ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლის" საკუთრება და ამჟამად "ფენერბაჰჩეში" იჯარით მოთამაშე ალან სენტ-მაქსიმინი კარიერას დიდი ალბათობით "ნაპოლიში" განაგრძობს და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის.

"პარტენოპეი" 27 წლის ფრანგის სეზონის ბოლომდე განათხოვრებით აყვანაზე საუდის არაბეთის კლუბს უკვე მოელაპარაკა, ახლა კი მაქსიმინი სტამბოლელებმა უნდა გაათავისუფლონ და ვადაზე ადრე კონტრაქტი გაუწყვიტონ.

ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "სენტ ეტიენში", "ჰანოვერში", "ბასტიაში", "მონაკოსა" და "ნიცაში" უთამაშია. გულშემატკივართათვის კი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი "ნიუკასლში" იყო, რის შემდეგაც 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 27 მილიონ ევროდ "ალ აჰლიში" გადავიდა.

სენტ-მაქსიმინმა მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 16 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ფრანგ შემტევამდე "ნაპოლი" ალეხანდრო გარნაჩოსა და კარემ ადეიემის დამატებას ცდილობდა, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოუვიდა და მოულოდნელად საქმეში ახალი კადრი და თანაც, იჯარა გამოჩნდა.

მანუ
წუწკი ვაჭარი ლაურენტისი! იყიდე გაყიდე! ეგ კარგად იცის
თორელი
გულწრფელად ორმაგად მიხარია, რომ ხვიჩამ ეს არაჯანსაღი გარემო მალევე დატოვა, უმადური, დაუნახავი და ამაზრზენნი გარემო.
roni
ტიპი კვარაცხელიას 150 მილიონად აფასებდა ეხლა ნახევარ ფასში გაყიდა და კვარას შემცვლელს ეძებს ისევ 10 მილიონად
რას ვერჩით ?!
რას ვერჩით და იმ აშკარად ორკესტრირებულ შეტევას ქართველ ფეხბურთელზე! და დღესაც, ქართულ(!) საიტებზეც კი ც"შემოვარდებიან" მოღალატეს ეძახიან ... --------- პ.ს. თითქმის სამი წლის განმავლობაში რომ ვერაფრით დაიმსახურა თუნდაც ახალმოსული ნერეშის მსგავსი ანაზღაურება და ა.შ. ეს კიდე სხვა თემაა ...
დდდ
კაით, ახლა, მთლად ნუ ჩავქოლავთ ნაპოლის - კვარას შემცვლელს რომ ამბობენ, ნერეშის შემცვლელს გულისხმობენ და წარმატება ვუსურვოთ, რას ვერჩით...
ჯეჯე
რა ვიცი, სანამ ხვიჩა ნაპოლიდან საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ნეაპოლში ჭყლოპინებდნენ, უკვე ნერეში გვყავს ხვიჩას ნაცვლადო. და რაღას ეძებენ ,,ხვიჩას შემცვლელს" კარდაკარ?
ლადო+
კვარაცხელიას შემცვლელი... გამეცინა
Ზაზა
ნერეში ვეღარ ცვლის კვარას?!
ირაკლი
ეს ხვიჩას დაავიწყებს ნეაპოლს უეჭველი))) გაასუფთავეთ მურალები))
ქომაგი
კი, აბა! ეს თუ აიყვანეს, ხვიჩა რაღად უნდათ! ფუი რა წუწურაქია ეს კაცი და რაღა ამასტან მოხვდა ხვიჩა თავიდან!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
გველესიანის "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ აჰლისთან" დამარცხდა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"ნაპოლი" კულიბალის 14-ჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობს - რას გადაწყვეტს სენეგალელი
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
Finita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
რომანო: "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - ოსიმენს არაბეთში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან
გილმორი "ნაპოლიში" გადადის - ოსიმენმა თავად არ იცის, სად მიდის