პსჟ-ის ახალმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

- ხვიჩა, რას გრძნობ ახლა, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდი?

- ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.

- აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია.

- გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს იცნობ?

- დიახ. ფაბიანს (რუისს), რომელიც "ნაპოლიში" ასპარეზობდა. ვიცნობ ჯიჯის (დონარუმას), მას აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.

- ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშავებ...

- ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება.

- პარიზში ჩამოსულს რა მიზნები გაქვს?

- მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

- პსჟ-ის ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?

- აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს.

- გულშემატკივრებს რას ეტყოდი?

- მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!

skaro
ხვიხა გენიოსი ხარ ოღონდ ცოტა ფიზიკას მოუმატე რო რივოკის დროს ვერავინ წამოგეწიოს.
მირო
ყველაზე დიდი მიღწევა ამ სიტუყაციაში აურელიოს კლანჭებისგან თავის დაღწევაა.აწი ყველა შანსები გახსნილია.იმ უსინდისომ 100 დოლარიც კი არ მოუმატა სკუდეტოს მთავარ შემომქმედს.უმადურობამ დააკარგვინა ხვიჩა.
გიგო
მართლა რამდენი დასირებული ცხოვრებულა საქართველოში. ამ დასირებული ბოდვაზე უკვე 15 კაცს მოუწერია ხელი.
ცოცხას
ცოცხები გენატრება ბიჭო?
აუუ
პიცა რომ ნეაპოლური ჯობია ეგეც გიკვირს??? პიცა იტალიურია და რაა გასაკვირი
ამატაკი
ერთი მხრივ ვისაც პსჟ კვარასათვის ემცირება, ხელში საკმაოდ ყურადსაღები არგუმენტი უჭირავს. მართლაც არ აქვს ამ კლუბს დიდხნიანი და სასახელო ისტორია. ფრანგულ კლუბების მიღწევებზე საუბრისას უფრო სხვა კლუბები გაგახსენდებათ(მარსელი, სენტ ეტიენი, ლიონი, ბორდო და სხვა). მაგრამ მეგობრებო, სულ ცოტა ხნით ადრე აქ ისეთი ტრიო (მბაპე-მესი-ნეიმარი) აგორებდა ბურთს, რომ საუბარს პსჟ-ს დიდ-მცირეობაზე მსუყე წერტილი დაესვა. სულ მცირე 21-ე საუკუნეში ობიექტურად თუ შევხედავთ, უკეთესი შემტევი ტრიო ბუნებაში არ არსებულა, ილუზიურ წარმოსახვებს თავი რომ დავანებოთ. მერე ისიც სათქმელია, რომ პარიზი არაა ევროპაში კი არადა, თუნდაც მსოფლიოში ისე-რა დედაქალაქი. პარადოქსია, მაგრამ სხვა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი კლუბი ამ მაგარ საფეხბურთო ქვეყნის დედაქალაქს არ გააჩნია. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით პსჟ ნამდვილად მიეკუთვნება დიდი კლუბების კოჰორტას.და ბოლოს ყველაზე მთავარი, გილოცავ ჩვენო გენიოსო, მაგარო ქართველო ამ გაბედულ ნაბიჯს! ჯანი არ მოგაკლოს უფალმა და გფარავდეს ყველა წმინდანი. დანარჩენს, უბრალოდ ეჭვი არ მეპარება რომ დიდებულად, შენ რომ გეკადრება ისე გაართმევ თავს! ჩვენ კი ისღა დაგვჩენია, რომ მოთმინება მოვიკრიბოთ, წინ ხომ უმაგრესი სანახაობების რეტროსპექტივა გველის!
q
კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვხვდები რამდენი ტლუ ცხოვრობს ამ ქვეყანაში და აღარ მიკვირს, რატომ აქვს დღემდე რეიტინგი არქიფოს. ზუსტად ასეთ ტუგადუმებზე დგას ქოცნება.
ეგაა
ნაპოლი უფრო დიდი გუნდია თუნდაც მარადონას გამო უბრალოდ ღარიბები არიან
ეგაა
ხან ნეაპოლური პიცა ყველაზე გემრიელიაო...ლამაზ ლამაზი პირფერობა კი იცის ბავშვის ტვინამ
ბენო
დიდი გუნდი ნაღდად არ არის
რას გაუგებ?-ს
მართლა რას გაუგებს კაცი შენს ნაბოდიალევს, სად წერია პსჯ-ა ჩემი ოცნების გუნდიაო? მან თქვა ჩემი ოცნება იყო დიდ გუნდში თამაშიო და პსჟ დიდი გუნდიაო და თუ მაგაში არ ეთანხმებით, რომ პსჟ დიდი გუნდია ეგ დაწერეთ და არა ის, რომ ადრე რეალი იყო მისი ოცნების გუნდი და ახლა პსჟ გახდაო.
ვაი დადადაი
ერთერთიო..ერთერთიო))
შენ ვერ გაიგებ
პსჟ არ უხსენებია თუ კითხვა შეგიძლია წაიკითხე. ზოგადად დიდ თამაშიო. ეხლა არ მითხრა ნაპოლის გრანდი იყოო
წაკითხულის გააზრება.
კარგ მთქმელს გამგონი უნდა: ზოგადად დიდ კლუბში თამაშსზე ვოცნებობდიო,კონკრეტულად პსჟ -ში კი არა !
მიშას
შენ ხო დემენცია გაქვს თან მოგწამლეს თუ გახსოვს და გვამური ლაქები გქონდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ.ასე რომ არაუშავს თუ რამე ვერ წარმოგიდგენია არაა პრობლემა.
ძველი გულშემატკივარი
არც ნაპოლი იყო დიდი გუნდი, მაგრამ კვარამ სულ სხვა დონეზე აიყვანა
რას გაუგებ?
ვეღარ გავიგე! ჯერ იყო დ რეალი იყოო, ჩემი ოცნების გუნდიო და ეხლა იძახის პსეჟეო?
მიშა
ვერ წარმომიდგენია პსჟ-ში თამაში რატომ უნდა იყოს დიდი ოცნება? ცხადია, აქ ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ფული იყო და სხვა არაფერი! ესაა გუნდი, რომელსაც საფრანგეთის ფარგლებს გარეთ წარმატების მიღწევის მიზერული შანსიც კი არ აქვს! ლიგა ერთ-ერთი სუსტია ევროპაში!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა