გულით თამაში გენში გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა

ევროშეტევა

სამქულიანების წვიმა, ჩატენვების სეტყვა, გულშემატკივართა ქუხილი და ქულების კორიანტელი - მოკლედ, გუშინ სპორტის სასახლეში მისული ერთი ქომაგიც არ დარჩებოდა უკმაყოფილო. ვიხილეთ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.

ქართულ "საკალათბურთო ამინდს" იოლად შეეგუა ისრაელის ნაკრებიც. მეტსაც გეტყვით - ზემოთ სამქულიანების წვიმა რომ ვახსენეთ, სწორედ ებრაელების ტყორცნებს ვგულისხმობდით. მათ 12 შორეული სროლა გამოიყენეს (24-დან), რაც მეტად მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ქართველთათვის ეს სამქულიანები მტკივნეული არ ყოფილა, რადგან ზაზა ფაჩულია და მისი მეგობრები ფარქვეშიდან ქულას-ქულაზე აგროვებდნენ და ებრაელებს დაწინაურების შანსს არ აძლევდნენ.

ქართველთა მხრიდან კი სანახაობრივ მხარეს ეფექტური ზემოდან გებები მატებდა. ცქიტიშვილის, ფაჩულიასა და სანიკიძის გარდა უკანახაზელებმა, მარკოიშვილმა და ჰეინსმაც გაახარეს გულშემატკივრები ჩატენვებით. არადა, რამდენიმე დღის წინ მარკიზ ჰეინსმა დაიჩივლა: საქართველოს ნაკრებში თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ აქამდე რვა მატჩი ჩავატარე და ერთხელაც არ ჩამიტენიაო. ჰოდა, მარკიზმა ახალ სამშობლოში გამართულ პირველივე მატჩში დაგვანახა, რომ კარგი ნახტომიც აქვს და ეხერხება.

მოკლედ, გულშემატკივარმა თვალსასეირო მატჩი იხილა, რომელშიც ორივე გუნდი მიუახლოვდა 100-ქულიან ნიშნულს, რაც არცთუ ხშირად ხდება. თუმცა, მედალს მეორე მხრიდანაც უნდა დავხედოთ, რაშიც კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაგვეხმარება.

...და დაცვა?

- თამაშის ხასიათით გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო - უხვქულიანი შეხვედრა გამოვიდა. შეტევაში თამაშით ჩვენც კმაყოფილები ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია დაცვა. 100 ქულამდე ყოველ მატჩში ვერ ახვალ, ამიტომ, აუცილებელია დაცვაში დამაჯერებელი თამაში. ამის გარეშე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

დრო კიდევ გვაქვს და უარყოფით მხარეებზე კიდევ ვიმუშავებთ. ევრობასკეტამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით მეტად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ და ერთობლივად ბევრი ვიმუშაოთ, - თქვა ზაზამ.

ქართველთა დაცვა რიგ ეპიზოდებში ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ისრაელის ნაკრების კალათბურთელები ფარქვეშიდანაც სიზუსტით გამოირჩეოდნენ, საშუალო დისტანციიდანაც და პერიმეტრიდანაც. აკი გითხარით 24-დან 12 სამიანი გამოიყენეს-თქო. არიკ შივეკს შეკრული გუნდი ჰყავს. მისი შეგირდები ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ და სატყორცნ პოზიციაზე ხან ბლუ გაჰყავდათ, ხან პნინი, ხანაც ბურშტეინი. მათ შემყურეს შარშანდელი ბელგიის ნაკრები გამახსენდა.

ასე რომ, ბელგიასთან ოფიციალური მატჩის წინ ისრაელთან დაპირისპირება სასარგებლო უნდა იყოს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლეულს ბენილუქსელებს ცენტრი დიდიე მბენგა დაემატათ და შესაძლოა თამაში პერიმეტრიდან ნაწილობრივ ფარქვეშ გადაიტანონ. არც ამან უნდა შეგვაშინოს, წინა ხაზში ხომ ფაჩულია და შერმადინი გვყავს. აქვე გეტყვით, რომ მატჩის შემდეგ რადიო "ჯაკომ" ქართველთა მხრიდან საუკეთესო კალათბურთელად ფაჩულია, ხოლო სტუმართაგან პნინი დაასახელა.

გუნდურად

2004 წელს თბილისში ფინეთი დავამარცხეთ. სწორედ ის მატჩი გავახსენე ერთი წლის წინათ საქართველოში ჩამოსულ ფიბა-ევროპის გენერალურ მდივან ნარ ძანოლინს - მაშინაც კარგი გუნდი გვყავდა და დივიზიონებად დანაწილებამ ბევრი დაგვაკარგვინა-მეთქი. გენმდივანმა მოკლედ მომიჭრა:

- 2004 წელს გუნდი სამ-ოთხ კალათბურთელზე იყო აწყობილი, ახლა კი შედარება არ არის - გუნდურად თამაშობს და პროგრესიც აშკარაა.

ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები მართლაც შეიკრა. ამის დასტურად ისრაელთან მატჩიც გამოდგება: მწვრთნელმა 10 კალათბურთელი გამოიყენა და მოედნიდან უქულოდ ერთიც არ გასულა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სათადარიგოები სასტარტოებს არათუ უმტკივნეულოდ ცვლიდნენ, არამედ გუნდს ახალ ენერგიას მატებდნენ და შედეგად ნაკრებმა მთელი მატჩი სტაბილურად ჩაატარა. ებრაელ სათადარიგოებთან შედარებით ქართველებმა გაცილებით უკეთესად ითამაშეს: ჩვენებმა 36 ქულა ჩააგდეს, სტუმრებმა - 21.

როგორც ჩანს, მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი გათვლას ევროპის ჩემპიონატზე აკეთებს - ლიტვაში ხომ ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ფუნქციების ყველა კალათბურთელზე განაწილება აუცილებელია.

ესეც რევანში

ნამატჩევს გიორგი ცინცაძე კმაყოფილი ჩანდა:

- მთავარია რომ გავიმარჯვეთ. კარგად ვითამაშეთ, თუმცა გვქონდა მინუსები, რომელთა აღმოფხვრაზე სამუშაო კიდევ გვაქვს. ისრაელი სწორ და დალაგებულ კალათბურთს თამაშობდა და მატჩიც საინტერესო სანახავი გამოდგა. შეხვედრა ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, რაც ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო - ევრობასკეტზე, სავარაუდოდ, არაერთი მატჩის ბედის გადაწყვეტა მოგვიწევს ბოლო წუთებზე და დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

ვიქტორ სანიკიძემ დასძინა:

- ჩვენთვის ისრაელთან დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან გვინდოდა ისრაელის ძლევით გულშემატკივარი გაგვეხარებინა. რთული თამაში იყო, თუმცა კარგად გავისარჯეთ და ჰოლანდიაში წაგების გამო ისრაელთან რევანშიც გამოგვივიდა. მიუხედევად იმისა, რომ მეტოქეს ორი წამყვანი კალათბურთელი აკლდა (იოთამ ჰალპერინი და ომრი კასპი), მაინც კარგად ითამაშა. ისრაელი ძლიერი გუნდია. ასეთ ნაკრებს რომ ვაჯობეთ, გამოდის, არც ჩვენ გვყავს ურიგო გუნდი.

ეს რომ თქვა ვიქტორ სანიკიძეს ერთი გულშემატკივარი მიუახლოვდა: შენ რომ გიყურებ მიშა ქორქიას თამაში მახსენდება. მისებრი ნახტომი გაქვს და გულიანად თამაშობო...

გუშინაც დავინახეთ, რომ ქართველებს გულით თამაში გენში გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა.

16 აგვისტო

თბილისი, სპორტის სასახლე, 5 000 მაყურებელი

საქართველო-ისრაელი 97:91

24:25, 21:18, 24:23, 28:25

საქართველო წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ ფ ფ-მეტ. შ ჩ დ ქ

ცინცაძე 26 1/3 0/3 0/0 4 7 0 3 2 1 0 2

მარკოიშვილი 26 3/6 1/4 4/4 7 3 0 4 0 1 0 13

სანიკიძე 25 3/4 3/4 0/0 6 4 3 0 0 0 2 15

ვ. ბოისა 18 6/8 0/0 1/1 3 2 4 1 1 0 0 13

ფაჩულია 29 6/12 0/0 6/6 7 2 2 7 1 0 3 18

გამყრელიძე 8 1/2 0/1 0/0 1 2 1 0 1 2 0 2

შერმადინი 10 1/1 0/0 3/3 4 0 2 2 0 0 2 5

ცქიტიშვილი 21 2/5 2/4 0/0 3 2 2 2 1 0 1 10

შენგელია 16 3/4 0/0 4/6 7 0 3 4 4 0 2 10

ჰეინსი 21 3/6 1/4 0/0 2 3 1 1 2 0 0 9

სულ 29/51 7/20 18/20 46 25 18 24 12 4 10 97

ისრაელი წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ ფ ფ-მეტ. შ ჩ დ ქ

ოჰაიონი 21 0/5 0/1 1/2 2 9 4 1 1 3 1 1

ნაიმი 8 0/1 0/1 3/3 1 0 0 2 1 0 0 3

ბლუ 22 3/5 2/5 2/2 4 0 5 1 2 0 0 14

პნინი 33 2/2 7/11 1/2 2 4 4 2 1 0 0 26

მეკელი 24 3/7 1/1 1/2 2 4 0 2 0 0 0 10

ბურშტეინი 33 3/7 2/5 2/2 6 1 2 1 0 2 0 14

ელიაჰუ 22 7/12 0/0 0/3 4 2 4 4 1 1 1 14

კადირი 18 1/3 0/0 1/2 4 2 2 4 1 0 0 3

გრინი 8 3/6 0/0 0/0 2 0 1 0 0 0 0 6

კოკია 10 0/1 0/0 0/0 2 0 2 1 0 0 0 0

სულ 22/49 12/24 11/18 32 22 25 18 7 6 2 91

შენიშვნა: წთ - წუთი, 2ქ - ორქულიანი, 3ქ - სამქულიანი, 1ქ - საჯარიმო, მ - მოხსნა, პ - პასი, ფ - ფოლი, ფ-მეტ - ფოლი მეტოქეს, შ - შეცდომა, ჩ - ჩაჭრა, დ - დაფარება, ქ - ქულა.

ქრონოლოგია

IV პერიოდი

09:45 მეკელი 2ქ (69:68)

09:21 პნინი 3ქ (69:71)

09:02 შენგელია 2ქ (71:71)

08:46 მეკელი 3ქ (71:74)

08:20 ცქიტიშვილი 2ქ (73:74)

07:57 ჰეინსი 2ქ (75:74)

07:39 პნინი 3ქ (75:77)

07:24 ცქიტიშვილი 3ქ (78:77)

07:01 მარკოიშვილი 3ქ (81:77)

06:34 მარკოიშვილი 2ქ (83:77)

06:20 პნინი 3ქ (83:80)

05:25 ელიაჰუ 2ქ (83:82)

04:34 სანიკიძე 2ქ (85:82)

04:06 ფაჩულია 2ქ (87:82)

03:47 ელიაჰუ 2ქ (87:84)

03:19 ელიაჰუ 2+1ქ (87:86)

02:41 სანიკიძე 2ქ (89:86)

01:57 ვ. ბოისა 2ქ (91:86)

01:04 ბლუ 1+1 (91:88)

00:32 ფაჩულია 1+1 (93:88)

00:25 ელიაჰუ 2ქ (93:90)

00:15 მარკოიშვილი 1+1 (95:90)

00:08 პნინი 1ქ (95:91)

00:08 შენგელია: მოხსნა

00:05 შენგელია 1+1 (97:91)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lll
ყოჩაღ ბიჭებო,ყოჩაღ!ასეთი შემართებით გააგრძელეთ საქართველოსა და გულშემატკივრების გასახარად.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...