მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე არგენტინის ნაკრები კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს
საქართევლოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე არგენტინის ნაკრები კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს. "პუმები" უკვე ევროპაში არიან და მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობენ.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა შემადგენლობაში ძირითადის ყველა მოთამაშე დააყენა. როგორც ჩანს, "პუმების" თავკაცი, 10 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან სწორედ ამ შემადგენლობით აპირებს თამაშს და უელისის ნაკრებზე უკეთეს გამომცდელს აბა, სად იპოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ფელანი უელსთან ყველა ვეტერანს ათამაშებს. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან პირველხაზელები როდრიგო რონსერო და მარიო ლედესმა, მეორეხაზელი პატრისიო ალბასეტე, მესამეხაზელები ხუან მანუელ ლეგუსამონი და მარტინ ფერნანდეს ლობე. "პუმებს" მგეზავი ფელიპე კონტეპომი უკაპიტნებს.

საგუსლისხმოა, რომ ძრითადი შემადგენლობის 15 მორაგბედან 12 საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და "ბორჯღალოსნების" უმრავლესობა მათ კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები არგენტინელებს ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, პალმერსტონში 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. ორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. გონსალო კამაჩო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ხუან მანუელ ლეგუსამონი.

16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიანო გალარსა, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლანალე, 21. ფედერიკო სანჩესი, 22. ხუან იმჰოფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა