ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში, პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც მატჩის დაწყებამდე მცირე პრეზენტაცია მოუწყვეს და გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ კი ლუის ენრიკემ ქართველის ნაცვლად მოედანზე მარკო ასენსიო შეუშვა.

"კვარამ" თამაში აქტიურად დაიწყო და აკემს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიაღებინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დემბელეს და ფაბიან რუისს გატანა მეკარე დიუფმა არ დაანება, დუემ ოდნავ ააცილა მიზანს, რამუშმა ბურთი ძელს გაარტყა. სტუმრებმა უშედეგო კონტრშეტევებით უპასუხეს, რომელთა რიგებში ნაკამურა გამოირჩეოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში დედაქალაქელები გააქტიურდნენ და ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ 47-ე წუთზე უსმან დემბელეს გაატანინა. 56-ე წუთზე კეიტო ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პსჟ აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ამრიგად, "პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით 1-ელ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, "შტუტგარტის" წინააღმდეგ გამართავს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - რეიმსი 1:1

გოლები: 1:0 დემბელე (47), 1:1 ნაკამურა (56)

გეგი
ამ ერთხელ. ჩინური ახალი წლის გამო ეწერათ მასე ჩინურად გვარები.
გიგას
გიგა ბიჭო! ეს რა კარგი გარითმები გცოდნია? ყოჩარ.
lasha
უკან რატომ ეწერათ გაურკვეველ ენაზე გვარები? სულ ასეა ხოლმე თუ ამ ერთხელ იყო?
გიგა
ხვიჩას დებიუტი შედგა, კარგი თამაშიც აჩვენა, ასე თუ გააგრძელებს კვარა "ოქროს ბურთიც" მოვა ჩქარა! აბა შენ იცი ხვიჩააააა!!!!!!!!!!
გეგი
კარგი ხარ ხვიჩა,ვისურვებდი უფრო თამამი იყო მოედანზე და გისურვებ უდიდეს წარმატებას. აბა შენ იცი!
გიორგი
ხვიჩას მხოლოდ წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ მაგრამ დაბალი დონის ლიგაა ეს ლიგა 1, მართლა ფერმერთა ლიგაა, მაგრამ უმადურ ლაურენტისთან დარჩენას ყველაფერი ჯობდა. წარმატებები ჩვენო საამაყო ხვიჩა.
ვალერი კვარაცხელია
საფრანგეთის ცხრილის შუაგულის გუნდები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე იტალიის ცხრილის შუაგულისა. ასე იყო ყოველთვის. საბჭოთა კლუბებს, მათ შორის თბილისის დინამოსაც, იტალიელებთან უფრო ქონდათ დადებითი ბალანსი, ვიდრე ფრანგებთან. მაგალითისათვის სპარტაკი - ნანტის, მოსკოვის ტორპედო - ბორდოს(სხვათაშორის ორივე რუსულმა კლუბმა ფრანგებს თბილისში უმასპინძლა), კიევის დინამო - ლავალის და დნეპრი - ბორდოს დაპირისპირებები შეიძლება გავიხსენოთ.
ანაგელი
ცოტა შიშით ველოდებოდი ამ დებიუტს, შეუთამაშებელი მოთამაშის დონეზე ძალიან კარგი თამაში აჩვენა, იმიტომ რომ კვარაა და ბევრი შეუძლიაა. მე მესმის ჩვენი ქომაგების უფრო ბევრს მოითხოვენ, შიშობდნენ არ ჩავარდნოდა პირველი თამაში. ჩემი აზრით საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თავდაჯერებული და გონივრული იყო. გაბედულება და რისკი დროში მოვა. ლამაზი თამაშები წინა გვაქვს. წარმატებები ქართული ფეხბურთის წინამძღოლო!!!
სოსო
მაგ ყველაფრის გარდა,პსჟმ უმძიმესი მატჩი ჩაატარა სიტისთან და ამ თამაშში,რამდენიმე ლიდერიც დაასვენა.რა თქმა უნდა ეგეც მოქმედებდა გუნდზე.
ბადრი კვარაცხელია
ხვიჩა ბაბაია,ჩემი მოხუცებულობის ნუგეში,ხვიჩა ბაბაია)
ddddddd
დროა ჟორჟზე გადაერთოთ, ის მართლა პროფესიონალია. კვარას უკვე ყველაფერი აქვს, რაც უნდოდა. მეტი რა უნდა და თქვენც , რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ.
დააკომპლექსეს
კაცის მოტყუებაზე აღარ მიდის... კრეატივი ჩაუკლეს იმ ბანძ გუნდში. ეგ არაფერი აღიდგენს. წარმატებები კვარა ღმერთი შენსკენ.
ლაშა
ამდენ რამეს იტალიაში არავინ აპატიებს ფეხბურჸელებს, რაღაცნაირი ლიგაა რა,ნაპოლიმ თამასა აწია
zura222
იდეალური დებიუტი არ ქონდა ისეთი როგორც იტალიური მაგრამ კარგად ითამაშა ეგრევე ჩაერთო გუნდის თამაშში და იმიტომ არ ქონდა ძალიან მაგარი თამაში ! აი მაგალითად შარშან ზაფხულში რომ გადასულიყო და სეზონის წინა მომზადება გაევლო მინიმუმ 1 თვიანი და პლიუს საკონტროლო თამაშებიც ჩაეტარებინა იტალიურზე უკეთესი დებიუტი ექნებოდა მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ კაცმა საგოლე პასი გააკეთა პირველივე თამაშში ! ჩვეულებრივი ფეხბურთელისთვის ეს ფანტასტიკური დებიუტი იქნებოდა და კვარასნაირი სუპერვარსკვლავის მიმართ სულ სხვა მოთხოვნები და მოლოდინებია
nagli
მთლად ეგრე არაა, საზანგეთია ფიზიკა სისწრაფე აშ. ადვილი არაა საფრანგეთში თამაში მაინც
გუჯი
საკმაოდ სვარკა იყო საყურებლად. კვარა პირველი თამაშისთვის კარგი იყო მაგრამ ემოციებს უნდა მიხედოს
ლევან მაღლაკელიძე.
კვარა ხატვას დაიწყებს თუ არა არ ვიცი, მაგრამ რეგრესი სახეზეაქვს. დღეს ასეა
ასეა ეს
ეს გან.....ები იგნორირებას უკეთებენ კვარას, არა უშავს ანახებს მაგათ კლასს კვარა
M-33
ხო რავი, იტალიასთან შედარებით მართლა ბოსტანლიგაა ამას უნდა შევეგუოთ და ვუყუროთ კვარას ხათრით ერთი გუნდი ნახევარი ძალითაც არ თამაშობს და მაინც ცალკარაა თან ამ პსჟსთან ყველა ავტობუსს თამაშობს. კვარა ჯერ სტუმრადაა გაშინაურდება და დაიწყებს ხატვას.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს