"ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გუშინ შეიკრიბნენ და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებებია. შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა "ბრივის" ცენტრი გიორგი შველიძე და მის ნაცვლად "შავი ლომის" ფულბეკ ლუკა ცირეკიძეს უხმეს. ასევე "შავი ლომიდან" დაიმატეს მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი. ტრავმის გამო შეკრება დატოვა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ.

ამრიგად, რიჩარდ ქოქრილის მიერ გამოძახებული 37 მოთამაშიდან 22 ლეგიონერია, 15 კი "შავ ლომს" წარმოადგენს. შეკრებაზე რვა ისეთი მოთამაშეა, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშიათ. ესენი არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი გიორგი ხაინდრავა, ფრთები შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი.

"ბორჯღალოსნები" წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", 16 საათზე გამართავენ. მათი მეტოქე რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი შვეიცარია იქნება; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე "ავჭალაზე" ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ.

ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. თასის ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურსაც მოიპოვებს

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე (მონპელიე), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი); ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბაჩუკი ჭუმბაძე (შავი ლომი);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (გრენობლი), გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა შვანგირაძე (ლიონი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლუკა მატკავა (შავი ლომი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი ხაინდრავა (ბორდო);

ფრთა: სანდრო თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი)

I ტური

31 იანვარი

რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია

პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი

საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი

პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი

ნიდერლანდები – შვეიცარია

რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

გერმანია – ბელგია

ნახევარფინალები. 1-2 მარტი

ფინალები. 15-16 მარტი

Rugby.ge

Rezo
ყველა საიტზე რო ქოფი-ფეისტიტ ერთი და იგივე მშრალი ინფორმაცია დევს, ცოტა შეაწუხეთ რა ეს მკვდარი ფედერაცია! თედოს " ტრავმა" ცუდად მენიშნა. ნეტა რაშია საქმე? შველიძე ვერ ჩამოვიდა რას ნისნავს? ვერ ჩამოვიდა და მორჩა? მეტს არაფეტს გვეუბნებიან? ჰკ და, ასეთი დანოკიდებულება რომ აქვთ მაყურებლის მიმართ, იმიტომაც აღარ მიგვიწევს გული არც ჩვენ. ძაღლად არ გვაგდებენ, რამე აგვიხსნან. ისედაც ცომ კარგი ტურნირია? ჰო და მიბრზაბდით ფეხერაცია-ჩინოვნიკები და დატკბით შვეიცარიასთან ტრილერით. პ.ს. 70 ათასიანს ვაშენევთო, რომ დაგვპურდნენ, დინამოს ხარჯზე იქნება ეგ. სხვანსირად გამორიცხულია
ნიკო
აბჟანდაძის ტრამვის შემდეგ ნაკრებში მხოლოდ ერთი მგეზავი, მატკავა დარჩა. საინტერესოა, ვის ათამაშებს მის შემცვლელად ან რა ვარიანტები იქნება. ცირეკიძეს ახალგაზრდულში კი აქვს 10 ზე იძულებით, ძირითადის ტრამვის გამო, თამაშის გამოცდილება, მაგრამ დიდ ნაკრებში არა.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში