წარსულში ცნობილი შვეიცარიელი ჩოგბურთელის პატი შნიდერის მეუღლე - რაინერ ჰოფმანი ოფიციალურად გამოაცხადეს ბანკროტად
წარსულში ცნობილი შვეიცარიელი ჩოგბურთელის პატი შნიდერის მეუღლე - რაინერ ჰოფმანი ოფიციალურად გამოაცხადეს ბანკროტად. როგორც შვეიცარიული გამოცემა Schweizer Illustrierte იტყობინება, შნიდერისა და ჰოფმანის სახლს, რომელიც ციურიხის გარეუბანში ერთ-ერთი ტბის პირას მდებარეობს, სასამართლოს წარმომადგენლები ესტუმრნენ ქონების აღწერისთვისა და მისი კონფისკაციისთვის.

მაგრამ მათ გასაკვირად, სახლში ძველი ავეჯისა და ჭურჭლის გარდა არაფერი დახვდათ. არც პატი და რაინერი იყვნენ შინ - წყვილი გერმანიის ქალაქ ვესენდორფში (ქვედა საქსონია) ჰოფმანის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ცოლ-ქმარი უახლოეს პერიოდში არ აპირებს პრესასთან ურთიერთობას. იტყობინებიან, რომ შნიდერი და ჰოფმანი გერმანიაში თითქმის საიდუმლოდ ცხოვრობენ - არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, ურთიერთობა არ აქვთ მეზობლებთან.

ადრე რაინერ ჰოფმანი უარყოფდა გაკოტრების ფაქტს და საკუთარ თავს მსხვილი ბიზნესმენის აფიორის მსხვერპლად ასახებდა, რომელსაც მისთვის დაპირებული თანხა უნდა გადაეხადა. მაგრამ ფული კრედიტორების ანგარიშზე არ ჩაირიცხა და დაიწყო სასამართლო გარჩევები. პატი და რაინერი კომენტარს არ აკეთებენ და უბრალოდ ამბობენ, რომ ჰოფმანის მოხუც მშობლებზე ზრუნავენ. ასეა თუ ისე, სანამ წყვილი გერმანიაშია, კრედიტორებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ პატი შნიდერმა წელს დაასრულა აქტიური საჩოგბურთო კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა