ADIDAS NEXT GENERATION – ეს გახლავთ ახალგაზრდული (U18) ტურნირი, რომელიც ევროლიგის ეგიდით ტარდება და რომელშიც კონტინენტის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელები ასპარეზობენ. ტურნირში უშუალოდ ცნობილი კლუბების ასაკობრივ გუნდებთან ერთად სპეციალურად ამ ტურნირისთვის დაკომპლექტებული გუნდებიც მონაწილეობენ, სადაც ორგანიზატორები პერსპექტიულ ახალგაზრდებს იწვევენ. სწორედ ასე მიიწვიეს ქალაქ ულმის NEXT GEN-ის გუნდში მათე ყავლაშვილი, რომელიც 16 წლისაა და საკუთარ ასაკში ხომ გამორჩეულია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც სისტემატურად იძახებენ.

მათე ყავლაშვილი ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილია და მის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია – დაწყებული ჯუნიორ ნბა-ს (U12) გუნდიდან, ასევე 14, 16, 18 და 20-წლამდელებშიც კი. ყავლაშვილი მიმდინარე სეზონიდან სუპერლიგის ერთ-ერთ წამვანს კლუბ თსუ-ში ასპარეზობს და არცთუ იშვიათად მოედანზე გასვლის და უფროსებში თავის გამოჩენის საშუალება ეძლევა.

მიმდინარე სეზონში ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირი 3 ლოკაციაზე იმართება. ტურნირები უკვე ჩატარდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში და თურქეთის მეგაპოლის სტამბოლში. თურქეთში გამარჯვება სერბულმა “მეგა ბიმაქსმა” მოიპოვა, რომელშიც თავის დროზე ამ ტურნირზე გოგა ბითაძეს უთამაშია და წაგებულ ფინალურ მატჩში 21 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირზე ნათამაშები აქვს სანდრო მამუკელაშვილს, ლუკა ალავიძეს და ათუკა ბახტაძეს. ბახტაძე ყავლაშვილზე 1 წლით უფროსია, რომლებიც კიდევ ერთ ყოჩაღ ბიჭთან – მათე ხატიაშვილთან ერთად ქართული კალათბურთის ყველაზე პერსპექტიულ ტრიოდ ითვლება.

ADIDAS NEXT GENERATION-ის მიმდინარე სეზონის მესამე და დასკვნითი ტურნირი 7-10 თებერვალს გერმანულ ქალაქ ულმში გაიმართება. მათე ყავლაშვილი ულმის NEXT GEN-ის ნაკრებში იასპარეზებს, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო მატჩში 7 თებერვალს, ბერძნულ ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდება. ულმში მონაწილე სხვა გუნდები იქნებიან: "ალბა" და "რატიოფარმა" (ორივე გერმანია), ესპანური "ბარსელონა", ლიეტუვური "ჟალგირისი", ფრანგული "ვილერბანი" და არაბთა გაერთიანებული საამიროების დუბაის გუნდი. "ულმი" 8 თებერვალს ორ მატჩს გამართავს, შუადღეს "ალბას" დაუპირისპირდება, ხოლო საღამოს – "ბარსელონას".

GBF.GE

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე