საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში მოქმედი გამარჯვებული პსჟ ნაციონალლიგელ "ლე მანს" სტუმრად, "სტად მარი-მარვინგტზე"(25 064) ეთამაშება - დღეს საღამოს, 4 თებერვალს(თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, 00:10 სთ-ზე).

პარიზელებს თასის წინა ეტაპზე მესამე ლიგის წარმომადგენელთან საკმაოდ გაუჭირდათ და "ესპალის" წინააღმდეგობა ბოლოსღა დაძლიეს (გოლები: ზაირე-ემერი, დუე, ბარკოლა, რამოში). პსჟ ამ სტადიაზე მეთორმეტედ გავიდა და ამ პერიოდში შვიდჯერ თასი აღმართა. ბოლო ფინალი "ლიონის" წინააღმდეგ (2:1 მოიგეს) იყო. 59 მატჩია, ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო არენაზე არ წაუგია.

ზაირე-ემერი და ნევეში არ მომჯობინებულან. მოსალოდნელია, რომ დიდებულ ფორმაში მყოფი უსმან დემბელე დაისვენებს, ისევე როგორც ბრედლი ბარკოლა. ხვიჩა კვარაცხელია (დებიუტი კიდევ ერთ ტურნირზე ექნება) მარცხნიდან შეუტევს, მასთან ერთად კი წინა ხაზზე გომსალო რამოში და დეზირე დუე იქნებიან. როტაცია მეკარესაც შეეხება და ჯანლუიჯი დონარუმას (განაცხადში არაა, ისევე როგორც მარკინიოსი) რუსი კიპერი მატვეი საფონოვი ჩაანაცვლებს (წინა ეტაპზე ესპანელი ტენასი ვნახეთ. გუნდშია 20 წლის პორტუგალიელი მუკეც). წესით, დრო 17 წლის ცენტრალურ მცველ ტაპესა და 18 წლის მარჯვენაფლანგელ ზაგესაც უნდა მიეცეთ.

"ლე მანს" პსჟ-სთან იშვიათი გამარჯვება 2010 წელს (1:0) აქვს, როცა მათ კარს თბილისის "დინამოდან" წასული დიდიე ოვონო იცავდა, სათადარიგო კი გიორგი მაკარიძე იყო(მანამდე აქ ამირან სანაია გამოდიოდა). დედაქალაქელთა რიგებში იმ მატჩში მამადუ სახო თამაშობდა, რომელიც ახლა ქუთაისის "ტორპედოშია." პარიზელებს მაშინ მაკელელე კაპიტნობდა, აქ იყო სერბი მატია კეჟმანი...

პსჟსა და ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც დატვირთული კალენდარი აქვთ - ამის შემდეგ, პარასკევს, "მონაკოსთან" შეხვედრაა, შემდეგი ორი შუა კვირა კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაეთმობა. თებერვლის ბოლოს გიორგი მიქაუტაძის "ლიონთან" პრინციპული დაპირისპირებაა.

დღეს, "ლე მანთან" მთავარი მსაჯი საერთაშორისო დონეზე ნაკლებად ცნობილი, 39 წლის აბდელატიფ ხერაჯი იქნება.

ვასო 67
უჰ შე სამართლიანო
ჰმ
მესიმ რა მოუკლო მშვენივრად თამაშობდა მსოფლიო მოიგო ბოლობოლო
თემური
ორი სამი წლის შემდეგ პსჟ-დან შეიძლება ბარკოლაც, დემბელეც და ხვიჩაც წავიდეს (არ მგონია ხვიჩას გაუჭირდეს მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, რაც ძალიან სასურველია). მანამდე კი გუნდის არაბი მფლობელი მიზნის მისაღწევად, რომელიც ცხადია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა ყველაფერს გააკეთებს. პრინციპში ხვიჩას მიზანიც ხო მაგია! ხვიჩას საკმარისი დრო და ყველანაირი პირობა აქვს (ხელფასი კარგი, გარემო კარგი...) რომ ჩამოყალიბდეს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელად! წარმატებები ხვიჩას! ღმერთი ჩვენსკენ, ყველასკენ ბიჭებო!
ZK
პა ხოდუ პიესი
ჯერ mani,mani,mani მერე ფეხბურთი.
დიდი შეცდომა დაუშვა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი ძაან დაბალი დონეა. სამაგიეროდ დიდი ფული იშოვნეს.ჯუღელმა საშვილიშვილოდ აიწყო საქმე.თან თუ ისე საშინლად ითამაშა როგორც ბოლო თამაში, ბარკოლას ღრმა სათადარიგეობა ელოდება,განსაკუთრებით გადამწყვეტ თამაშებში.ვინც კი პსჟ-ში გადავიდა ყველამ მაგრად დაუკლეს თამაშს მაგ.ნეიმარმა,მესიმ,განსაკუთრებით მბაპემ.
გურულო
აუცრეს ბლიად კატენაჩო ბიჭს! ღორები! ეს ავტობუსა კონტე განსაკუთრებით აქტიურობდა მაგ მიმართულებით! პირდაპირ აიძულებდა ბლიად დაცვაში გარჯას და კინაღამ ჩგვიქრო ბიჭი იბიომატ! და გულშემატკივრებსაც კი გაალანძღინეს ბიჭი! რეებს წერენ უნდა ნახოთ ეგ ნაბიჭვრები. არადა, ერთერთი ჩემი უსაყვარლესი კლუბი იყო ბავშვობიდან ნაპოლი! რაღაც ზევსისეულ ელვას ისროდა ნაპოლი მოედანზე სულ! პატრიოტული სული დევს კლუბში მაინც და იმიტომ! ისევე, როგორც ბარსაა! კიდევ, რეინჯერსი! ვინაა კიდევ ასეთი? ბაიერნს ვერ ვაკვეხებ ამ სიაში რატომღაც. სამაგიეროდ ჩავაკვეხებ, ვალენსიას, ბორდოს, იუვეს! პრემიერლიგიდან კაჭკაჭებს, ნიუკასლი ტოესწ, ასტონ ვილას, სხვას ვერავის ვხედავ. სერბეთიდან ჰაიდუკი და ცრვენა ზვეზდა, ვიკინგებიდან ვერავის ვხედავ აი! დანიას და ბელგიასაც ამ სიისთვის არავინ ჰყავთ ჯერჯერობით. აბა ისლნდიაზე, ლუქსემბურგზე, გრენლანდიაზე და ა.შ. ბაზარი რიჟაა ვაფშე. ხოდა, იმას ვამბობდი, თავიდან ტრადიციული საზოგადოებების ურთიერთგაცნობის ეტაპზე, საერთო თვისებამ, პატრიოტიზმის მძაფრმა შეგრძნებამ, თითქოს მჭიდრო კავშირს გვიქადდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კლუბის მფლობელის სუფთა ბიზნესის თვალსაზრისით ხელმძღვანელობამ, წარმატების პიკზე ცალფეხშედგმული კლუბი ჩზმოაშლევინა მაგ წუწურაქ ნაბიჭვარს და ახლა ხვიჩას შემცვლელსაც ვეღარ პოულობს! ძალიან კარგი! მოინდომა ქართველების გადაგდება! თან მეგრელი ქართველების! ხომ შეაჭამეს ბებითავიანთისი, ჰოდა დაიტრაბახონ რაც მოიგეს! სადაც თავის დაიკვეხონ, ჩვენიც იქვე გაიკვეხონ! :) აი, ასე! ხვიჩა შე უძლიერესო! მასე მიაწექი ბაბუ, სამშობლო შენს დგას! აქა ვართ ბაბუ! აგერ ვარ ბაბულია ა! :)
ვაჟა
სათადარიგოებში მოუწევს ნელ-ნელა გადაბარგება
გენა
ეგ რუსული „ბლინ„ რო არ დააყოლო არ შეიძლება?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მესამე ლიგის ჭ კლასის გუნდთან რომელიც მანდ კიდე 8 ადგილს იკავებს იმას ეთამაშებიან. ხო ხო ამან რო მაგრა ითამაშოს დგეს რაამბავი ატყდება აქ. იბერიას ეთამაშებიან რო ჩათვალო მაგრამ აქ გააგებიებ ამას ხალხს და სექტას ხო მითუმეტეს. ის რაც ხვიჩამ უნდა ქნას რო დაბრუნდეს და მაგარი დრიბლინგი ქონდეს არის ერთადერთი. პოდკაბლუჩნიკობა შეწყვიტოს ცოლი მოაჯინოს თავის ადგილზე და ვარჯიშს მოუმატოს როგორც რუბინში იყო.კაცი სახლში არ ბრუნდებოდა და იქ იძინებდა ბაზაზე. ახლა კი ცოლი ყავს და უკვე ახარ ვარჯიშობს. მაგრამ აქ ყველა სასწაულს ელოდება რო შრომის გარეშე რამე გამოვა. შეხედეთ დვალიშვილს და იქნებ ოდნავ მაინც შერცხვეთ ამ ფეხბურთელებს. კვარაცხელიას ფიზიკურ ფორმას შეხედეთ ამ წუთას. ტიპს კალარბურთელის ტანი აქ . არც კუნთი არაფერი . კაცი რო მიეკარება ორ მეტროზე მიფრინავს 1.85 კაცი. სირცხვილია ბიჭო სირცხვილი. მოუმატოს უნდა ვარჯიშს და მხოლოდ შრომა თორე ისე შთამაჭდილება რჩება უკვე რო ამან რაც ცოლი მოიყვანა კარიერას ასრულებს უკვე.ზოგზე ცოლი დადებითად მოქმედებს ზოგზე არა. გააჩნია როგორი ცოლია. მესიზე არ იმოქმედა მაგრამ ამაზე მოქმედებს ეს ჩანს თამაშზე უბრალოდ და ამის მიდგობა საქმეზე. თორე ეს რო ფეხბურთს თამაშობდა და დრიბლინგი ქონდა . ბარკოლასნაირ 3 კაცს ჯიბეში ჩაისვამდა. ვიცი ამას რო არ გამოაქვეყნებენ ადმინები რადგან აეწვება სექტას ერთი ადგილი მაგრამ ესაა მწარე სიმართლე.
Tedo
ჯერ ერთი ,ეს სპორტული საიტია და არა პოლიტიკური . მეორეც , სახეს ვერ აჩენ და სახელს ვერ წერ , ხარ ლაჩარი და ვისი და რისი ცეცხლის გამხსნელი ხარ შე გლახუნა კი არა , ღვთის გლახა ? ვის უხსნი ცეცხლს შე არაკაცო , ორივე მხარეს ქართველები დგანან და შეიძლება ძმებიც კი იყვნენ ამ ტვინარეულ წუთისოფელში სხვადასხვა მხარეს ?! უბადრუკი და საცოდავი ლაჩარი ხარ . ჩაიხედე სარკეში და კარგად დააკვირდი , რა უბადრუკი არსება მოგჩერებია იქედან . შეგინდოს უფალმა და ნორმალურ აზრზე მოსვლაში შეგეწიოს .
დავით
" თვითონ უნდა გაითავისოს , რომ უძლიერესი ფეხბურთელია და მოედანზე იყოს სპორტულად თავხედი . ,,ვაიმე , არ გავაფუჭო" და ,,ვაიმე არაფერი შემეშალოს " , უნდა ამოიგდოს თავიდან" - სიტყვა-სიტყვით გეთანხმები, მეც იგივეს ვამბობ ყოველთვის!
გიგა
ხვიჩას გაუჭირდება პსეჟეში, რადგანაც ბარკოლა ყავს მთავარი კონკურენტი, ბარკოლა კი კარგ ფორმაშია და არა მგონია ენრიკემ ამოაგდოს ეგ ძირითადიან.
გლახუნას.
გლახავ! ცეცხლი შენს ნაც ხროვას და იმ მოწანწალე საცოდავებს, ქუჩაში, რომ დაეხეტებიან მშიერი ძაღლებივით. დროა უკვე ფსიქიატრიულში დაეყარნონ, რადგანაც სახეზეა გამწვავებული, დიაგნოზი!
სოსო
რასაც წელიწადნახევარი უკრძალავდნენ ნაპოლიში,დღეს იმას ითხოვენ პსჟ-ში,თანაც ახლად მისულსაგან და როცა გუნდთან ეკრება არ გაქვს გავლილი,როცა მის სათამაშო სქემებში ჯერაც გარკვეული არა ხარ,რა თქმა უნდა გაუჭირდება თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა.დროა საჭირო.ეს ლუის ენრიკეს კარგად ესმის,ზოგიერთი ამ საიტის სტუმარისაგან განსხვავებით.მისგან, როგორც ვარსკვლავისაგან,გაცილებით მეტს ელიან,ვიდრე ნაპოლიში თავიდან ელოდნენ და მეტოქეებიც შესაბამისად ეთამაშებოდნენ და ეთამაშებიან.როცა გუნდი ძალიან მაღლა აწეული დაცვით თამაშობს,ბურთის ყოველი დაკარგვა,სახიფათო კონტრშეტევის საფრთხეს შეიცავს და როცა ამ დროს,თანაგუნდელეთან ურთიერთგაგებაც ჯერ არ გაქვს,რა თქმა უნდა ზედმეტ რისკს მოერიდება.რისკის გარეშე კი,მპტყუებაც გაცილებით ძნელია!როცა რისკის არ გეშინია,მაშინ ხარ სახიფათო!
zaza
ვარ ხვიჩას გულშემატკივარი და მისი უდიდესი ნიჭის მჯერა . ყველანაირად კარგი ბიჭია . აქვს , ჩემი აზრით ერთი ნაკლი , რომელიც გამოსწორებადია . ესაა სპორტული ხასიათი . თვითონ უნდა გაითავისოს , რომ უძლიერესი ფეხბურთელია და მოედანზე იყოს სპორტულად თავხედი . ,,ვაიმე , არ გავაფუჭო" და ,,ვაიმე არაფერი შემეშალოს " , უნდა ამოიგდოს თავიდა. გაითავისოს , რომ მაგარია და შეცდომა ყველას მოსდის . ძველი და მეტი სითამამითაც კი უნდა გაამწვავოს თამაში .
VPN
გარეთ ბეილმა მაშინ კარგად გამოწურა რეალი.სკამზე იჯდა და მსუყე ხელფასს იღებდა? თუ ესეც იგივეს ფიქრობს, ეს სხვა ამბავია.
Გლახუნა
ცეცხლი ოლიგარქიას,ცეცხლი
გურულო
ეს თქვენ, ზოგზოგირრთებს მოგაკლდათ საფეხბურთო აზროვნების უნარი ბლინ! ხვიჩას ყველფერი თავის ადგილზე აქვს! თქვენ სავარაუდოდ ის სესქპერტები ხართ, ჯერ კიდევ რუბინში რომ იძახდით, რრთი საშუალო ფონის ფეხბურთელიაო! ვინ გამართლდა? დაგიმტკიცათ ტოპ დონე თუ არა? მაგრამ, ამან თქვენზე მოსალოდნელი და სწორის ნაცვლად, საპირისპირო გავლენა იქინია და დაგბოღმათ! ჰოდა გაჰყევით ხვიჩას ტრანსფერს ევროპაში და პირველივე წელს,სკუდეტოს უკვე რეალურ კანდიდატს, მაინც აკრიტიკებდით და ცდილობდით მის დაკნინებას! საბედნიეროდ, ხვიჩა ისევე, როგორც ფეხბურთში, ფსიქოლოგიურსდაც თქვენზე ასი თავით მაღლა დადგა და ბევრად უკეთეს თამაშს აჩვენებს, ვიდრე მისგსნ მოელოდნენ! წინ ხვიჩა! ღმერთმა დაგლოცოს ბაბუა!
მირო
ხვიჩას სიფრთხილე ტოტენჰემიდან რეალში ახალგადასული გარეთ ბეილის თამაშს მაგონებს.ტოტენჰემში დაფრინავდა გადასვლამდე და რეალში იმის შიშით,არაფერუ გავაფუჭო,არ შევრცხვეო,პირველი პერიოდი თავისი თავის აჩრდილი იყო.თან დიდი ფული იყო გადახდილი და ესეც ფსიქოლოგიურად აწვებოდა.ასეა ეხლა კვარაც,მაგრამ დრო უნდა და ისევ ათამაშდება ძველებურად,მითუმეტეს კონტეს ანტიფეხბურთისგან განსხვავებით პსჟ ლაღი,შემტევი ფეხბურთის გუნდია,რაც კვარას ფეხბურთს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ხალხი მართალია... კვარას სიყვარული ერთია და სექტაში გაერთიანება მეორე... ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ ხვიჩას თუ შევაგულიანებთ და ვეტყვით რომ ძველებურად მაგარია.... არაა ძველებურად მაგარი დიდი ხანია თავის თამაშს ვეღარ თამაშობს და მიზეზი თავის თავში უნდა ეძიოს... არ გვინდა გამართლებები ბიჭს პრობლემა აქვს სისწრაფეც მოკლებული აქვს და მძიმედ გადაადგილდება.. გოლეადორი არასდროს ყოფილა და არც იქნება მაგრამ რასაც თამაშობდა იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს ეხლა... ასე თუ გააგრძელა მის გამო ბარკოლას სკამზე არავინ დასვავს.....75 მილიონი კიარა 140 მილიონიანი კოუტინიო გვინახია სკამზე და ხვიჩა გამოფხიზლდი!

ასე თუ გააგრძელა მალე სათადარიგოზე მოუწევს ჯდომა
მეტაფანი
3.6 მილიონი გამომწერი ჰყავდა ხვიჩას ინსტაგრამზე პსჟ- ში გადასვლამდე. ორი კვირაა რაც გადავიდა ისევ 3.6 მილიონი ჰყავს. პსჟს ფანები რატომ არ მოემატნენ? რაშია საქმე?
ლევან მაღლაკელიძე.
დიდი ფული გადაიხადეს და შეათამაშებენ სასტავს, ადგილს მოუნახავენ. დიდი მიზნები აქვთ ლიგაზე როგორც სჩანს და გრძელი სკამი სჭირდებათ, რომ ვინმემ ტრამვა მიიროს შემცვლელი სწირდებათ. ისე მე მგონი ბარკოლამ და სხვა ზანგებმა ცივად მიიღეს, პასებს არ აძლევენ, მაგის კრაიზე ბურთი იშვიატადაა, სულ ბარკოლას ათამასებენ. ისეთი მომენტი 11 ლიმონი ხელფასის მქონე მოთამაშემ არ უნდა გამაზოს, არაააა. არაა ფორმასი ასკარად, კაცს ვეღარ ატყვილებს და ახლა ცარიელ კარსაც ააცილა. არ ვიცი რა სჭირს. უნდა მოუმატოს, ივარჯისოს ბევრი და გამოფხიზლდეს ცოტა. მალევე უნდა ჩაჯდეს სასტავში, ტორე დასვამენ
გიორგი
რა უცნაური ხალხი შემოდის ამ საიტზე აი ამ კომენტარს დიზლაიქი რატომ უნდა დაადვა რა წერია აქ არ მოსაწონი კი ბატონო ყველას თავისი მოსაზრება აქვს მაგრამ კომენტარს რომელიც უმღლეს პროფესიონალურად აღწერს ჩვენთვის საინტერესო გუნდის წინმდგარ სხვადასხვა ტურნირებზე ძალების სწორად გადანაწილებაზე რას უწუნებთ იქნებ ახსნათ ძალიან საინტერესო იქნება.
სოსო
რა თქმა უნდა ბარკოლასა და დამბელეს დაასვენებენ!ითამაშებენ ისინი,ვისაც ფორმის აღდგენა და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.ხვიჩასათვის ყოველი ასეთი მატჩი,დამატებით,გუნდის სათამაშო სქემებში სრულად ჩართვისა და მიჩვევისათვის არის საჭირო.რა თქმა უნდა ფეხბურთელებთან სათამაშო და ადამიანური კავშირების ჩამოყალიბებაც,ასევე მნიშვნელოვანია.
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა