42 წლის ლეგენდამ უარყო ხმები, თითქოს 2011 წლის სეზონის შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლა აქვს განზრახული
ფორმულა 1-ში გამოცხადებული ერთთვიანი არდადეგების დროს პრესაში იკლო ინფორმაციებმა "სამეფო რბოლების" შესახებ, ამიტომაც ჟურნალისტებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს სპეკულაციები მიხაელ შუმახერის თემაზე - თითქოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ნაადრევად აპირებს "მერსედესთან" კონტრაქტის გაწყვეტას და 2011 წლის სეზონის შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლა აქვს განზრახული.

გერმანელის მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ პრესის ცნობით, ბოლო ორ სეზონში წარუმატებელმა გამოსვლამ შუმის კარიერის დასრულებისკენ უბიძგა.

თუმცა ამ დღეებში 42 წლის ლეგენდამ კატეგორიულად უარყო მსგავსი ვარაუდი. "მერსედესის" მიერ ორგანიზებული აქციისას, რომელიც ავტომობილის შექმნის 125 წლისთავს მიეძღვნა, შუმახერმა "სასაცილო" და "სულელური" უწოდა მსგავს ჭორებს და განაცხადა: "აუცილებლად მიხილავთ მომავალ წელს ტრასაზე. ამაში ეჭვი არ მეპარება".

ამასთან, მიხაელმა ფრთხილი პროგნოზი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ. "უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ძალისხმევა გახდება საჭირო კარიერის გასაგრძელებლად და მომიტანს თუ არა რბოლები სიამოვნებას", - ამბობს შუმახერი.

გერმანელმა პილოტმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ ბევრი რამ სწრაფი მანქანის შექმნაში გუნდის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, მიხაელი რეალისტად რჩება: "ზედმეტად თვითდაჯერებაა იმაზე ფიქრი, რომ გაისად ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ამ დონემდე ჯერ ძალიან შორს ვართ და დრო გვჭირდება, რომ საჩემპიონო გუნდად ჩამოვყალიბდეთ".

ფაქტობრივად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის სიტყვებს ადასტურებს "მერსედესის" შეფი ნორბერტ ჰაუგი, რომელმაც გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სასწაულის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

"არანაირი გარემოების მიხედვით არ გამოგვივა მეოთხედან პირველ ადგილზე ასვლა. ფორმულა 1-ში ასეთი ნახტომი გამორიცხულია", - ამბობს ჰაუგი.

თუმცა "მერსედესის" გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ კომპანიის ინოვაციური განყოფილების ხელმძღვანელმა თომას ვებერმა განაცხადა, რომ მზად არის დაელოდოს წარმატებებს. "გუნდს საჭირო დროს მივცემთ მწვერვალზე ასასვლელად", - განაცხადა ვებერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს