გადაწყვეტილი ამბავია, მერაბ ჟორდანია უახლოეს პერიოდში ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ~ვიტესის" მმართველი ოფიციალურად გახდება და ამას კლუბის გულშემატკივრებსა და ჰოლანდიურ მედიას მალე საჯაროდ განუცხადებენ – სავარაუდოდ, 14 აგვისტოს, ~აიაქსი"-~ვიტესის" მატჩის შემდეგ...

გადაწყვეტილი ამბავია, მერაბ ჟორდანია უახლოეს პერიოდში ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ~ვიტესის" მმართველი ოფიციალურად გახდება და ამას კლუბის გულშემატკივრებსა და ჰოლანდიურ მედიას მალე საჯაროდ განუცხადებენ – სავარაუდოდ, 14 აგვისტოს, ~აიაქსი"-~ვიტესის" მატჩის შემდეგ.

მერაბ ჟორდანიას ევროპული ფეხბურთის მამებში იმხელა ავტორიტეტი აღმოაჩნდა, რომ მისით ~ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი დაინტერესდა, ახლახანს კი ~ვიტესი" ოფიციალურად შეიძინა - გუნდის აქციების მხოლოდ ნაწილი თუ მთლიანად კლუბი, ამ ინფორმაციას არ ვფლობთ.

მოკლედ მოგახსენებთ ინფორმაციას, რომელიც ჟორდანიას წრეში გაგვიმხილეს: მალე ამსტერდამში გაემგზავრება არა მხოლოდ მერაბ ჟორდანია, არამედ ქართული სამეული - თბილისის ~დინამოს~ დირექტორატის კიდევ ორი ყოფილი წევრი, უჩა მალაზონია და ლერი სულაბერიძე.

მალაზონია ამჟამად ფიფა აგენტია, ლერი სულაბერიძე კი ფეხბურთს ჩამოშორდა, მაგრამ მას ბევრი საინტერესო პროექტი უკავშირდება. მაგალითად, პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება, რომელიც მისი, რევაზ არველაძისა და დიმიტრი რამიშვილის პროექტი გახლდათ. 2008 წელს ეროვნულ ჩემპიონატში მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, სკოლებთან პარტნიორობის მონახაზიც ჰქონდა და განხორციელებას იწყებოდა, მაგრამ რუსეთთან ომის შემდეგ ვითარება აირია და ეს მშვენიერი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა.

ამ ხალხის მისამართით თავის დროზე ბევრი პრეტენზია გაჩნდა, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ მათ ისეთი თბილისის `დინამო~ ჩამოაყალიბეს, რომელსაც საქართველოში კონკურენტი არ ჰყავდა, ეროვნულ და სხვა ნაკრებებს კი გუნდი მუდამ ხარისხიანი ფეხბურთელებით ამარაგებდა. მართალია, ~ოცნების გუნდი" ოცნებადვე დარჩა და ~დინამოს" ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მის გარშემო კი უამრავი სკანდალი აგორდა და გაუთავებელი სასამართლო გარჩევები მიმდინარეობდა. თუმცა, დღეს იმ დონის კლუბიც სანატრელია და ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერავინ გაექცევა – გადახედეთ დღევანდელ კლუბებს, რომელია მსგავსი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული?

ისიც არავინ იცის, კლუბის ხელმძღვანელებზე გავრცელებული ხმებიდან რა იყო მართალი და რა - შეგნებულად გავრცელებული ჭორი. დრომ გამოაჩინა, რომ 14 წლის წინ, მათ წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლა ~დინამოს" ხელში ჩაგდებას ემსახურებოდა და კარგად დაგეგმილი შავი პიარი მიმდინარეობდა.

... მერაბ ჟორდანია `ვიტესის~ ან პრეზიდენტი, ან მმართველი დირექტორი გახდება, მალაზონია და სულაბერიძე კი - `ვიტესის~ დირექტორატის წევრები. ასე რომ, `ვიტესი~ ქართული მმართველობის ხელში ხვდება. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქართულ სამეულთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს და ჰოლანდიას აცნობებს, რომ კლუბში გარიგების შედეგად, კლუბში ახალი მმართველები მივიდნენ. შესაძლოა, ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე ტურში, 14 აგვისტოს ~აიაქსთან" მატჩამდე კლუბის ვიპ-ლოჟაში ქართველები ოფიციალური სტატუსით გამოჩდნენ.

ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში კი `ვიტესმა~ ~დენ ჰააგი" 3:1 დაამარცხა და მატჩს მერაბ ჟორდანია დაესწრო, სულაბერიძე და მალაზონია კი ჰოლანდიაში დღეს გაემგზავრებიან.

ჯერჯერობით, კლუბში ქართველი ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საინტერესო ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად სანდო წყაროს დავუკავშირდით, რომელმაც კლუბის დირექტორატში ქართველების მიწვევის ფაქტი დაგვიდასტურა.

~კლუბის ახალ მმართველ სამეულს ჰოლანდიაში 14 აგვისტოს, `აიაქსთან~ მატჩის შემდეგ ოფიციალურად წარადგენენ და შემდეგ არავინ არაფერს არ დამალავს. მანამდე კი განცხადებებსა და კომენტარებს ერიდებიან. თუმცა, ისედაც ცხადია, რომ ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთის სამსახურისთვის კეთდება და იქნებ, ჩვენს ფეხბურთს დაეხმარონ. ბუნებრივია, `ვიტესი~ მათთვის მნიშვნელოვანი კლუბი გახდა, მაგრამ მთავარი მაინც საქართველოა. ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ და იქნებ დახმარების ფორმა გამონახონ. ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთს შველა სჭირდება. როდესაც თბილისის `დინამო~ აიყვანეს, პატარა ბიჭები იყნენ, შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ თავისით გაიკვლიეს გზა. თავადაც გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო მათზე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ლამის ყოველდღე პრობლემას უქმნიდნენ, მაგრამ `დინამოს~ სახელი მეტ-ნაკლებად მაინც შეინარჩუნეს და მინიმალურ ზღვარს ქვემოთ არ ჩამოსულან. მას შემდეგ დრო გავიდა და ალბათ, ხალხმაც დაინახა, რომ იმ `დინამოს~ დონის კლუბი ახლა სანატრელია. ახლა ბევრად გამოცდილები არიან, ბევრი ისწავლეს, შეცდომები გაითვალისწინეს და ევროპაში კარგი კავშირები აქვთ. ამ გამოცდილებით `ვიტესში~ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

ქართველი ფეხბურთელის ჩაყვანას რაც შეეხება, ჰოლანდიაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მანამდე კი პრობლემატურ პოზიციებზე მოთამაშეთა ძიება მიმდინარეობს და ბუნებრივია, უპირატესობას ქართველ ფეხბურთელებს მიანიჭებენ. თუმცა, ჯერ კონკრეტული არაფერია გადაწყვეტილი.

ჟორდანიამ და მისმა თანამოაზრეებმა კლუბის განვითარების კონკრეტული გეგმა შეიმუშავეს და ის ჰოლანდიელებს მოეწონათ~.

გუშინ საინტერესო ამბავი გავრცელდა: რომან აბრამოვიჩი ჰოლანდიაში კიდევ ერთი კლუბით დაინტერესდა. ესტონური მედიის ინფორმაციით, ლონდონის ~ჩელსის" მეპატრონეს ჰოლანდიური ~ნეიმეგენის" ყიდვაც გადაუწყვეტია. ყველა საინტერესო ის გახლავთ, რომ აბრამოვიჩსა და ~ნეიმეგენს~ შორის მოლაპარაკებებში შუამავალი ყოფილი საფეხბურთო აგენტი და ესტონეთის საფეხბურთო კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი აივარ პოლაკია - მერაბ ჟორდანიას დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი. სხვათაშორის, პოლაკის მონაწილეობით მრავალი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი განხორციელებულა.

მერაბ ჟორდანია კი რამდენიმე დღის წინ ლატვიიის საკურორტო ქალაქ იურმალაში ნახეს, სადაც სანაპიროზე აბრამოვიჩის იახტიდან რამდენიმე ადამიანთან ერთად გადავიდა და პლაჟის ფეხბურთით გაერთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა