ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი აღიარებს, რომ ლიგაში, შესაძლოა, წამგებიანი კლუბები თავიდან მოიშორონ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი აღიარებს, რომ ლიგაში, შესაძლოა, გუნდების რაოდენობა შემცირდეს, რათა თავიდან მოიშორონ წამგებიანი კლუბები.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის ლიგის შემცირება. მოგების გაყოფაზე საუბრისას, რამდენიმე გუნდს მიაჩნია, რომ თუ რომელიმე კლუბი წამგებიანია, უმჯობესი ხომ არ იქნება მისი შესყიდვა? იმის ნაცვლად, რომ მათ ფული გავუყოთ და ტრანსლიაციებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადავცეთ, ჩვენ საკუთარი ფულითვე შეგვიძლია მათი შეძენა.

ბოლო მოლაპარაკებების დროს მოთამაშეებმა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, რაც მეტად უცნაურია, რადგან საუბარი მიდის ოცდაათი ვაკანსიის ან პოტენციური ვაკანსიების შემცირებაზე. ჩვენ მოთამაშეებს ვუთხარით: "მოდით, თავიდან კონტრაქტი გავაფორმოთ. შევთანხმდეთ საბაზო პირობებზე. გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულება და შემდეგ ვილაპარაკოთ შემცირების საკითხზე".

თუმცა ჯერჯერობით მოხალისეები არ ჩანან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე კლუბმა თავად ასწიოს ხელი.

"ნიუ ორლეანი" ლიგის პირველ თხუთმეტ შემოსავლიან კლუბში მოხვდება, თუ დასწრების საშუალო მაჩვენებელი 10 ათასს დაუბრუნდება. ლუიზიანას შტატის მხრიდან მხარდაჭერის პირობებში, ეს ძალიან საინტერესო გუნდი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის შემცირების კანდიდატი გახდება.

არ მინდა მომავალი სავარაუდო შემცირების დეტალებზე ვილაპარაკო. მაგალითად, ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ საკრამენტოს მერთან - კევინ ჯონსონთან, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ქალაქში ახალი არენა აიგოს. მის ასაშენებლად გამოყოფილია 7 მილიარდი დოლარი მომავალ 30 წელიწადზე. ჯონსონმა ამ პროექტის განსახორციელებლად მთელი რეგიონის მხარდაჭერა მოიპოვა. ასე რომ, მოდით დავიცადოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ ლიგაში გუნდების შემცირებაზე", - განაცხადა სტერნმა ESPN-ის პროგრამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა