კანადური მასტერსის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებმა ცინცინატიში გადაინაცვლეს, სადაც სეზონის რიგით მეშვიდე მასტერსი დაიწყო
კანადური მასტერსის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებმა ცინცინატიში გადაინაცვლეს, სადაც სეზონის რიგით მეშვიდე მასტერსი დაიწყო.

ტურნირის პირველივე დღე არასასიამოვნო გამოდგა ამერიკული პუბლიკისთვის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ერთ დროს ამერიკული და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ენდი როდიკი ღრმა კრიზისშია და იქიდან გამოსასვლელ გზებს ვერ პოულობს.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი პირველ მატჩს თამაშობდა უიმბლდონის შემდეგ, სადაც მესამე წრეში ფელისიანო ლოპესთან წააგო. ყოფილი პირველი ჩოგანის მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იყო. როდიკისთვის მატჩი კარგად დაიწყო - პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეორეში კი ბრეიკით დაწინაურდა - 5:4, მაგრამ ამერიკელმა მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო, რადგან მოწოდება მოიშალა. მეათე გეიმი მან ორმაგი შეცდომით დაასრულა, 5:6-ზე ზედიზედ ორი ორმაგით მეორე ბრეიკი გააკეთებინა მეტოქეს, რის შემდეგაც გერმანელმა სეტზე ჩააწოდა.

როდიკმა მესამე სეტის დასაწყისში ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა, შემდეგ გეიმში კი 30:40-ზე კიდევ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ამის შემდეგ ენდის თამაში საბოლოოდ მოიშალა. სულ მალე ანგარიში 5:0 გახდა კოლშრაიბერის სასარგებლოდ, რითაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

კოლშრაიბერი შემდეგ წრეში ფელისიანო ლოპესს შეხვდება, ვინც ესპანურ დერბიში ხუან კარლოს ფერეროს 19 ეისის დახმარებით მოუგო.

კვლავაც კარგ ფორმაშია 19 წლის ამერიკელი რაიან ჰარისონი. მან ეს არგენტინელი ხუან იგნასიო ჩელას ორ სეტში ძლევით დაამტკიცა. ჰარისონმა ამერიკული სერიის ორ ტურნირში (ატლანტასა და ლოს ანჯელესში) ნახევარფინალამდე გააღწია, მაგრამ ცინცინატიში წინსვლა გაუჭირდება, რადგან მეორე წრეში მას თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი ელოდება, თანაც ამერიკელს ტოპ-ათეულის წევრებთან ნული მოგება და შვიდი წაგება აქვს.

სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა არგენტინელმა დავიდ ნალბანდიანმა. მას საათი და 36 წუთი დასჭირდა იაპონელი კეი ნიშიკორის დასამარცხებლად. შემდეგ ეტაპზე დავიდს ენდი მიურეი ელის, ვინც წინა კვირას ჩააგდო მონრეალის მასტერსი, როცა პირველივე წრეში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან.

საინტერესოა, ამჯერად რა ფორმაშია ბრიტანელი ვარსკვლავი.

გუშინ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - იტალიელმა ფაბიო ფონინიმ ოთხი ბრეიკის წყალობით მოუგო მე-14 ნომერ ვიქტორ ტროიცკის. ფერნანდო ვერდასკომ შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია ტომაშ ბელუჩისთან მატჩში და ორ სეტში მოუგო ბრაზილიელს.

I წრე

რიშარ გასკე (საფ, 12)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი 6:1, 7:6(4); ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:3, 7:6(4); ფაბიო ფონინი (იტა)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 14) 6:4, 6:1; რაიან ჰარისონი (აშშ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 6:3, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 4:6, 6:3, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-კეი ნიშიკორი (არგ) 6:4, 6:4; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-რობი ჯინეპრი (აშშ) 6:4, 6:3; ხუან მონაკო (არგ)-ტომი ჰაასი (გერ) 6:7(5), 6:4, 6:3; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა