სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს შეხვდა
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ფალავნებმა კიევში გამართულ ამ პრესტიჟულ ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ტუღუში (81) და გურამ თუშიშვილი (90) გახდნენ, ბექა დონღვანი (73) და შალვა ჩოჩელი (90) მეორეზე გავიდნენ, ლევან გუგავა (73) კი მესამე იყო.

ღვინიაშვილმა წლეულს სეზონის სამივე უმთავრესი შეჯიბრება მოიგო - ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, 90 კილოგრამში გამართული ქართული ფინალი კი ამ რანგის ტურნირებში პირველი შემთხვევაა ქართული ძიუდოს ისტორიაში.

შეხვედრას გოგოების გუნდიც ესწრებოდა მწვრთნელ გია თენაძის ხელმძღვანელობით. მართალია, გოგოები ამჯერადაც უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ მარიამ ჯანაშვილმა (57) ძალიან კარგად იჭიდავა ის დამამშვიდებელში გაფრთხილებით დამარცხდა.

მინისტრმა ბიჭებს და ნაკრების ხელმძღვანელებს წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა დიდი სამუშაოსთვის, რაც ამ წარმატებამდე გასწიეს და რამაც წლევანდელი ტრიუმფალური შედეგი მოიტანა. სამომავლოდაც მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა შეკრებებისა თუ ტურნირების დასაფინანსებლად. "მისასალმებელია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის, რომელსაც ღირსეულად შეუძლია ეროვნული ნაკრების წევრთა შეცვლა" - განაცხადა ვარძელაშვილმა.

"ყველა დაძაბული შეხვედრა იყო, განსაკუთრებით -ნახევარფინალში უკრაინელ დავით ხარებავასთან. მსაჯებიც მასპინძელის მხარეს იყვნენ, თუმცა ღმერთის წყალობით, მეტოქე დავამარცხე. ფინალში მეორე უკრაინელს ვაჯობე - ბოჰდან ზუსკოს, ვისაც ევროპის პირველობის ფინალშიც ვძლიე. საბედნიეროდ, ორივეს დამაჯერებლად მოვუგე" - გვითხრა ღვინიაშვილმა.

"ქართული ფინალი მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია და მიხარია, ასე რომ მოხდა. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, ჩემპიონობისთვის ვემზადებოდი. მე და შალვა ჩოჩელი მეგობრები ვართ. გამარჯვების შემდეგ ემოცია ამიტომ არ გამოვხატე" - თქვა თუშიშვილმა.

მთავარი მწვრთნელის შეფასებები

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ვაზაგაშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- წლეულს ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეთ, ელოდით ასეთ სეზონს?

- მართლაც წარმატებული სეზონი გამოგვივიდა. ევროპის პირველობაზე 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ, ოლიმპიურ ფესტივალზეც - 1 ოქრო და 4 ბრინჯაო, ყველაზე მთავარი კი მსოფლიოს პირველობა იყო, სადაც 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო დავიმსახურეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არც ერთ ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ოქროს მედლისა და ჩემპიონის გარეშე არ დავრჩენილვართ.

- უცხოელთა მხრიდანაც მოჰყვებოდა ამას გამოხმაურებები...

- როგორ მოხდა, რამ მოიტანა ასეთი სტაბილური სეზონი, ამხელა წარმატება... უცხოეთში ბევრი მეგობარი მყავს, მქონდა მათთან ლაპარაკი და ყველას აინტერესებდა ეს საკითხი.

- თავად როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მოვიდა ასეთი წარმატება?

- უპირველესად უნდა აღვნიშნო სახელმწიფოს დახმარება. რომ არა სპორტის სამინისტროს ფინანსური თანადგომა, ასეთი შედეგები არ იქნებოდა. მივიღეთ ყველაფერი, რაც მოვითხოვეთ - რომელი შეკრებაც მოვისურვეთ, დაგვიფინანსეს. მოსამზადებელ პერიოდში არ ყოფილა ერთი დღეც კი, რომ ბიჭები ჩემთან არ ყოფილიყვნენ. ტრაბზონიდან 30 ივლისს დავბრუნდით, მეორე დღეს კი უკვე შეკრება დავიწყეთ.

მიმაჩნია, რომ ეს იყო მთავარი ფორმის შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ, ბიჭებიც ამყვნენ მუშაობაში, არანაირი წუწუნი და უკმაყოფილება არ ყოფილა დატვირთული გრაფიკის გამო. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის. ისინი ნამდვილად გმირები არიან, რომ დროის მცირე მონაკვეთში ასე წარმატებით იჭიდავეს. ძალიან მოინდომეს და მაქსიმუმი გაიღეს.

- ფინანსური დახმარება აუცილებელია, მაგრამ საჭიდაო არსენალშიც ცვლილებებიც აშკარაა - დაიწყეს ჩოქბჯენში ჭიდაობა, ფიზიკურადაც ბევრად უკეთ არიან მომზადებულები...

- კი, ნამდვილად შეიცვალა ბევრი რამე, მათ შორის ფიზიკურ მომზადებაშიც და სწორედ ამან მოიტანა წარმატებები.

- ქართული ფინალი ჩვენთვის გამორჩეული ამბავია...

- შალვა ჩოჩელი ნახევარფინალში იაპონელთან შეხვედრით იმ დღის გმირი გახდა. მან შეძლო და იმ სტილში იჭიდავა, რაც შევუკვეთეთ. იაპონელთან მოგება იოლი არაა. ყველა დავალების პირნათლად შესრულება რომ არა, ფინალში იაპონელი გავიდოდა და კაცმა არ იცის, იქ რა მოხდებოდა.

ძალიან კარგად იჭიდავა თუშიშვილმაც. მონდომებით და შემართებით მან დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის ღირსი იყო.

ნახევარფინალში მათი ჭიდაობისას ჩემი ფიქრი მხოლოდ ის იყო, ქართული ფინალი შემდგარიყო. წინა დღეს ამის შანსი 73 კილოგრამშიც გვქონდა, მაგრამ ლევან გუგავა რუს მეტოქესთან აშკარად დაჩაგრეს. ფინალის დამთავრებამდე მათ აღარ გავკარებივარ, არავითარი დავალება არ მიმიცია. მხოლოდ ის ვთხოვე ორივეს, რომელიც მოიგებთ, ეცადეთ, სიხარული ძალიან არ გამოხატოთ-მეთქი. ამიტომ იყო თუშიშვილი ისე თავშეკავებული.

- ბექა ღვინიაშვილი გამორჩეული თემაა და ალბათ, ბევრიც გექნებათ მასზე სათქმელი.

- ღვინიაშვილი ძალიან მშრომელია, დამჯერი, აკეთებს ყველაფერს, რასაც დაავალებენ. მან თუ ასე გააგრძელა ვარჯიში, აუცილებლად ვიხილავთ დიდ არენაზე.

- 73-შიც ძალიან სტაბილურად გამოვიდნენ ჩვენები. თქვენი აზრით, იქაც იყო ქართული ფინალის შანსი?

- ძალიან კარგად იჭიდავა - დონღვანმაც და გუგავამაც. დონღვანს მთელი სეზონი წონის პრობლემა აწუხებდა, საკმაოდ ბევრს იკლებდა - 6-7 კილოგრამს. ახლაც ამდენი დაიკლო, მაგრამ მაინც შეძლო მობილიზება. მადლობა მას იმ დიდი მონდომებისთვის, რამაც ფინალში გაიყვანა. ის ევროპაზე მეხუთეზე გავიდა - იქ რუს ვალენტინ გერეკოვთან წააგო, ვისაც ახლა მეოთხედფინალში აჯობა, ფინალში კი მეორე რუსთან, სულეიმან ვიშეგუროვთან წააგო.

გუგავაც კარგად გამოვიდა და შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად ფინალისტი იყო. ქართულ ფინალს ერთი დღით ადრე ვიხილავდით, მაგრამ მსაჯებმა ვიშეგუროვი არა და არ გააფრთხილეს. ძალიან მწყდება გული თამაზ კირაკოზაშვილზეც 60 კილოგრამში. ის მეოთხედფინალში იაპონელთან დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მოპოვება მაინც შეეძლო. სამწუხაროდ, ვეღარ განეწყო საბრძოლველად.

თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა ეს გუნდი გაისად მთლიანად ახალგაზრდებში გადადის. ამ ნაკრებიდან რამდენიმეს ნამდვილად შეუძლია 2016 წლის ოლიმპიადაზე მოხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
რომელ ვარსკვლავზე გააკეთებს პერესი 150-მილიონიან შეთავაზებას - The Telegraph-მა ეს ფეხბურთელი დაასახელა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს