ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-ის რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მისმა ახალმა გუნდმა "რეიმსს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზულ გრანდში დებიუტითა და პირველი ასისტით მოხარულია და უფრო მეტს ივარჯიშებს, რომ თავის კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს.

"წარმოუდგენელი გრძნობა და ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ ბრწყინვალე ფანებისთვის და არაჩვეულებრივ თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ.

რთული მატჩი გამოვიდა, კარგს გუნდს ვეთამაშეთ და მოგება გვეკუთვნოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველსავე შეხვედრაში საგოლე გადაცემა გავაკეთე, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებულიც, რადგან გამარჯვება ძალიან მინდოდა.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. უბრალოდ, ერთი თვე არ მითამაშია. ვფიქრობ, ამიტომაც ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და შტაბის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რომ მეტი ვიმუშაო ტოპ ფორმაში დასაბრუნებლად. ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა იმისთვის, რომ ტოპ ფორმაში ვიყო.

რომელია ჩემთვის სასურველი პოზიცია? - ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ძალიან სასიამოვნოა, როცა თავს თავისუფლად გრძნობ, როცა მიზანთან ახლოს ხარ. გუნდს აქვს სტრატეგია და შენ ეს უნდა განახორციელო.

პსჟ-ში პირველი კვირა ძალიან კარგი გამოვიდა. კლუბი ჩემზე ძალიან ზრუნავდა და აქ ყველა პირობას გიქმნიან. შენ მარტო ვარჯიშზე უნდა იფიქრო, დანარჩენს ისინი აკეთებენ.

ჩემპიონთა ლიგა? - ვფიქრობ, ამ ტურნირზე იოლი მეტოქე არ არსებობს და "შტუტგარტთან" ადვილი გასეირნება არ იქნება. გავყვები თუ არა გუნდს გერმანიაში? - სურვილი მაქვს და თუ წამიყვანენ, სიამოვნებით წავალ.

როგორია იმავე ჩემპიონატში თამაში, რომელშიც ჟორჟ მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ?

ბედნიერი ვარ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ახლა მეტოქეები ვართ. ნაკრებში რომ შევხვდეთ, შეიძლება ცოტა ვიჩხუბოთ (იღიმის)".

ხვიჩამ დებიუტის შესახებ პოსტი Instagram-ზეც გამოაქვეყნა და დაწერა:

"პარიზო, მოგესალმები. პირველი დღე ჩემს ახალ სახლში. მადლობა არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა", - წერს კვარაცხელია.

ddddddd
ელოდე.............სად ცალია, პარიზში ბუტიკებია, ოჯახია, მეგობარი ზურიკოა...ყველას თავისი უნდა და ფეხბურთისგან უკვე ყველაფერი მიიღო.
ასეა
კვარამ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს
ჟორა გაბრიჭიძე
გუნდში თავდამსხმელი მეტოქის კარზე უნდა იყოს დაგეშილი და არა საკუთარზე. რა თქმა უნდა, თავდამსხმელი დაცვას უნდა დაეხმაროს, მაგრამ მისი მოვალეობა არ უნდა იყოს საკუთარ საჯარიმოში დაცვის ფუნქცია შეასრულოს, რადგან ამ დროს ყველა მოგერიებული ბურთი მოწინააღმდეგესია. საჯარიმოში დაცვა და ნახევარდაცვა უნდა იცავდეს თავს, თავდამსხმელი კი თავის საჯარიმოს სიახლოვეს უნდა ტრიალებდეს და მოგერიებულ ბურთზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა სწრაფი კონტრშეტევით მოწინააღმდეგე მშრალზე დატოვოს.
მალხაზ ჯობავა-ს
თქვენ ცისფერ(სისხლიანი) ბრძანდებით დაგენაცვლე? :))
მწვრთნელი
დაცვაში ჩამოსვლა აღარ გინდა ხვიჩა ხომ!? ენრიკე ხომ სპალეტი და კონტე არ არის! რბილი კაცი ჩანს ენრიკე შორიდან! ისე ხანდახან წაეხმარე დაცვას! არ გამოიყურება დამაჯერებლად პსჟ დაცვის ხაზი!
მალხაზ ჯობავა
ყოჩაღ კვარა, ყველაფერი მაღალ დიპლომატიურ ენაზე თქვი. თუმცა რა გასაკვირია, ყველამ ვიცით რა გენებიდან მოდიხარ, ცისფერსისხლიანო!
სოსო
რეიმსმა ძალიან ორგანიზებულად ითამაშა.სიმართლე გითხრათ,არ ველოდი.პსჟმაც დაასვენა,რამდენიმე ლიდერი,მაგრამ დაცვა,სისტემურად ძალიან გამართულად მუშაობდა და ალბათ ამის გამოც,უხეშობაც ნაკლებად უწევდათ.ხვიჩა,გაძლიერებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ და ესე იგი,მისი ფასი,საფრანგეთშიც კარგად იციან.ხვიჩას ვულოცავ დებიუტს.უკვე დამავიწყდა,როდის ჰქონდა შედეგიანი მოქმედება,ნაპოლიში,აქ კი,პირველივე და ასე მძიმე მატჩში შესძლო.რა თქმა უნდა გუნდთან შერწყმას,ჯერ კიდევ საკმაო დრო დასჭირდება,მაგრამ კარგი დასაწყისი,საქმის ნახევარიაო და ყველაფერი კარგად იქნება.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება