ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა იგულისხმა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას მხრიდან "შანტაჟში" - იტალიური პრესა განმარტავს

რა იგულისხმა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას მხრიდან "შანტაჟში" - იტალიური პრესა განმარტავს

5 თებერვალს "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, გვერდს ვერც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს აუვლიდა.

მანამ ქართველზე საუბრისას სიტყვა შანტაჟი ახსენა, თუმცა ამ ყველაფერს ბოლომდე შანტაჟსაც ვერ უწოდებოდა. იტალიური მედია "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის ამ ფრაზას გამოეხმაურა და la Repubblica-მ ეს სიტყვები შემდეგნაირად გაშიფრა.

საქმე იმაშია, რომ "ნაპოლის" ხვიჩას მხრიდან FIFA-ს მე-17 მუხლის გამოყენების ეშინოდა, რომლის საშუალებითაც ფეხბურთელს ზაფხულში გუნდიდან წასვლა დაახლოებით 10 მილიონ ევრო შეეძლებოდა, ყოველივე ეს კი იტალიურ გუნდს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანდა და "პარტენოპეი" იძულებული გახდა, ჩვენებური ახლავე გაეყიდა.

ზემოთ აღნიშნული წყარო ასევე წერს, რომ კვარაცხელიას გუნდის პირდაპირი შანტაჟი არასდროს დაუწყია, მაგრამ მას წასვლა უნდოდა, კონტრაქტს არ აგრძელებდა და ეს ყოველივე შესაძლოა, მომხდარიყო.

ინფორმაციისთვის, FIFA-ს მე-17 მუხლის მიხედვით, 28 წლამდე ფეხბურთელს ამჟამინდელი გუნდიდან წასვლა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ თავისი განზრახვის შესახებ გუნდს ბოლო ჩატარებული მატჩიდან უახლოეს 15 დღეში შეატყობინებს, ასევე იმავე ჩემპიონატში მოთამაშე კლუბში შემდეგ 1 წელიწადში ვერ გადავა და კომპენსაციას გადაუხდის მის ამჟამინდელ გუნდს. ეს ყოველივე კი მოთამაშეს კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ შეუძლია.

• მწარე

მე მგონი პსჟ მას ვინგერობას არც თხოვს.

• M-33

nedved-ს. საქმეც მაგაშია რო სითავხედე და კაცზე ვერ წასვლა სისწრაფის კლების ბრალია, ეს თავდაჯერებას გაკლებს შინაგანად გინდა არ გინდა, როცა დარწმუნებული აღარ ხარ რომ მცველს შორ მანძილზე სპრინტს მოუგებ, კონტემ რა ჩარჩოშიც არ უნდა ჩაგსვას და როგორაც არ უნდა შეეზღუდა მისი შესაძლებლობები კვარა შემტევია და არავინ არ ეტყოდა ერთი ერთზე არ მოატყუო მცველიო მისი სისწრაფის კლებამ გამოიწვია ეს სითავხედის თუ სითამამის კლება მარტივია. შეხედე ბარკოლას ბარკოლას და ხვიჩას სპრინტი ერთი და იგივეა? რეალურები ვიყოთ 100 მეტრიან მანძილზე ბურთთან ერთად თუ უბურთოდ ბარკოლა ბუცებს არ დაანახებს ხვიჩას იმხელათ გაასწრებს და ეს ერთერთი უმთამთავრესი სქილია თანამედროვე ვინგერისთვის და არა ერათადერთი ხვიჩას უკეთესი მოედნის ხედვა და უკეთესი პასის გაკეთება შეუძლია ეს კი კვარას პლიუსია.

• სოსო

სანამ შეეძლოთ,ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ,რათა კონტრაქტი კვლავაც მინიმალურ დონეზე გაეგრძელებინათ,მაგრამ რაკი ვერ გატეხეს,რაც მისცეს,იმ ფასად გაყიდეს.5 თვის შემდეგ,ხვიჩა უფასოდ წავიდოდა პსჟში და მხოლოდ სამი წლის შემდეგ გადაუხდიდა ნაპოლის 10 მილიონს.მაშინდელი 10 მილიონი კი,დღევანდელ 10 მილიონზე გაცილებით ნაკლებად მყიდველუნარიანი იქნებოდა და მხოლოდ ამან აიძულათ,მისი გაყიდვა.პსჟს ალბათ იმისი ეშინოდა,სხვებს არ დაესწროთ და ბოლო წუთებში არ გადაეხადათ,თორემ 50 მილიონიც რომ შეეთავაზებინათ,ან უფრო ნაკლებიც,ნაპოლი მაინც იძულებული გახდებოდა,გაეყიდა და მთელი სხვაობა,50-10=40 მილიონიც არ დაეკარგა.რეალურად გაკეთებული ტრანსფერით,ნაპოლიმ 70-10=60 მილიონის სუფთა მოგება ნახა და ხმა არ ამოეღება ხვიჩას მისამართით.5 თვეში 60 მილიონი,ერთ თვეში 12 მილიონია!ხვიჩას კი,ნაპოლიში ყოფნის 2,5 წელიწადში,დაახლოებით 3,8 მილიონი აქვს მიღებული,ხელფასის სახით და ეს დაახლოებით ის თანხაა,რამდენსაც პსჟში ხელფასის სახით აიღებს დარჩენილ 5 თვეში!ხვიჩას შეეძლო სეზონის ბოლომდე დარჩენილიყო ნაპოლიში და ნაპოლისათვის მოგების სახით დარჩენილი 60 მილიონისაგან ხელები დაებანინებინა,მერე კი,პსჟ,მასთან გაცილებით უკეთეს კონტრაქტსაც დაუდებდა მას.ნაპოლის გუშემატკივრები ალბათ თანდათან გააცნობიერებენ ამას და დააფასებენ.

• nedved

სისწრაფე არააქ დაკარგული, უფრო ის სითავხედე და სითამამე აღარ აქვს რითაც პირველ წელს მოქმედებდა. გინდა არგინდა ეს კაცზე წასვლა რისკიანია და დაკარგვების შანსი მეტია, ამიტომ ყველა მწვრთნელი და მითუმეტეს კონტე მისგან მეტ სიფრთხილეს მოიტხოვდა. აქედან მოდის თვითონაც იმაზე უფრო ფიქრობს ბურთი არ დაკარგოს, ვიდრე გაამწვავოს

• M-33

რეალურად მართლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სისწრაფე დაკარგა. მახსოვს კოვიდის დროს ესპანეთთან რომ ვითამაშეთ, ხალხს ისე ატყუებდა იფიქრებდი, რომ უმარტივესი რამე იყო მცველზე გაცდენა. იგივე იყო ნაპოლის პირველ სეზონში. მერე, სამწუხაროდ, გაქრა ეს სისწრაფე და წავიდა….იქნებ ცენტრში უკეთესია, 10იანზე მისი ადგილი ( არადა დიდი ხანია ეს პოზიცია წარსულს ჩაბარდა, მით უმეტეს დაცვაში არმომუშავე ნახევარმცველი), სამი კაცი აზის ფეხზე და დაცვას წელავს და ა.შ. იმდენად მაღალი კლასისაა, ამ დაკარგული სისწრაფის ფონზეც, რესპექტაბელური სტატისტიკა დადო და ძვირადაც გაიყიდა, მაგრამ იგივე ზაფხულში 70ს კი არა 100ს იხდიდნენ. მერე ყველაფრის მნახავი კონტე მიხვდა, რომ არც ისე შეუცვლელია გუნდისთვის და სარფიანად გაასხვისა. ახლა გზაგასაყარზეა და ვნახოთ როგორ და რა გზით წავა, ფაქტია ვინგერი უფრო სწრაფად უნდა ატყუებდეს კაცს ან სალაჰის დონის ფინიშინგი მიიღოს, რაც ძაან არარეალურია. ეს საუბარია მისი, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელის განვითარებაზე, თორემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში რომ საუკეთესო ფეხბურთელია და მომდევნო 10 წელი რომ ნაკრები მის მხარზე უნდა იყოს ჩამოკიდებული, ამაზე საუბარი არცაა

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს

"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს

[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება