რთული სამუშაო კვირის შემდეგ განტვირთვა და მეგობრებთან დროის გატარება ერთგვარი თერაპიაა. მსგავს საღამოებს ხშირად მოსდევს ალკოჰოლის მიღებაც, რაც ორშაბათის ისედაც დატვირთულ დილას კიდევ უფრო მეტად „ამძიმებს“. ორგანიზმის „გამოსაფხიზლებლად“ ტრადიციული უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ორგანიზმის სიჯანსაღის სწრაფად აღდგენის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ალკოჰოლის მოხმარება სოციალური და კულტურული აქტივობების ნაწილია, თუმცა მისი ჭარბი მიღება იწვევს ნაბახუსევის სინდრომის განვითარებას, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, მოთენთილობით, სისუსტით, პირის სიმშრალით და წყურვილის გაძლიერებული შეგრძნებით, რიგ შემთხვევებში – გულისრევითა და თავბრუსხვევით. ნაბახუსევის მექანიზმების უკეთ გააზრება და მისი ეფექტური მართვის გზების განვითარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საკითხია.

ნაბახუსევის სინდრომი წარმოადგენს ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას ალკოჰოლის ჭარბ მიღებაზე, რომელიც სხვადასხვა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მექანიზმით არის განპირობებული.

ნაბახუსევის სინდრომის განვითარება ღვიძლში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მეტაბოლიზაციას უკავშირდება, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ტოქსიკური ქიმიური ნაერთი აცეტალდეჰიდი. სწორედ ეს ნაერთია პასუხისმგებელი ნაბახუსევის მრავალი უსიამოვნო სიმპტომის გაჩენაზე. აცეტალდეჰიდი ორგანიზმში გროვდება, და ამძაფრებს ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა და ღებინება.

გარდა ტოქსიკური მოქმედებისა, ალკოჰოლს გააჩნია ძლიერი მკვეთრად გამოხატული შარდმდენი მოქმედება, რაც ორგანიზმიდან სითხისა და ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი) გამოდევნას იწვევს და განაპირობებს საერთო სისუსტესა და ენერგიის დაქვეითებას. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, აქედან გამომდინარე, იგი გაუწყლოებას განიცდის. სწორედ ამით აიხსნება ნაბახუსევის დროს სისუსტე, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, პირის სიმშრალე, კუნთებისა და თავის ტკივილი. სისუსტის მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, შარდთან ერთად ორგანიზმიდან მინერალების – ნატრიუმის, კალიუმისა და მაგნიუმის გამოდევნაა, რასაც წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა მოსდევს. აღნიშნული მიკროელემენტები აუცილებელია გულის, კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ენერგიის დასაბრუნებლად საჭიროა მათი ბალანსის აღდგენა ორგანიზმში, რისთვისაც სპეციალური დამხმარე საშუალებებიც არსებობს.

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ შეგიძლია, ნაბახუსევს ისევ ალკოჰოლით ებრძოლო, რაც დამატებითი ტვირთია ღვიძლისთვის, მხოლოდ დროებით ხსნის სიმპტომებს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაორმაგებულად გვიბრუნდება დისკომფორტის განცდა. გასათვალისწინებელია, რომ ნაბახუსევის შესამსუბუქებლად გავრცელებული მეთოდები ხშირად უარყოფით შედეგს გვაძლევს. ასეთებია: ცივი შხაპით „გამოფხიზლება“, ასევე ცივ ამინდში გასეირნება და სხვა.

ნაბახუსევის მკურნალობის ტრადიციული მეთოდები მოიცავს მინერალებით მდიდარი სითხეების დიდი რაოდენობით მიღებას, საკვების საშუალებით ორგანიზმის ვიტამინებისა და მინერალების შევსებას. თუმცა, ბოლო წლებში გაჩნდა ინოვაციური პროდუქტები, რომელთა შემადგენლობა სპეციალურად არის შექმნილი ნაბახუსევის სიმპტომების სწრაფად შესამსუბუქებლად.

ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, რომელიც ამაში დაგვეხმარება და უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია, გერმანული ფარმაცევტული კომპანია WELTPHARMA-ს მიერ ინოვაციური ფორმულით დამზადებული შუშხუნა ტაბლეტები „ალკორესტია“.

„ალკორესტის“ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელია საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

უნიკალური კომბინაციის წყალობით, „ალკორესტი“ სწრაფად და ეფექტურად ხსნის ნაბახუსევთან დაკავშირებულ დისკომფორტს.

„ალკორესტის“ შემადგენლობა:

.თეთრი ტირიფის ქერქი (Salix alba, 120 მგ) – წარმოადგენს ასპირინის ბუნებრივ წყაროს და ამცირებს ნაბახუსევზე თავისა და კუნთების ტკივილს.

.ქოლინი (41.5 მგ) – უზრუნველყოფს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება და ხელ უწყობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას.

.ნატრიუმის ქლორიდი (264 მგ) – არეგულირებს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ბალანსს და მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში.

კალიუმის ქლორიდი (100 მგ) – უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია გულის, კუნთების და ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

გლუკოზა (500 მგ) – ორგანიზმისთვის ენერგიის უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის სითხით შევსებას (რეჰიდრატაციას). კერძოდ, გლუკოზა აძლიერებს ნაწლავის კედლიდან წყლისა და მინერალების შეწოვას.

ვიტამინი B6 (1.4 მგ) – მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში და აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ავსებს რა ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეულ B6 ვიტამინის დეფიციტს, იგი უმოკლეს დროში ამცირებს ნაბახუსევთან დაკავშირებულ სიმპტომებს.

როგორც აღვნიშნეთ, ნაბახუსევის დისკომფორტის მთავარი მიზეზი გაუწყლოებაა, რაც განპირობებულია ალკოჰოლის მკვეთრი შარდმდენი მოქმედებით, შესაბამისად ალკოჰოლის მიღებამდე ჩატარებული საპრევენციო ღონისძიებები ვერ გვიცავს დეჰიდრატაციით გამოწვეული ისეთი ჩივილებისგან, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება და სხვა. ნაბახუსევზე მიღებული „ალკორესტი“ კი სწორედ აღნიშნული ჩივილების სწრაფად მოხსნასა და ენერგიის აღდგენაში დაგვეხმარება.

„ალკორესტი“ თანამედროვე, ინოვაციური, დამხმარე საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაბახუსევის ეფექტურ და უსაფრთხო შემსუბუქებაში. „ალკორესტის“ 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში. სითხე გახსნისთანავე უნდა მიიღოთ. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.

„ალკორესტის“ მიღებიდან მალევე შეძლებთ დაუბრუნდეთ სრულფასოვან ცხოვრებას, იყოთ მეტად პროდუქტიულები და თამამად შეხვდეთ ახალ გამოწვევებს.

R

ნიკა
პსპ_ში ღირს 22 ლარამდე 10 ტაბლეტი
სუხია
ფასი რა აქ
ლოთი
სანამ ამ ტექსტს წაიკითხავს კაცი... სულ დაავიწყდება პახმელია.
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა