„პარიზიენმა“ საფრანგეთის თასზე, „ლემანთან“ სტუმრად მოგებულ 1/8-ფინალურ მატჩში (2:0), პსჟ-ის გარემარბის ხვიჩა კვარცხელიას თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯერ უნარები ვერ წარმოაჩინა.

ხვიჩა კვარაცხელია არ ჩქარობს თავისი ფასეულობის ჩვენებას

"ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ქართველმა თავდამსხმელმა მესამე შეხვედრა „ლე მანთან“ ჩაატარა და ისევ გაუბედავად იასპარეზა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე ის პარიზული გუნდის შემტევებთან იერარქიულ საფეხურზე რჩება.

ხვიჩამ ვერ გაიტანა „ლე მანთან“ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი პირველი გოლი და მოგვიწევს დაველოდოთ, როდის იზეიმებს ამას. 7 ნომერი დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო და მას სათანადოდ არ ეხმარებოდნენ ამორფული პარტნიორები. „კვარას“ თითქმის ერთთვიანი უთამაშებლობის შემდეგ „პარკ დე პრენსზე“ დებიუტი დამაიმედებელი გახლდათ. „რეიმსთან“ მატჩის დაწყებამდე პუბლიკის წინაშე წარდგენილმა 70 მილიონ ევროდ შეძენილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა უსმან დემბელეს გადამწყვეტი პასი გაუკეთა.

„მუშაობას გავაგრძელებ, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყო“, - თქვა მაშინ „კვარამ“ და აღიარა, რომ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ პიკზე არ იმყოფება. „მარი მარვინგტზე“ შედარებით თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, ლუკა ერნანდესთან და სენი მეილიუსთან ერთიერთმოქმედებით მარცხენა ფლანგიდან თამაშის გამწვავების მრავალი მცდელობა ჰქონდა. ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ლის ძლიერი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა. იქამდე მეილიუ სწრაფ გარღვევაზე გაიყვანა და პირველი ტაიმის დასასრულს საჯარიმოში ისევ დაკარგა ბურთი.

კვარაცხელიას ასეთი მოკრძალებული მოქმედებებიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია ლუის ენრიკემ ის მოიერიშეთა შორის მოწინავეთა შორის დააყენოს, რამეთუ პარიზელთა თავდამსხმელებმა აჩვენეს, რომ უკანასკნელ ხანს შესანიშნავად ირჯებიან. ზედიზედ ორ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი დემბელე შეუცვლელია.

„ძალიან არაპროგნოზირებადია, ერთი ერთზე თამაში ეხერხება და მისი შეჩერება რთულია“, - გვითხრა „კვარას“ შესახებ ოლივიე ჟირუმ. „ლე მანთან“ ხვიჩამ თავისი იმიჯი ვერ დაადასტურა, ბონუსების გარეშე 70 მილიონად შეძენილი ფასეულობის წარმოჩენას არ ჩქარობს. თუმცა, კლუბში ყველამ იცის, რომ ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში ადაპტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება“.

გიორგი
ახალ გუნდში ადაპტაციის პერიოდი აქვს კვარას, რასაც შესანიშნავად გადის.სიმბოლურში მოხვდა, საუკეთესო შეფასებაც მიიღოს,მეტი რა გააკეთოს.ამასთან არ დავივიწყოთ, რომ ადაპტაცია გაუჭირდათ თვით მბაპეს, ნეიმარს, რონალდოს და მესისაც კი.ამასთანავე მწვრთნელი ცდის რამოდენიმე პოზიციაზე,რასაც თავი კარგად გაართვა.საკვირველია რა პასების იძლევა და როგორი ხედვა აქვს.მე ვფიქრობ რომ შეუცვლელი გახდება და საფრანგეთსაც მალე აალაპარაკებს და არა მარტო...გაუმარჯოს კვარას!!!
dew
მაგას ქვია არაპროფესიონალიზმი
რაფინია დაფრინავს რაფინია არ დადის
კვარას აკლიმატიზაცია აცალეთ და ძალიან მაგრა ათამაშდება
ზურა
აუ ბიჭო გეყოფათ რა ეს ილუზიებში ყოფნა და სადღეგრძელოები, კარგ ფეხბურთელი თუ ხარ და პროფესიონალი ხარ შენს დონეს უნდა აჩვენებდე ყველა თამაშში, უნდა შეძლო და შეეწყო გუნდს და არა პირიქით რო შენ შეგეწყოს ყველა, გასაგებია ყოველთვის გოლს ვერ გაიტანს და საგოლე გადაცემას ვერ შეასრულებს, მაგრამ ეს ის კვარაა აღარაა რაც იყო თავიდან რომ დაიწყო ნაპოლიში თამაში, მოუკლო რაღაცეებს და ჯობია გაახილოთ თვალი.
ddddddd
როგორი სრულყოფილი პროფესიონალიზმის გაგებაა! ყოჩაღ, მცოდნევ და გონებაგახსნილო!
უფროსი
ხვიჩა ფიზიკურად და თექნიკურად კარგ ფორმაშია. თაქტიკური იდეები მწვრთნელმა უნადა მიაწოდოს. ყველამ იცის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დრიბლინგით შეეცდება კარგ პოზიციაზე გასვლას, და ამიტომ 4 მცველი დასდევს. ეს მწვრთნელმა უნდა გამოასწოროს.
Levani
არა ბიჯო ლე მანთან და გრენობლთან გაიგიჟებს თავს. გამოვა ჩემპიონთა ლიგაზე და აჩვენებს რაც შეუძლია.
იხვი
ადრე თუ გვიან მაინც უნდა წასულიყო, ნაპოლის დონე არაა ხვიჩასი. გრანდში უნდა ითამაშოს, ინსინიესავით ხომ არ უნდა გადაეყოლა თავისი კარიერა სოფლის გუნდზე? ნაპოლიმ საკმაო ფული მიიღო, მეტი რა უნდათ?
ვაჟა მასწავლებელი
ცოტა ხნის წინ ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ კიდევ ერთხელ "წაიტირა" ხვიჩას პსჟ-ში გადასვლაზე. თუ ასე გული დაწყდათ - ემოქმედათ კაცურად და არაფერი არ მოხდებოდა.
მირო
"ისევ გაუბედავად იასპარეზა"-ო,მართალია გამბედაობა აკლია,ჯერ არაა საუკეთესო ფორმაში,მაგრამ ორი საგოლე პასი მაინც გაკეთა.ერთი მაინც რომ გაეტანათ მის პარტნიორებს,სულ სხვა შეფასება ექნებოდა.ჯერ დაბნეულლი ჩანს ცოტა,დრო უნდა და ათამაშდება,ფსიქოლოგიური წნეხიც აქვს,არ უნდა შერცხვეს და ფრთხილობს.რაც უფრო თამამად აიღებს თავის თავზე თამაშს,მით უკეთესი შედეგი ექნება.
სოსო
როგორც ჯან ლუიჯი დონა რუმამ ილაპარაკა,"ხვიჩა გუნდში კლასით ყველას აღემატება!ეს ვარჯიშებზე ცხადად ჩანს!"
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს