სპორტული ღონისძიებებით დატვირთული ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. მესტიაში, ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს თასის რეგიონული ეტაპი ჩატარდა. ტურნირი მესტიის მერიის მასპინძლობით, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და „ემ თი ეი“ -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართა.

მოთხილამურეებმა ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზეს. გიგანტური სლალომის და სლალომის პრიზიორები გახდნენ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრები.

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს თასების მასპინძლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ამ მხარდაჭერით მნიშვნელოვან ტრადიციას ეყრება საფუძველი, რაც მთის სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

რეგიონული თასის ეტაპები 1-2 თებერვალს ბაკურიანში, 22-23 თებერვალს გოდერძიზე გაგრძელდება და გუდაურში, 15-16 მარტს დასრულდება. ის სპორტსმენები, რომლებიც ამ ეტაპებზე შესაბამის რეიტინგულ ქულებს დააგროვებენ, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში. ჩემპიონატი გუდაურში, 4-7 აპრილს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, „ემ თი ეი“ -ს თანაორგანიზებით და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება.

საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და მთის პოტენციალის სწორად გამოყენების პერსპექტივა უფრო მეტად მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაკურიანში, 2023 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის წარმდგენი სილქნეტი იყო.

კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას.

წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის გვერდით იკავებს ადგილს. საქართველოს კურორტებზე უკვე ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებები. ამ სეზონზე, FIS-ის ეგიდით, უკვე გაიმართა მსოფლიო თასის ეტაპები ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. სკი კროსის და სნოუბორდ კროსის ეტაპებს კი გუდაური უმასპინძლებს.

R

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა