მალელს ინგლისის პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელების შანსი აქვს, “სოშო” კი მის ტრანსფერს ცოცხალი თავით არ თანხმდება
“სოშოს” მალელი შემტევი მოდიბო მაიგა შარშან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, წელს კი კლუბის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კონფლიქტსაც არ მოერიდა და პრესის ფურცლებზე მათ წინააღმდეგ გაილაშქრა.

მიზეზი ბანალურია, მას ინგლისის პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელების შანსი აქვს, “სოშო” კი მის ტრანსფერს ცოცხალი თავით არ თანხმდება. ლიგა 1-ის მეორე ტურში “კანთან” მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცმა მეჰმეთ ბაზდარევიჩმა ფეხბურთელის არყოფნა პირადი მიზეზებით ახსნა, თუმცა რეალური მიზეზი დიდხანს ვერ დაიმალა. მაიგა მეორე დღეს ვარჯიშზე არ გამოცხადდა, ხელმძღვანელობა კი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ფეხბურთელი მათ მითითებებს აღარ ემორჩილებოდა. ბუნებრივია, კლუბმა თავდამსხმელი უკვე დააჯარიმა, თუმცა რა თანხით, ამას არავინ იუწყება.

ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულებისთანავე “სოშომ” მთავარი მწვრთნელი ფრანსის ჟიიო (“ბორდო” ჩაიბარა) და საუკეთესო ფეხბურთელი ბრაუნ იდეიე (კიევის “დინამომ” შეიძინა) დაკარგა. “ეკიპის” ცნობით, სიტუაცია კლუბში ახლაც საკმაოდ დაძაბულია, რადგან მაიგას გარდა წასვლა უნდათ საფრანგეთის ნაკრების წევრ მარვენ მარტენს (“მარსელი” და პსჟ იწვევდნენ), ასევე წამყვან ნახევარმცველებს კევინ ანანსა და რიად ბუდებუზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა