.
inkognitos
პრაფესორ!!!
M-33
კი ნეაპოლელი ფანებისაც მესმის შუა სეზონში რომ წავიდა ეს რაღაც წილად დაუფასებლობის შეგრძნებას ტოვებს მათში და ამაზე "გაჭედეს" ყველაზე მეტად რაც ბუნებრივია. კვარა რომ ამბობს მომავალში ვიტყვი სათქმელსო ამას იტყვის. მივიდა ხვიჩა ნაპოლიში და ეგრევე საოცნებო სკუდეტო დაადებინა გუნდს. გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და მიუხედავად ამისა, ჟმოტმა ლაურენტისმა ვთქვათ სიმბოლურად 100 000 დოლარიც კი არ მოუმატა ხელფასი მადლიერების ნიშნად. სამი სეზონი იყო ნაპოლიში და ერთი ცენტითაც არ გაუზრდიათ ჯამაგირი. ფეხბურთის თამაშით თუ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხელფასით ერთ-ერთი უკანასკნელი. სამი წლის განმავლობაში ვერ დააყენეს საშველი კონტრაქტის განახლებას და პირობების გაუმჯობესებას. შენ მინდორზე თავს იკლავ, შეტევის გარდა დაცვაში პახაობას გთხოვენ, ფეხებს გალეწავენ მეტოქეები და ამ დროს ნაპოლის სკამის მხეხავი და "იქ მახათის გამყრელი" სასტავი შენზე მეტ ხელფასს იღებს. მერე დროდადრო ვიღაც ნაძირალა ძალით ექსპერტები პრესაში ამბობდნენ თუ ათქმევინებდნენ, რო კვარამ მოლოდინი ვერ გაამართლა, გაიშიფრა მაგის თამაში და ვარსკვლავი კი არა ფარჩაკი ფეხბურთელი ყოფილა. მერე შეიცვალა რამდენიმე მწვრთნელი, გაძლიერების ნაცვლად რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გაყიდეს და შესაბამისად, ნაპოლი გაფარჩაკდა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა ის, რომ კვარა ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა. მოვიდა კონტე და კიდევ უფრო გაუჭირდა კვარას ამის სვარკა ფეხბურთში საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ისე გამოდიოდა, რომ ფაქტობრივად, დაცვიდან უნდა წაეღო ბურთი და საკუთარი თავი უნდა გაეყვანა შეტევაში საგოლე პოზიციაზე, რადგან პოლიტანოს მსგავსი ეგოისტი პერსონებიდან პასები სანატრელი ჰქონდა. პლიუს, კონტე არც აძლევდა ბოლომდე შანსს და სადღაც 60-ე წუთისკენ ცვლიდა ხოლმე. სიტყვით და საქმით აშკარად აგრძნობინებდა, რომ ნერეში უფრო მოსწონდა და ადრე თუ გვიან ძირითადში ადგილის დაკარგვას უნდა შეგუებოდა. ჰოდა ამოუვიდა კვარას ყველაფერი ყელში, თქვენი უმადური დედაცო და წავიდა. რომ დარჩენილიყო, უნდა ყოფილიყო სულით ნეაპოლელი მაზოხისტი სექტანტი. გასაგებია, რომ თავის დროზე ტოპ-ლიგების ნორმალური გუნდებიდან მხოლოდ ნაპოლი ენდო კვარას, შანსი მისცა, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა და მადლიერება მართებდა, მაგრამ მადლიერება ცალმხრივი როცაა, თან მთელი სამი წელი ძირითადად ასე სრულდება ხოლმე ყველაფერი.
ჰეჰე
ანუ მაგას დავუწერდი მაგ ნეაპოლელ გულშემატკივარს :)
ჰეჰე
ეგ ყველაფერი შენს დელაურენტისს მოუყევიი, კარგად გყავდეთ ცივი ნიავი არ მიაკაროთ.
გეგი
კარგი ბიჭი ხარ ხვიჩა და იმედია შენს წასვლას ნაპოლიდან გამგები სწორად გაიგებს. დიდ წარმატებას გისურვებ ახალ კლუბში და მეტ დაფასებას.
კახა
წარმატებები კვარა,კარგო კაცო და ფეხბურთელო. შენ არამარტო ნაპოლი გადარიე არამედ მთელი საქართველო ფეხბურთისკენ შემოაბრუნე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით ნაპოლის თამაშებს! რომ მახსენდება შენი პირველი თამაშები ნაპოლში ახლაც ჟრუანტელი მივლის. დარწმუნებული ვარ იქ სადაც მიდიხარ უფრო მეტ გოლს გაიტან და უფრო მეტ ტიტულს მოიგებ,რითაც კიდევ უფრო მეტად გაგვახარებ ქართველ ხალხს!
აჩი
ყველა ნაბუძი სენსიტიურია, მთელი მსიფლიო გაგიცნობდა რუბინიდანაც, ეგ გელოდა, მთავარი იყო შენი თავის სწორი მენეჯმენტი, ნაპოლის მოუტანე ის რაც ფეხბურთის ღმერთმა 33 წლის უკან გააკეთა და შენ 21 წლის ბიჭმა შეძელი, რთული წასვლა მაგრამ ნაპოლი გრანდი არასოდეს იყო, და არ იქნენბა, წარმატებები ახალი გამიღვუძება და გააფერადე საფრანგეთი ჟორჟსთან და ზურიკისთან ერთად. გენაცვალე მართლა ზღაპარი იყო ნაპოლის ისტორია და სერია A გაალამაზე, ლეაოს გადარებდენ და კი ეყოლებათ ეხლა :))))
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ რომ, არავის, არცერთ პოლიტიკოსს, არცერთ დიპლომატს, არცერთ მეცნიერსაც კი, იმდენი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის, რაც შენ გააკეთე, მიხარია და განსაკუთრებით ვამაყობ,რომ ჩვენი ულამაზესი კუთხის, სამეგრელოს შვილი ხარ, მადლობა რომ შენი ქვეყანა ასე გიყვარს!სადაც არ უნდა წახვიდე მოგყვებით! მადლობა “ნაპოლის”,ეხლა კი, დიდი გამოწვევბის დროა!
ვაჟა მასწავლებელი
ყოჩაღ კვარა და ყოჩაღ ვიდეომიმართვის შემქნელს. ყოჩაღ კი არა, საყოველთაოდ აღიარებული ქართული ფილმის "ჯარისკაცის მამის" შემდეგ ყველაზე ემოციურ ქართულ "ნაწარმოებად" მიმაჩნია ეს ვიდეომიმართვა, სადაც წამებში გაირბინა 3 წლის განმავლობაში განცდილმა ყველას: კვარას, ნეაპოლელების, ჩვენმა ემოციებმა! ლაურენტისს აჩვენეთ ეს ვიდეო, იქნებ სიბერეში მაინც იქცეს "კაცად".
მანფრედ კალცი
სიტყვა "ტაშკენტი" ჩემთვის ხშირად თბილისის "დინამოს" პირველ გაჩემპიონებასთან ასოცირდება. არადა, 61 წელია მას შემდეგ გასული და მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. დრო გავა, დიდი დრო, იქნებ 61 წელიც ან კიდევ მეტი და სიტყვა "ნეაპოლი" ქართველს, ალბათ, პირველ რიგში ხვიჩას გაახსენებს.
მირო+
უკვე ვნერვიულობდით ამდენ ხანს რო არაფერი ახალი არ იდებოდა,რა გინდა მშვენიერი გამოსამშვიდებელი ვიდეოა...კცარა წარმატებები და 7 იანი ხდები სავარაუდოდ თავისუფალია!
საბურთალო
ჯიგარო, აატირე ქართველიც და იტალიელიც. ვისაც უყვარხარ ყველგან ეყვარები. ვგრძნობთ რომ დაუმსახურებლად გულნატკენი ხარ. ეხლა საერთოდ მსოფლიო უნდა გადარიო, წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
მერაბი-1960
უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ეს ბიჭი. წარმატებები ყველგან, სადაც ითამაშებს და რაც მთავარია, ჩვენს ნაკრებთან ერთად
ნეაპოლელის კომენტარი
მაინტერესებს .:- მაგრამ ნაპოლიმ კვარას მარადონაზე ემოციური ვიდეოს გადაღების საშუალება მისცა.. კვარა ყველას მადლობას უხდის პრეზიდენტს არა... თუ მართლა იგუაინის მსგავსად ეზიზღებოდნენ, დე ლაურენტისს მისცემს კვარას მსგავსი ვიდეოს გადაღების შანსს? ჩემი აზრით, სიმართლე ძალიან მარტივია, კვარას მამამ განუცხადა დე ლაურენტისს, რომ იანვარში პსჟ-მ კვარაში 70 მილიონი გადაიხადა, ამან დააფიქრა, რომ შესაძლოა ნაპოლი ამხელა თანხას აღარასდროს მიიღებს, იქნებ ჯობია დაგვყოს? დე ლაურენტისმა ორი გათვლა გააკეთა და ოსჩიმენის მსგავსად მეორე კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მოთამაშეს ხელი ჩამოართვა და გაყიდა.. დე ლაურენტისი არ არის იმედგაცრუებული, კვარა არ არის იმედგაცრუებული, კონტემ აჩვენა, რომ კვარას გარეშე მათ შეუძლიათ მომდევნო 15-ში თამაში. თამაშები და ყველამ ბედნიერად იცხოვრა.. თუმცა კვარას არ ვმსჯელობ და არც არასდროს განვიკითხავ ნეგატიურად.. ჩემთვის კარგად მოიქცა, დამწყებივით გადაიხადეს სამი წელი, მაგრამ უძლიერესი მოთამაშის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელმაც მე-4 ჩემპიონატის მოგება უნდა გამოიწვიოს.. დე ლაურენტისის სრულიად მცდარი გადაწყვეტილება, რომელმაც უკვე ჩემპიონობა მოიგო, კვარას უნდა გადაეხადა ის, რაც ღირს და არა იმაზე, რაზეც ერთი წლით ადრე შეთანხმდნენ... შემდეგ კი წავიდა და 10-ჯერ იშოვა. რა წაართვა ჩვენგან..
ირაკლი
გენაცვალე კვარადონა! შენ ნაპოლის ისტორიაში კვარადონად დარჩები სამუდამოდ, რადგან მარადონას შემდეგ შენ დაუბრუნე ამ ქალაქს სამეფო გვირგვინი! გააჩემპიონე გუნდი და დიდი ისტორია დაწერე ამ გუნდთან ერთად, აღაფრთოვანე მთელი საფეხბურთო სამყარო! მადლობა ამ სიხარულისთვის ვამაყობთ შენით! წარმატებები მომავალ კლუბში! უფალი გფარავდეს!

ერთერთი უმადური ნეაპოლეპის კომენტარი ამ ვიდეოზე. -> მადლობას გიხდით იმისთვის, რაც გვაჩუქე სხვა არაფერი მახსოვს. ნორმალური ფეხბურთელი, რამდენიმე კარგი მატჩი რამდენიმე დამორჩილებული მცველი რამდენიმე კარგი დრიბლინგი მაგრამ ამ სეზონში ფაქტიურად არცერთი და მეტი არაფერი... ნეაპოლმა მოგცა ბევრად მეტი, ვიდრე მიიღე.. მაინც წარმატებები და მადლობა სკუდეტოს მოგებისთვის მაგრამ მე და არამარტო მე არასოდეს დაგაფასებ ისე, როგორც ვაფასებ ჰამშიკს, მერტენს კულიბალის, კავანის, ლავეცის ნეაპოლი შუა ჩემპიონატში არავინ დატოვა. იგუანივით მოღალატე აღმოჩნდი ის პირველია შენ კი მეორე სიაში. ნეაპოლი ის ქალაქია სადაც ფულზე წინ პირველრიგში ერთგულებას აფასებენ და შემდეგ მატერიალურს შენ კი მეორე აირჩია. პარიზი მოგცემს ბევრ ფულს მაგრამ არასოდეს მოგცემს იმ დიდებას რასაც ნეაპოლი გაგრძნობინებს. პორტიდან გასულ გემს ეკიპაჟი შუა გზაში არ ტოვებენ რაც არუნდა რთული ხასიათის კაპიტანი ყავდეს ხომალდს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა