გუნდის ოფიციალური საიტის ცნობით, საკალთბურთო კლუბ "სოხუმს" ორი ამერიკელი შეურთდათ - ფრენკ რობინსონი და პიერ პირსი
10 დღის წინ "სოხუმთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გამოცდილმა ამერიკელმა ბრენდონ გაიმ. გუნდის ოფიციალური საიტის (www.sokhumibc.com) ცნობით გუშინ სოხუმელებს კიდევ ორი ამერიკელი შეუერთდათ - ფრენკ რობინსონი და პიერ პირსი.

ფრენკი 27 წლისაა, პიერი - 28-ის. მათ ევროპაში არაერთი ნაყოფიერი სეზონი აქვთ გატარებული, "სოხუმის" პრეზიდენტი მინდია გულუა და მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი იმედოვნებენ, რომ ახალწვეულებს გუნდის საგრძნობლად გაძლიერება შეუძლიათ როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროჩელენჯზე.

მათ, ისევე როგორც ბრენდონ გაიმ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

დოსიე

ფრენკ რობინსონი

დაიბადა: 01.06.1984 (კომპტონი, აშშ)

სიმაღლე: 193 სმ.

ამპლუა: უკანახაზელი

კარიერა

2005-08 ფულერტონი (NCAA)

2008 ატლანტა (NBA)

2008-09 ოლიმპია (სლოვენია)/ლუდვიგსბურგი (გერმანია)

2009-10 ატლანტა (NBA)/ლოს ანჯელესი (NBDL)

2010-11 მაქაბი (ჰაიფა, ისრაელი)

გასული სეზონის სტატისტიკა (მაქაბი):

ევროჩელენჯი: 14 მატჩი, 9.3 ქულა, 4.1 მოხსნა, 1.3 პასი, 1.9 დაფარება, 2-ქულიანი - 48.6%, 3-ქულიანი - 30.0%, საჯარიმო - 59.5%.

ისრაელის ლიგა: 28 მატჩი, 12.9 ქულა, 4.3 მოხსნა, 2.7 პასი, 2.4 დაფარება, 2-ქულიანი - 54.4%, 3-ქულიანი - 30.4%, საჯარიმო - 61.1%.

დოსიე

პიერ პირსი

დაიბადა: 07.06.1983 (ვესტმონტი, აშშ)

სიმაღლე: 193 სმ.

ამპლუა: უკანახაზელი

კარიერა

2001-05 აიოვა (NCAA)

2005 NBA-ს დრაფტის კანდიდატი

2008-10 ტულონი (საფრანგეთი)

2010-11 არისი (საბერძნეთი)/აზოვმაში (უკრაინა)

გასული სეზონის სტატისტიკა:

"არისი", საბერძნეთის ლიგა: 5 მატჩი, 7.0 ქულა, 1.8 მოხსნა, 1.8 პასი, 2-ქულიანი - 57.1%, 3-ქულიანი - 25.0%, საჯარიმო - 55.6%.

ევროთასი: 3 მატჩი, 10.0 ქულა, 4.3 მოხსნა, 3.7 პასი, 1.0 დაფარება, 2-ქულიანი - 44.3%, 3-ქულიანი - 28.0%, საჯარიმო - 73.4%.

"აზოვმაში", უკრაინის ლიგა: 21 თამაში, 8.5 ქულა, 2.8 მოხსნა, 2.6 პასი, 2-ქულიანი - 42.0%, 3-ქულიანი - 34.5%, საჯარიმო - 73%.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო