საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-დან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი პირველი მეტოქე, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი იქნება, მეორე მეტოქის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.

21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში,17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

2025 | 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი

11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა

14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა

17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე შეგახსენებთ, რომ 2027 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს შესარჩევი ციკლის წილისყრა 6 თებერვალს გაიმართება.

გიორგი დეკანოსიძე 21-წლამდე ნაკრებში იმუშავებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი, გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის წინ, რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და გუნდში, გიორგი ადამიასთან და ზაურ სვანაძესთან ერთად, მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტის პოზიციას დაიკავებს.

გიორგი დეკანოსიძე: "მიხარია, რომ დღეს იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას და იმედი მაქვს, რომ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები. ჩემდამი ნდობისთვის, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო."

სამწვრთნელო კარიერა

2011-12 | დინამო თბილისი - U10 | მთავარი მწვრთნელი

2011-12 | დინამო თბილისი - U17 | მწვრთნელის დამხმარე

2012-13 | რუსთავის ოლიმპი | მწვრთნელის დამხმარე

2013-14 | იბერია 1999 - U19 | მთავარი მწვრთნელი

2013-14 | იბერია 1999 | აკად. დირექტორის თანაშემწე

2015-17 | იბერია 1999 | აკადემიის დირექტორი

2017 | დილა გორი | მწვრთნელის დამხმარე

2017-18 | თელავი | მთავარი მწვრთნელი

2019 | დილა გორი | მთავარი მწვრთნელი

2020 | დინამო თბილისი | მწვრთნელის დამხმარე

2020-21 | ლოკომოტივი თბილისი | მწვრთნელის დამხმარე

2022-23 | დინამო თბილისი | მწვრთნელის დამხმარე

nakrebi.ge

ზაკო-12
შემადგენლობას 2თვით ადრე ვინ აცხადებს? ან რა იციან ვინ როგორ ფიზ. მზადყოფნაში იქნება
N
...და შემადგენლობა?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გიორგი დეკანოსიძემ გორის "დილა" დატოვა
გიორგი დეკანოსიძე "დილას" მწვრთნელად დანიშნეს
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
გიორგი დეკანოსიძემ "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა