ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გია გეგუჩაძე "ზესტაფონს" დაემშვიდობა

გია გეგუჩაძე "ზესტაფონს" დაემშვიდობა

"ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობას ვგრძნობდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო საკუთარი თავი დავსაჯე"
"ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, პროგრამა-მინიმუმი კი - ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდში თამაში", - ივლისში "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ასე ჩამოაყალიბა გია გეგუჩაძემ "ზესტაფონის" საევროტურნირო ამოცანა.

ავსტრიულ "შტურმთან" მარცხით საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ, თუმცა ევროპის ლიგის პლეი ოფში გადაინაცვლა, საიდანაც ჯგუფამდე ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. "ზესტაფონი" კი გეგუჩაძის მიერ პროგრამა-მინიმუმად განსაზღვრული მიზნისთვის უკვე მის გარეშე იბრძოლებს.

გუშინ თავად გეგუჩაძემ განაცხადა, რომ "ზესტაფონი" საკუთარი სურვილით დატოვა და ამასვე აცხადებს კლუბიც. ახალმა ამბავმა "ზესტაფონის" და მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გაჩნდა კითხვებიც - იყო კი ეს გეგუჩაძის გადაწყვეტილება? ან თუ წასვლა თვითონ გადაწყვიტა, რამ მიიყვანა ამ ნაბიჯამდე?

"კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო საკუთარი თავი დავსაჯე", - ესეც გეგუჩაძის სიტყვებია, ოღონდ გუშინდელი. კარგია, რომ იგი ბევრი ქართველი კოლეგისგან განსხვავებით, მარცხზე პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ ვერაფრით გაგვიგია, რატომ თქვა გეგუჩაძემ უარი თუნდაც პროგრამა-მინიმუმისთვის ბრძოლაზე.

"ზესტაფონის" ჩემპიონთა ლიგაში თამაში მთელი საქართველოსთვის უდიდესი ზეიმი იქნებოდა, მაგრამ განა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს ჩვენი დასაწუნი სჭირს რამე? დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ხომ ჩვენი კლუბი ჯგუფამდე მხოლოდ ერთხელ მივიდა - 2004 წელს თბილისის "დინამომ" ამ წარმატებას სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "ზესტაფონი" ქუთაისს გეგუჩაძის გარეშე ეწვია. ოფიციალური ინფორმაციით, გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი შეუძლოდ იყო, რამაც ეჭვი გააჩინა - საქართველოში ხომ მწვრთნელის "შეუძლოდ" ყოფნა მის წასვლას (ან გაშვებას) მოასწავებს...

ფეხბურთში მწვრთნელის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ დარჩა კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშე მაინცდამაინც ახლა, უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მატჩამდე ორი დღით ადრე. ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტი დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი გუნდის როგორც სპორტულ, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურ მომზადებაზე.

ძალიან გვინდა, "ზასტაფონმა" ბელგიური ბარიერი გადალახოს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ასეთ დროს წასვლა გუნდის წისქვილზე წყალს ვერაფრით დაასხამს. წესით, ბიჭები მომხდარით გაოგნებულები უნდა იყვნენ და არ გვინდა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ კიდევ მეტად დავთრგუნოთ. ასე რომ, დაველოდოთ "ბრიუგესთან" შეხვედრას, რომლის შესახებაც, იმედია, დადებითზე მოგვიწევს წერა.

შეგახსენებთ, სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ეს სპეციალისტი ფეროელებს 2008 წლის მიწურულიდან წვრთნიდა და ევროტურნირებზე ყოველწლიურად უკეთეს შედეგებს აღწევდა.

"ზესტაფონის" საევროთასო სტატისტიკას კი უკომენტაროდ შემოგთავაზებთ:

გეგუჩაძემდე:

2007 - დამარცხდა ყაზახურ "ტობოლთან" და ინტერტოტოს თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა

2008 - დამარცხდა უნგრულ "დიორი ეტოსთან" და უეფას თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა

გეგუჩაძესთან ერთად:

2009 - დაამარცხა ჩრდილოირლანდიური "ლისბურნი", დამარცხდა შვედურ "ჰელსინგბორგთან" და ევროპის ლიგას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა

2010 - დაამარცხა სანმარინოული "ფაეტანო", სლოვაკური "დუკლა", დამარცხდა უკრაინულ "კარპატისთან" და ევროპის ლიგას მესამე ეტაპიდან გამოეთიშა

2011 - ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხა მოლდოვური "დაჩია", დამარცხდა ავსტრიულ "შტურმთან" და ევროპის ლიგის პლეი ოფში (ანუ მეოთხე ეტაპზე) ბელგიურ "ბრიუგეს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• eddy

ვეთანხმები აზრს რომ აქ რაგაც სხვა იმალება. ტუ არადა - ეს ტიპირი არასერიოზული ნაბიჯია. გასამხნევი ის არის რომ - გია მარტო არ არის და არასერიოზული ადამიანებით სავსეა სქარტველო.

• geosochi

არა მგონია რომ ჩ.ლ. ჯგუფურ ეტაპზე არ გასვლის გამო გადამდგარიყო, ასიანი რაღაც მოუვიდათ შიგნით, უბრალოდ არავინ არ ამბობს და არც იტყვიან!

• kaxa

ესწ არის გეგუჩაძის კვანტი ქართული ფეხბურთის მიმართ, მისი სუპერ ზღაპრების არავის ჯერავს, შე დალოცვილო ამ დროს გუნდის მიტოვება შეიძლებოდა? 10 დღე ვერ მოითმინე? ქადი მერე სადაც გინდა შეუცვლელი არავინ არ არის მითუმეტეს გეგუჩაძე ტოტალიზატორზე მოთამაშე მწვრთნელი, მე რომ მკითხონ გოგიშვილია თუ ვიღაც გეგუჩაძესთან ერთად უნდა დაისაჯონ.

• levani

გადადგა კაოჩე!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა