ცინცინატში მიმდინარე ქალთა ტურნირის პირველ დღეს გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა თითქმის წაგებული მატჩის მოგება შეძლო
ცინცინატიში ქალებმა დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და პირველივე დღეს ორი საინტერესო მატჩი გაიმართა, რომლებშიც გერმანელმა ჩოგბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

თითქოს არაფერი უცნაური არ უნდა იყოს იმაში, რომ მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა 22-ე დაამარცხოს. სწორედ ასე მოხდა გუშინ, მაგრამ ამ მატჩის შედეგი დღის მთავარ მოულოდნელობად მოინათლა.

შაარ პეერი ამა წლის აპრილში მსოფლიოს მე-11 ჩოგანი იყო და ერთი მოგება აკლდა იქამდე, რომ ისტორიაში ტოპ-ათეულის პირველი ებრაელი წარმომადგენელი გამხდარიყო. მაგრამ პეერმა ეს ვერ მოახერხა, შემდეგ კი ექვსი ტურნირიდან ხუთში პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, მათ შორის წინა კვირას ტორონტოში, როცა მსოფლიოს 150-ე ჩოგანთან ალექსანდრა ვოზნიაკთან 1:6, 0:6 წააგო.

პეერის მეტოქე იყო გერმანელი საბინ ლისიცკი, რომელმაც წელს უიმბლდონზე ნამდვილი ფურორი მოახდინა, ისრაელელთან მატჩს კი შესანიშნავი სტატისტიკით შეხვდა - ბოლო 20 მატჩში 17 გამარჯვება. ამ ყველაფრის მიუხედავად, პეერმა მოიგო პირველი სეტი და მეორეში 5:0 დაწინაურდა, შემდეგ ორი მატჩბოლიც მიიღო და სწორედ აქ მოახდინა პატარა სასწაული ლისიცკიმ - მან ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და თავად გავიდა წინ, თუმცა პეერმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, იქ კი უკეთესი მოწოდების წყალობით 7:4 გაიმარჯვა.

შემდეგ წრეში პეერს ვიქტორია აზარენკა შეხვდება, ვინც ტორონტოში ნახევარფინალი ითამაშა. ბელარუსს სამიდან სამჯერ ჰყავს დამარცხებული ისრაელის წარმომადგენელი, თანაც ისე, რომ სეტიც არ დაუთმო მას.

ლისიცკისგან განსხვავებით, თითქმის წაგებული მატჩის მოგება შეძლო კიდევ ერთმა გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა. ავსტრალიელმა იარმილა გაიდოშოვამ პირველ სეტში 7:5 იმარჯვა, მეორეში 2:0-ს იგებდა, მაგრამ გერმანელმა ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე, იქ კი კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი დაუდგა, რადგან გაიდოშოვა "შემოკლებულ გეიმში" 4:1 დაწინაურდა. პეტკოვიჩს კიდევ ერთხელ მოუწია ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა და ისევ გაუმართლა - ტაი-ბრეიკი 7:5 მოიგო, ბოლო სეტში კი მისი უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა.

რაც შეეხება მესამე გერმანელს იულია გორჯესს, მან მოულოდნელად სამ სეტში წააგო ჩინელ ჟიე ჟენგთან.

I წრე

ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 5:7, 7:6(5), 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 14)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:3, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 15)-ალექსა გლეტჩი (აშშ) 6:0, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:3, 4:1 დომინგესის უარი; შაარ პეერი (ისრ)-საბინ ლისიცკი (გერ) 6:4, 7:6(4); ლუსი საფაროვა (ჩეხ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:2, 6:2; სარა ერანი (იტა)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:1, 7:5; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 7:5, 6:3; ალიონა ბონდარენკო (უკრ)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:2, 4:6, 6:2; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 2:6, 6:2, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ჯულია გორჯესი (გერ) 6:2, 1:6, 6:4; პეტრა მარტიჩი (ხორ)-ელენა ვესნინა (რუს) 3:6, 7:6(5), 6:0; შანელ სხეპერსი (ს.აფრ)-რებეკა მარინო (კან) 7:5, 6:2; ანასტასია როდიონოვა (ავსტრა)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:0, 6:0; სოფია არვიდსონი (შვედ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 0:6, 7:6(4), 6:3; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 7:5, 4:6, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს