1 თებერვალს "ბორჯღალოსნები" 2025 წლის პირველ თამაშს თბილისში, "ავჭალაზე" გამართავს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას 16 საათზე უმასპინძლებს.

საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟზე, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა მე-13 თამაში შონ დე ფონში გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 22:21 დაამარცხა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი

შვეიცარიაში პირველი სარაგბო მატჩი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 156 წლის წინ გაიმართა. ისე, როგორც მის მეზობელ ქვეყნებში - გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში, ლოზანას სარაგბო კლუბმა თავისი პირველი თამაში 1869 წელს ჩაატარა. მიუხედავად ამისა, თამაშმა პოპულარობა ვერ მოიპოვა და 100-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი განვითარება ვერ ჰპოვა.

შვეიცარიის რაგბის ფედერაცია 1972 წელს დაარსდა, თუმცა თავდაპირველად რაგბი უსისტემოდ ვითარდებოდა. შვეიცარიის ნაკრები 1973 წელს ჩამოყალიბდა და პირველი თამაში 11 აპრილს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა (4:23). გუნდმა პირველი გამარჯვება 1975 წელს იზეიმა, როდესაც სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებს 12:3 სძლია.

გუნდის თიკუნი "ედელვაისია" და ეს თეთრი ყვავილი შვეიცარიის რაგბის კავშირის გერბზეა წარმოდგენილი. ყველაზე დიდი სხვაობით შვეიცარიელები 1979 წელს მაროკოსთან დამარცხდნენ (0:43), თავად კი 2000 წელს ბელგია დაამარცხეს 90:9.

2000 წელს ის რაგბი ევროპის გათამაშების მესამე დივიზიონში ჩაერთო, 2016 წლიდან დღემდე კი რეგულარულად თამაშობდა მეორე დივიზიონში, ამჟამინდელ ალაფაზე, რომელიც შარშან პირველ ადგილზე დაასრულა და პირველად მოიპოვა ჩემპიონატის საგზური. შვეიცარიას არასდროს უთამაშია მსოფლიო თასზე, რეიტინგში კი 56,04 ქულით 30-ე ადგილზეა. რეიტინგში მას საუკეთესო შედეგი 2023 წელს ჰქონდა (26-ე ადგილი), ხოლო ყველაზე დაბალ პოზიციას 2010 წელს იკავებდა (67).

მოცემული მომენტისთვის შვეიცარიას დაახლოებით 30 სარაგბო კლუბი და 5 ათასი რეგისტრირებული მოთამაშე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ 2006/07 წლების სეზონში, ფრანგულმა "ბურგუენმა" იმხანად ჰეინეკენის თასის (ამჟამად ჩემპიონთა თასი) მატჩი ჟენევაში გამართა, ირლანდიურ "მანსთერს" უმასპინძლა და თამაშს 16 255 მაყურებელი დაესწრო.

Rugby.ge

ნიკო
არადა ზოგიერთს ვუგებთ კიდეც ხანდახან, იაპონიას 270 ათასი რეგისტრირებული მოთამაშე ჰყავს, იტალიას 168 ათასი, აშშ-ს 126, ფიჯის 136, უელსს 160 ათასი:)))
გიორგი
30 სარაგბო კლუბი და 5 ათასი რეგისტრირებული მოთამაშეო, ანუ ჩვენ რომ გვყავს იმდენივე. ხალხს კი უნდა რომ 100 000+ რეგისტრირებული მოთამაშე რომ ჰყავთ, ისეთ ქვეყნებს მოვუგოთ.
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
110:0 - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან წაივარჯიშა
რაგბი ევროპა | ოთხი დებიუტანტით შვეიცარიასთან
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო