სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საარჩევნო ყრილობაზე გიორგი ალექსიძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საარჩევნო ყრილობაზე გიორგი ალექსიძე ოფიციალურად აირჩიეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად. სხვა კანდიდატურა არც ყოფილა და ალექსიძის კანდიდატურას მშვიდ ვითარებაში, დელეგატებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი. ის ფედერაციას მომავალ რიგით საარჩევნო-საანგარიშო ყრილობამდე უხელმძღვანელებს, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ გაიმართება.

ალექსიძე თავის საპრეზიდენტო პროგრამაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ასაკობრივ გუნდებზე, რეგიონალური ფედერაციების მუშაობის გააქტიურებაზე, სამედიცინო სფეროსა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას დაგვპირდა.

ყრილობამ დაამტკიცა ფედერაციის გადახალისებული ხელმძღვანელობაც. ოთხი ვიცე-პრეზიდენტიდან ორი ისევ ძველი დარჩა - ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი და თამაზ ნავერიანი, ორი კი ახალია, ძიუდოს სამყაროსთვის შინაური და ავტორიტეტული პიროვნება - ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და ოლიმპიური პრიზიორი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველი ოლიმპიური მედლის მომტანი სოსო ლიპარტელიანი.

შეიცვალა გენერალური მდივანიც - ამიერიდან ამ თანამდებობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე დაიკავებს, ხოლო მისი წინამორბედი ფირუზ (ანზორ) მარტყოფლიშვილი აღმასრულებელი მდივნის პოსტზე გადაინაცვლებს. აირჩიეს აღმასკომის ახალი შემადგენლობაც. წევრთა რაოდენობა - 15 უცვლელი დარჩა, მაგრამ შეიცვალა რამდენიმე კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო