საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP ტურნირის ძირითად ბადეში 2023 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.

საინტერესოა, რომ ეს მონპელიეში მიმდინარე 250-იან ტურნირზე მოხდება და ჩვენებურმა ATP ტურნირის ძირითად ბადეში ბოლოს 2023 წელს სწორედ საფრანგეთის ამ ქალაქში იასპარეზა.

ნიკოლოზმა კვალიფიკაციის ორი შეხვედრა წარმატებით დაძლია. მან ჯერ იტალიელ მატეო გიგანტეს ორ სეტში 6:3, 7:5 აჯობა, შემდეგ კი ფრანგ ტიტუან დროგესთან 3:6, 6:4, 5:4 იგებდა და მატჩზე აწვდიდა, როდესაც ფრანგმა ტრავმის გამო მატჩი ნაადრევად დაასრულა.

ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველი ყაზახ ვეტერან 37 წლის მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდება, რომელიც ახლა მსოფლიოში 112-ე ადგილს იკავებს, საუკეთესო შედეგი კი 39-ე ნომრობა აქვს დაფიქსირებული.

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ურთიერთდაპირისპირებაში ანგარიში თანაბარია. მატჩი ხვალ გაიმართება და თუ ბასილაშვილმა კუკუშკინის ბარიერი დაძლია, მერვედფინალში ორი ფრანგიდან ერთ-ერთს, ან ჰაროლდ მაიოს, ან არტურ რინდერკრენჩს შეხვდება.

შოთა
წარმატებები ნიკოლოზს!
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო