ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დღეს პსჟ-ც თამაშობს და "ნაპოლიც" - ხვიჩასთან დამშვიდობება და მისალმება - აქამდე წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა!..

დღეს პსჟ-ც თამაშობს და "ნაპოლიც" - ხვიჩასთან დამშვიდობება და მისალმება - აქამდე წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა!..

უკვე მესამე სეზონია, "ნაპოლის" ყველა მატჩის პრევიუს გთავაზობდით; გულშემატკივრებიც თითოეულ შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. ერთიანად ამისგან გათავისუფლება ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგაც გაგვიჭირდება. "კვარას" დამშვიდობების ვიდეო მართლაც ძალიან ემოციური იყო, ის გულწრფელი და კარგი ადამიანია! მაინც გეტყვით, რომ ნეაპოლელებს წინ რთული მეტოქეები ჰყავთ - "ატალანტა"(დღეს, 23:45 საათზე), "იუვენტუსი", "რომა"...

"ნაპოლი" ხვიჩას ემშვიდობება

სერია "ა"-ს ჩვენებურის გარეშე არ ვტოვებთ, ეგ კი არა, საბა გოგლიჩიძეს იტალიურ გრანდებს უკავშირებენ. ქართველი მცველის "ემპოლის" სერიოზული მეტოქე ჰყავს - "ინტერი", რაც თავის მხრივ, გოგლიჩიძისთვისაც დიდი გამოცდაა - კვირას, 19 იანვარს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.

ორთაბრძოლებში გამარჯვების კუთხით (20 წლამდე უკანახაზელებში) ტოპლიგებში საბა გოგლიჩიძე გამორჩეულია. ამ სიაშია "ლანსიდან" "მანჩესტერ სიტიში" უკვე გადასული უზბეკი მცველი ხუსანოვი. მის გარეშე დარჩენილი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კლუბს, პსჟ-ს უმასპინძლებს - დღეს, 18 იანვარს, 20:00 საათზე (თბილისის დრო). სავარაუდოა, ქართველმა ახალწვეულმა ამ დაპირისპირებას თვალი ტრიბუნიდან ადევნოს და ჩვენი არ იყოს, თითოეულ დეტალს აქტიურად დააკვირდეს.

გოგლიჩიძეს "მილანსა" და "იუვენტუსს" უკავშირებენ

რაც პარიზელთა თამაშში აქამდე შეგვინიშნავს, მარჯვენა ფლანგიდან შეტევებს გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სადაც უსმან დემბელე გამოდის(დღევანდელ მატჩს გაციების გამო ტოვებს). რაც ასევე ჩანს, ცენტრალური თავდამსხმელი რამოში ნაკლებად შედეგიანია, რის გამოც ლუის ენრიკე "ცრუფორვარდის" ტაქტიკას იყენებს, რა დროსაც ყოფილი "რეალელი" ასენაიოს სასტარტოში გამოჩენა პროდუქტიულია. დიდი ალბათობით, ესპანელი სპეციალისტი ამ საქმეში ხვიჩა კვარაცხელიასაც ჩართავს, ის კი ადგილს უფრო მარცენაფლანგელ ბარკოლასთან გაცვლის. "კვარა" მასზე გაცილებით მრავალფეროვანი და სრულყოფილი ფეხბურთელია, ბარკოლას უპირატესობა კი უფრო შედეგიანობაა, მას ჩემპიონატში უკვე 10 გოლი აქვს. ვნახოთ, რა კონტურებს დავინახავ, სად უნდა ველოდოთ ხვიჩას ერთი კვირის შემდეგ და სად იქნება ბარკოლა.

პარიზელებს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვთ. გასაგებია, ლიგის ფაზის ეტაპი არ დასრულებულა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა მიმდინარეობს და გუნდებს ახალი ფეხბურთელების დამატების უფლება პლეი-ოფამდე უნდა ჰქონოდათ! სამწუხაროდ, ასე არაა და უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე "კვარას" მხოლოდ მაშინ ვნახავთ, დარჩენილი ორი მატჩიდან პსჟ ერთს მაინც თუ მოიგებს. ასეა თუ ისე, ლიგის ფაქტორის გამოც, ენრიკემ გარკვეულ როტაციას უნდა მიმართოს, როგორც ქვეყნის თასზე(აქ მერვედფინალის მეტოქე გაირკვა - ლე მანი).

ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა აქამდე წარმოუდგენელ ნიშნულზე - 70 მლნ ევრო + ბონუსები

"სტად ბოლერ-დელელზე"(38 223 მაყურებელი) ჩასატარებელ შეხვედრაში, მომჯობინების მიუხედავად, მარკინიოსს არ ველით. მისმა შემცვლელმა, 21 წლის ბრაზილიელმა ბერალდომ 5 გაფრთხილების გამო დისკვალიფიკაცია მოიხადა და ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" "ახალი ათვლა" დაიწყო. რაც შეეხება ლუკას ერნანდესს, მას ტრავმის გამო ისედაც ბევრი გაუცდა და თასზეც ვნახეთ, დიდხნიანი ტრავმის შემდეგ კიმპემბე განაცხადში იყო, ამჟამად ტრავმირებულ შკრინიარს კი გასხვისებას უპირებენ. პარიზელთა ფლანგებზე ჰაკიმი (ახლა არ იქნება) და პორტუგალიელი მენდეში გამოდიან.

თასის შეხვედრაში 7-ნომრიანი მაისურით 18 წლის ნახევარმცველი, სენი მაილუ ვიხილეთ. უკანასკნელად, რადგან ამ ნომრით კვარაცხელია ითამაშებს; შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა(რასაც უკვე შეტევის გაძლიერებაც ემატება). "ლანსთან" მეტ დასკვნას გამოვიტანთ - რუიზი თუ ვიტინია, დუო თუ ლი, ნევეში თუ ზაირე-ემერი...

"ლანსზეც" ვთქვათ. მათ 24 წლის ფორვარდს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, გოდუინ კოიალიპუს ბოლო 9 თამაშია მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია, ოღონდ ახლანდელ გუნდზე მხოლოდ ერთი მოდის - ის სოფიის ცსკა-დან გადაიბირეს. გუნდის მარჯვენა მცველი პოლონელი ფრანკოვსკია, რომელიც ნაკრებიდან უნდა გვახსოვდეს. მათი მთავარი მწვრთნელი სულ რაღაც 32 წლის ბელგიელი, სტილია.

პირველი წრის შემდეგ

2023 წლის პირველ იანვარს "ლანსმა" შინ პარიზელებს აჯობა - 3:1. მაშინ ოპენდამ გაიტანა, რომელიც ახლა "ლაიპციგშია." პსჟ-ს რიგებში სერხიო რამოსი იყო. ბოლო წლებში ამ გუნდებს შორის საკმაოდ ბევრი ფრე დაფიქსირდა და ფავორიტს ლანსის სტადიონზე თამაში მუდამ უჭირს.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 37 წლის ჟერემი პიგნალდი იქნება, რომელიც მკაცრი მსაჯია, მისი ბოლო საერთაშორისო მატჩი კი სან მარინოს ლიხტენშტაინში გამარჯვება (3:1) იყო.

პსჟ-ს უახლოესი მდევარი "მარსელია", რომელთანაც 7-ქულიანი უპირატესობა აქვთ, ისინი კი კვირას "სტრასბურგს" მიიღებენ.

რაც შეეხება აქ ქართველების სხვა მატჩებს. "ლიონიც" დღეს ღამით ითამაშებს, ოღონდ ჩვენი დროით უკვე კვირა იქნება (00:05 სთ). გიორგი მიქაუტაძის გუნდი "ტულუზას" დაუხვდება; კარგი ფორმის მიუხედავდ, ლაკაზეტის ფაქტორის გამო, "ჟორჟს" ნაკლები დრო ეძლევა. იმედია, მეტს მიიღებს; კვირას, 18:00 საათზე, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ნანტს" უმასპინძლებს.

ტოპლიგები. დღეს, 18:30 საათზე, გერმანიიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "სტ. პაულს" მიიღებს; ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "რეალ სოსიედადს" საკუთარ "მესტალიაზე" ეთამაშება - კვირას, 23:59 საათზე.

ქვემოთა დივიზიონები. დღეს ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის (კუნთის მცირე პრობლემის გამო გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდა) "უოტფორდის" "დერბისთან" სტუმრობას (19:00 სთ) გამოვარჩევთ, ღამით (23:59 სთ) კი ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ქართული დუელია - გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" - გიორგი წიტაიშვილის "გრანადა."

• gulshematkivari0703

ხვიჩას უსაზღვრო წარმატებებს ვუსურვებ. ლიგა1-ის საუკეთესო ფეხბურთელიც გამხდარიყოს მომავალ წელს. ხვიჩა,ახლა შენ კიდევ უფრო მოუმატო უნდა.რასაც ნაპოლიში აკეთებდი მაგაზე გაცილებით უკეთესი უნდა იყო. თუ არადა მოკვდება ჩვენი იმედები,ღმერთმა არ ქნას. .იმედია ყველაზე გვიან 2027 მაინც დატოვებ ამ უსახურ (შენი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელის) ლიგა1ს და გადახვალ პრემიაერლიგაში ან ლალიგაში!

• დიდგორელი

მე ამათი მეიმედება: ლუკა გაგნიძე - სიგუას დუეტი ნახევარდაცვა საბა საზონოვი დაცვის ბურჯი სალია ყველას დაამტკიცებს რა ბიჭია

• Levani

ნელ-ნელა წინ მივდივართ. 1-2 საჩუქარი გვინდა კიდევ გოგლიჩიძესავით. 1 ცენტრალური ნახევარმცველი,ქოჩორა-კიტეს როტაციისთვის 1ცენტრფორვარდი,ჟორჟი-ბუდუს როტაციისთვის და 1 ცენტრალური მცველი გოგლიჩიძე-დვალთან ერთად და მერე უკვე მართლა ბომბა გუნდი იქნება საქართველო.

• კიეზა

მადლობა კვარას და არა მარტო ნაპოლიმ..სერია ა მადლობა უნდა უთხრას მას იმ სიხარულისთვის რაც მარტო სკუდეტოს სეზონში რა სიხარულიც მიიღეს..მაგრამ ადამიანების უმრავლესიბას მოკლე მეხსირება აქვს..კვარამ იცის თავის საქმე და ჩვენ ყველა ქართველს გულით გვინდა და გვჯერა რომ დიდი ნაბიჯი იქნება პსჟ მის კარიერაში..თუნდაც რაღაც მომენტში ფორმაში არ იყვეს..მწიფდება კარიერულად..1 ან 2 მაგარი სეზონი და აგენტი არც დაჭირდება .ისე წაიყვანენ არა პსჟ დონე..არამედ მართლა გრანდი რასაც ქვია..მაგარი სასიხარულო ამბავია..და ყველა ქართველი გახარებული მენახეთ სულ..

• ციციკორე

საფრანგეთის ჩემპიონატში არაა ადვილი გოლების გატანა. ასე აგდებით ნუ უყურებთ. იტალიაში გატანილი გოლი, საფრანგეთში გატანილ ორ გოლს არ ნიშნავს.

• Solo

საინტერესოა ტრანსფერის თანხიდან ბათუმი თუ მიიღებს რაღაც პროცენტს

• Spain

რუბინიდან ვინც მოვყვებით, იმათთვის ალბათ განსაკუთრებული სიხარულია რადგან უამრავი ურთულესი ეტაპი გავიარეთ როგორც გულშემატკივარმა. უამრავი დამცირება, სკეპტიციზმი, გამოუვალი სიტუაციები. პირადად მე ერთი წამითაც არ შემიწყვეტია გულშემატკივრობა და როგორადაც არუნდა წავიდეს მისი კარიერა არც შევწყვეტ. ჩემი ქვეყნის საერთო სიხარულია ეს ბიჭი. ამის ხათრით ისეთ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი, ვისთანაც ცხოვრებაში არანაირი გადაკვეთა არ მექნებოდა ღირებულელების თუ მოსაზრებების გამო. უზომოდ მიყვარს და როცა გოლი გააქვს მგონია, ირგვლივ მარტო სიხარული არსებობს და ყველა ცუდი დავიწყებას ეძლევა. მინდა სულ იფრინოს და როცა არ იფრენს მაშინაც ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. კვარა!!!❤️❤️❤️

• dato

ამოტენიან დღეს ნაპოლის და სეზონში მესამე ადგილს დასჯერდება კონტე თავისი უსახური ფეხბურთით.

• გულშემატკივარი

წარმატებები და წინსვლა

• L.J .

Kvaraze iazvob????

• რა დაელოდება კიდევ ერთ კვირას....

დღეს ერთი ტაიმი მაინც ათამაშონ. უეჭველი გაიტანდა რა ფორმაშიც არ უნდა იყოს.

• სიმართლე

კვარა დიდ წარმატებებსს გისურვებ დიდ ფეხბურთში აბა შენიციი ოქროს ბურთები და ჩემპიონთა ლიგები მოგეგოსსს

• გოგა

ყველაფრის მიუხედავად მინდა ნაპოლმა მოიგოს სკუდეტო, ამ ტიტულშიც იქნება კვარას სოლიდური წვლილი, პლუს დი-ლორენცოს ხათრითაც ვუგულშემატკივრებ, ამ 3 თამაში გამოჩნდება ნაპილუს და ნერეშის დონე:) ატლანტა იუვე რომა რთული 3 თამაშები აქვთ

• Naturali Guruli

ვიჩას პარიზში ისეთ თამაშს ვუსურვებ, რომ მთელი იტალიური საფეხბურთო სამყარო რამდენიმე წელი მოთქვამდეს!!!

• ჯონი

ჩენი ფეხები, არაფერიც არ გამოაცხადეს, რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი, რას ინაზება ეს ჩემისა ენრიკა და სდუმს.

• იასონას უდარი

ყოჩაღ ლევან მჭედლიძეს,გოგლიჩიძე ჯერ ძალიან კარგ გუნდში გადაიყვანა და ახლა კი,მილანი გამოხატავს რეალურ ინტერესს.როცა ადამიანმა იცის საქმე ეს არის,იტალიას ძალიან კარგად იცნობს და ბევრი სანაცნობოც ყავს,ხოდა ყურადღებას აქცევენ ჩვენებურს და სათამაშო პრაქტიკაც აქვს.ადვილი არ არის,ტორპედოდან ჩახვიდე იტალიაში და სასტარტო მოიპოვო,თან მცველმა. იმედია რო მილანის ამბავი გამოვა,კალაძეც 1-2 ზარს გააკეთებს და ეს ბიჭი აიწყობს კარიერას. მილანზე ისტორიული და მაგარი კლუბი ევროპაში იშვიათია. ზოგიერთებივით,ფულს კი არ ხამდება და მიდის იქ სადაც არ უნდა წავიდეს. ემპოლიში როცა ხარ,მერე მიდიხარ გრანდში და ეს გრანდი მილანია. ქალაქიც კარგია და გუნდიც. კი,ცოტა კრიზისული პერიოდი აქვს,თუმცა მილანია და გამოვა ამ მდგომარეობიდან. წარმატებები საბას და ყველა ფეხბურთით დაინტერესებულ ადამიანს,ვისაც თამაში უფრო უნდა და ნაკრების გამოდგომა,ვიდრე ფული.

• უფროსი

ლუის ენრიკეს პრესკონპერენცია დაიწყო. მალე გამოაცხადებენ ოფიციალურად, რომ ხვიჩა PSG-ს ფეხბურთელია. Live video https://www.youtube.com/watch?v=X8xtpz9dS48

• thanks

jer sadvart qartveli erii gvkavdes es mtavroba win kide bevrii gegmebi aqvT am mtavrobas fulis shovnis gegmebii jer sadvart jer sadd kidev bevrui problema da bevrii jaarimebi gvelodebaaa udidesii madliba batono bizina rom gaaqciet xalxi qveynidan da gadajishet eriii...

• ზვიადი

ჩვენ პოლიტანოსთან ვწუწუნებდით, მარცხნივ ბურთი არ გადააქვთო და აქ დემბელეთი შეტევას არიან შეჩვეული

• მალხაზ ჯობავა

მერედა ვინ შეუზღუდა ის მოქმედებები რასაც კვარა სპალეტის დროს აკეთებდა. ყველა შემდეგმა მწვრთნელმა და კონტემ კიდე, ლამის თავისი საჯარიმოდან დააწყებინა თამაში. შემოქმედება, მისი მთავარი კრედო კი, ლამის საერთოდ დაავიწყა თავის დაცვითი ტაქტიკით.

• სასაცილოა

ხალხო რა აქ მოსატანია მაგრამ იქნებ იცოდეთ 2.5 წელიწადის უკან დამიწერეს ტაქსის ლიცენზიის უქონლობის გამო ჯარიმა ვიდეო და ამ ხნის მანძილზე არ მომსვლია და დღეს მომივიდა გამოქვეყნდაო... ანუ ხანდაზმულობა როგორც ვიციი 1 წელია მაგრამ ამათ როგორც აწყობთ დაროგორც უნდათ ისე აკეთებენ...კალაძეზე ახალ ახალ ჭორებს რო ვიგებ გაბოროტა ხალხი და მაგიტომაც არის ეგრეე...

• Touter-s

ეგაა, შენნაირების პრობლემათ, რომ ყველას ზემოდან უყურებთ! ამ დროს რას წარმოადგენთ? ეხლა რაც საქართველოში ხდება ნაცების მიერ, დიდ საგიჟეთს, რომ დაამსგავსეს საქართველო და ქართველი ერი დასაცინები გაგხვადეს, კიდევ სხვაზე ვიშვერთ ხელს? ამჟამად ყველა ერი გვჯობია უზბეკების ჩათვლით! ამიტომ მოვკეტოთ და იმაზე ვიდარდოთ, რა უბედურებაშიც ვართ, ნაც გადარეულების და გამო!

• მალხაზ ჯობავას

რეალურად, შედეგიანობა და კარში საგოლედ დარტყმები კვარას მთავარი მინუსი იყო ნაპოლიში პირველი სეზონის შემდეგ. მისი მთავარი კრედო მაინც შემოქმედება და პარტნიორებისთვის საგოლე შანსების შექმნაა. ნაკრებში კარგია ფორვარდად, ოღონდ კონტრშეტევებზე ვთამაშობთ

• Touter

უზბეკი، რომ საფრანგეთიდან ინგლისში წავა და ქართველი იტალიიდან საფრანგეთში، ცოტა გულდასაწყვეტია، მარა რაცაა ესაა.დ

• მალხაზ ჯობავა

ბარკოლას არაფერი უკეთესი შედეგი კვარაზე არა აქვს, მან 10 გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში და კვარამ ხუთი გოლი, იტალიის ავტობუსებით სავსე ჩემპიონატში. თანაც მოედანზე 60/70 წუთიან სათამაშო დროში.

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

[VIDEO] ზივზივაძემ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "არმინიასთან" ქულები გაიყო

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმს" გამარჯვება მოუპოვა

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა

[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა

"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა

კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს

სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან

კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა

[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო

უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია

[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ

"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო

"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება

საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია

ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?

ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა

Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა

დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს

[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"

მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში

ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია

მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..

ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა

[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა

შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა

ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...

"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება

[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა

"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი

"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა

[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"

ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა

[VIDEO] ლა ლიგაში წიტაიშვილის დებიუტი შედგა - "რაიო ვალეკანომ" "რასინგს" მოუგო

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა