საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერევანში სომხებს 3:2 მოუგო და ევროპის 2011 წლსი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ სერიოზული თეორიული შანსი გაუჩნდა...

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერევანში სომხებს 3:2 მოუგო და ევროპის 2011 წლსი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ სერიოზული თეორიული შანსი გაუჩნდა. საერთოდ, ოთარ გაბელიას გუნდი იღბლიანი ჩანს, გულახდილად რომ ვთქვათ, სომხეთში იღბალმა გვარიანად გაგვიღიმა, როდესაც მასპინძლებმა საკმაოდ ბევრი მომენტი გააფუჭეს. თუმცა, მათი უიღბლობა რაში გვადარდებს, მსგავსი რამ ჩვენც ათასჯერ დაგვმართნია და იღბლიანებს ყოველთვის შურის თვალით ვუყურებდით. ასე რომ, ღმერთს მადლობა, ჩვენ კი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას გასულ მატჩზე ველაპარაკეთ, რა უნდა გაკეთდეს, დარჩენილ ორ შეხვედრაში (თურქეთთან 4 სექტემბერს გასვლაზე და 7 სექტემბერს თბილისში სომხებთან) მხოლოდ იღბლის იმედად რომ არ ვიყოთ.

- ბატონო ოთარ, გასული თამაში შევაფასოთ, სომხეთი საკმაოდ მძიმე მეტოქე აღმოჩნდა.

- მათი თამაში ირლანდიასთან და ესტონეთთან რომ ვნახე, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით კარგად ბოლო მატჩში გამოიყურებოდნენ, რადგან ეროვნული ნაკრებიდან ხუთი ფეხბურთელი დაიმატეს. ჩვენ ჯგუფში ბევრი რთული მეტოქე გვყავდა, შვეიცარია, ირლანდია, ესტონეთი, მაგრამ ერევანში გამართული შეხვედრა ყველაზე რთული აღმოჩნდა. სომხებმა ეროვნული ნაკრებიდან ხუთი მოთამაშე დაიმატეს და მათ თავისი ძალა გამოაჩინეს, ჰამლეტ მხითარიანის მსგავსი დონის ფეხბურთელი კი არც ერთ მოწინააღდეგეს არ ჰყავს. გარდა ამისა, სიცხეც ხელს გვიშლიდა, მაგრამ ეს სომხებსაც უქმნიდა პრობლემას და არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ამინდი მხოლოდ ჩვენზე მოქმედება.

სხვათაშორის, მატჩამდე საკმაოდ დაძაბული ვიყავი. სომხები ჩვენი ძმები კი არიან, მაგრამ ჩვენი თამაშები ყოველთვის განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა. ასე იყო თბილისის ~დინამოს" საბჭოთა ჩემპიონატში გამოსვლის პერიოდში და ასეა ახლაც. ჩვენ ყენია, მჭედლიძე, ბარაბაძე და დაუშვილი ვერ გვეხმარებოდნენ და ბუნებრივია, ამან დაგვასუსტდა. თუმცა, სხვა გზა არ გვქონდა და უნდა გვებრძოლა.

- კარგია, ოთხეულის არყოფნა რომ ახსენეთ – წინა მატჩში შვეიცარიასთან ხშირად ახსენებდით დისკვალიფიკაცირებული გულვერდ თომაშვილის არყოფნას. ~დინამოს" მცველი ერევანშიც იყო, მაგრამ ძირითადში რატომ არ ათამაშეთ, ის ხომ ახალგაზრდულში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო ფეხბურთელია?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შესარჩევ ციკლში დაცვამ ყველაზე საიმედოდ შვეიცარიასთან ბოლო მატჩში ითამაშა. ამიტომ ცვლილება არ მსურდა. არადა, ვფიქრობდი მის დაყენებაზე. თუმცა, როდესაც სომხებმა შემოგვიტიეს, თომაშვილი საჭირო გახდა და ვათამაშე. გულვერდს ვენდობი და ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება.

- ჩვენი არ იყოს, სომხებმაც უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. თქვენი აზრით, შედეგი ლოგიკური იყო?

- სომხებმა თუ ვერ გაიტანეს და ჩვენი შესაძლებლობებით უკეთ ვისარგებლეთ, შედეგი ლოგიკური ამიტომ არაა?! ჩვენი პრობლემა კონცენტრაციის ნაკლებობაა. როდესაც 2:0 დავწინაურდით, მაშინ ყვირილით ხმა ჩამიწყდა, ბიჭებს ვთხოვდი ყურადღებით ეთამაშათ, მაგრამ ამ ნაკლს მაინც ვერაფერი მოვუხერხე, აშკარად მოვეშვით და კინაღამ დავისაჯეთ. შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო. ჩვენმებმა ჩათვალეს, რომ მოგებული გვქონდა, როდესაც მეორე გოლი მხოლოდ 49-ე წუთზე გავიდა, ანუ მთელი მეორე ტაიმი წინ იყო. თან, ხომ ნახეთ მსაჯი რას აკეთებდა და ვინერვიულე. კიდევ კარგი, გაშვებული გოლის შემდეგ, ბიჭები გონს მოეგნენ და კვეკევსკირის გოლმაც სულზე მოგვისწრო.

ალბათ, მეორე ტაიმში გუნდი რომ მოეშვა, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი შეკრებაზე მოუმზადებელი გამოცხადდა. მართალია, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან, მაგრამ თურქეთთან თამაშში კორექტივები თუ არ შევიტანეთ და 2-3 მოთამაშე არ გამოვცვალეთ, ძალიან გაგვიჭირდება. ყველამ იბრძოლა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ამის მიუხედავად, სირცხვილი იყო, ისეთ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებდით. საერთოდ, გუნდი, რომელიც მუდამ კონცენტრირებული არაა, წარმატებას ვერასდროს მიაღწევს. შულ ამს ვეუბნები ბიჭებს, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებენ.

- სომხებს კი მოვუგეთ, მაგრამ ჩვენების შეცდომები დასაფიქრებელია. ზესტაფონში 0:4 წაგებისთვის, თურქეთი შინ გამწარებული შეგვიტევს და საეჭვოა, დაცვაში მსგავსი შეცდომები გვაპატიოს.

- მარტო თურქები კი არა, არავინ გვაპატიებს. ესტონეთთან იგივე არ მოგვივიდა, ორჯერ მოვდუნდით და თამაში წავაგეთ, რაც დღემდე ვერ მომინელებია. თურქებთან მატჩამდე ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ეროვნულ ნაკრებში ვის მიიწვევენ. ეროვნული ქვეყნის მთავარი გუნდია და უფლება არ გვაქვს, მოთამაშე არ გავუშვათ. სამწუხაროდ, მატჩების გრაფიკებიც დაემთხვა, ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლის მატჩებს 3 და 7 სექტემბერს ატარებს, ჩვენ კი 4 და 7 სექტემბერს და ესეც პრობლემაა. თუმცა, ყოველთვის ასე იყო და წუწუნს მიჩვეული არ ვარ – ასე რომ, დარჩენილ ორივე შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

pexuca
გაბელია არის ძალიან სუსტი მწვრთნელი ცოდოები არიან ეს ბიჭები ამის ხელში თუ რამეს თამაშობენ ბიჭები თავიანთი კლასის ხარჯზე გაბელიას დამსახურება არის უმნიშვნელო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...