„რეიმსთან“ მატჩის შემდეგ პსჟ-ის ახლწვეულს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ „პარიზიენმა“ ჩამოართვა.

- როგორია სადებიუტო მატჩში თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?

- შესანიშნავ გულშმატკივრებთან და გუნდთან ერთად ყოფნით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.

- მოედანზე თავს როგორ გრძნობდით?

- თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ვფიქრობ, მომენტები გვქონდა, გოლები უნდა გაგვეტანა და ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. შედეგი ამით აიხსნება.

- პირველ და მეორე ტაიმებს შორის თქვენს თამაშში განსხვავება შევნიშნეთ. გვეთანხმებით?

- არ ვიცი, ვნახავ მატჩს და ანალიზს გავაკეთებ!

- ეს პსჟ-ში თქვენი პირველი საგოლე გადაცემა იყო. როგორი შეგრძნება გქონდათ?

- ძალიან ბედნიერი ვარ, ვამაყობ იმით, რომ გადამწყვეტი პასი გავაკეთე. უბრალოდ, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან ჩემს სადებიუტო დაპირისპირებაში უნდა გაგვემარჯვა. მგონია, ბევრი მუშაობა გვჭირდება.

- თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას როგორ აფასებთ?

- კარგად. უკვე ერთი თვეა არ მითამაშია და ვფიქრობ, ცოტა ამიტომ გამიჭირდა, მაგრამ აქ მწვრთნელების და პერსონალის დახმარებით ბევრს ვშრომობ. იმისთვის, რათა სათანადო ფორმაში ვიყო, თავდაუზოგავად ვარჯიშს გავაგრძელებ.

- „პარი სენ ჟერმენში“ თქვენი პირველი კვირა როგორი იყო?

- ყველა ძალიან კარგად შემხვდა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ ვარჯიშზე და მატჩებზე უნდა იფიქრო.

- პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ოპტიმისტურად უყურებთ?

- რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! „სიტისთან“ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდი შესანიშნავი იყო და გამარჯვება დაიმსახურეს. ოთხშაბათს „შტუტგარტთან“ რთული დაპირისპირება იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი შეხვედრები არ არის, ამიტომ მზადყოფნაა საჭირო. გუნდის მხარდასაჭერად გერმანიაში წასვლა მინდა. თუ ნება დამრთეს, რა თქმა უნდა, გუნდს გავყვები.

- როგორ ფიქრობთ, თქვენთვის უკეთესი პოზიცია რომელია?

- ჩემი აზრით, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ვითამაშო. ამას ხელს გუნდში როტაცია უწყობს, რაც ძალიან კარგია, როდესაც თავისუფლება გენიჭება და მეტოქის კართან ახლოს მოქმედების საშუალება გაქვს. გუნდს აქვს ტაქტიკა და ის უნდა გააკეთო, რასაც მწვრთნელი დაგავალებს.

%-ს
მოიცა და ნაპოლიში სათადარიგოთა სკამზე რომ იჯდა ხალხი, ამაზე დიდი ხელფასებით, კვარას უნდა ერბინა წინ და უკან და კიდევ უნდა ეთხოვა, ხელფასი დამიკელითო? რამ დაგბოღმა?! დიახაც დიდი ხელფასიც უნდა ჰქონდეს და თამაშითაც ითამაშებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. განა რამდენ წელს ითამაშებს მაღალ დონეზე? მერე შენთან მოვიდეს და ფული მომეციო დაგიდგეს მათხოვრად?! პირადად, წლები ფეხბურთს არ ვუყურებდი და მისი კარგი თამაშის ყურების შემდეგ, ახლა აქტიურად ვადევნებ თვალს ჩვენი ბიჭების თამაშს. ასე, რომ ჯობს წარმატება უსურვე, არაა ლამაზი ასეთი კომენტარი.
გრაფი სეგედი
ბღლარძუნი მგონი შენი კომენტარი იყო
ზურა
დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ბოღმას კი გაუხეთქია. ლელა კაკულიას მოსწავლე ხარ თუ ნოსტრადამუსის?

სამწუხაროდ, შენ აწი იმ კვარას აჩრდილი თუ იქნები და ცოტა ხანში საშუალოთა გრძელ რიგს შეუერთდები. შენ აირჩიე გატკეპნილი გზა დიდი ფულისა და პროფესიონალიზმის სიმძიმეების არიდებისა. ახლა მხოლოდ ეროვნული დემოგრაფიის აღმავლობაზე იზრუნე და ამითაც გაგვახარებ. სხვა კვარას ველოდებით და ის აუცილებლად გამოჩნდება, თუნდაც ძმის სახით...შენ აგროვე მილიონები, სანამ გაგივა ეს ბღლარძუნი.

მთავარია პსჟ მაც უმადურობა არ გამოიჩინოს და კვარა დადებს მაქსიმუმს...
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"ნაპოლი"-"ინტერი". ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
მთავარი პოზიტივი, საკადრო საკითხები და თავდაჯერებული სანიოლი
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა