ლეგენდარული ესპანელი მეკარის იკერ კასილასისა და ყოფილი პორნო ვარსკვლავის კლაუდია ბაველის ურთიერთობის ამბის გავრცელების შემდეგ, ვითარება სკანდალურად განვითარდა.

გოგონამ ესპანურ სატელევიზიო შოუ De Viernes-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ იკერთან ფოტოების გავრცელების შემდეგ, მას ყოფილი მეკარე დაშორდა. ამასთან, ბაველმა რამდენიმე საინტერესო გზავნილიც გააჟღერა.

მან თქვა, რომ იკერი ძუნწია, რადგან მას ჭიქა ღვინო სთხოვა, "რეალის" ლეგენდამ კი უპასუხა, რომ სუპერმარკეტში წასულიყო და ბოთლი თავად ეყიდა.

ბაველმა ასევე აღნიშნა, რომ კასილასი უკეთესი მეკარე იყო, ვიდრე შეყვარებული. გოგონას ეს გზავნილები იკერას ძალიან არ ესიამოვნა და შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

კასილასმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მისი ღირსების შელახვა იყო და ყველას სთხოვს, რომ მისი პირადი ცხოვრება სამსჯავროზე არ გამოიტანონ, თავად კი ამას არასდროს აკეთებდა.

"14 წლიდან ვარ ჩართული პროფესიულ ფეხბურთში. კარიერა, რომელმაც ბევრი სიხარული მომცა, ალბათ, ყველაზე დიდია და ვამაყობ, იყო საზოგადოების მხრიდან უზარმაზარი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი.

ჩემს პირად ცხოვრებაზე არასდროს მისაუბრია და რაიმე ექსკლუზივით სარგებელი არასდროს მიმიღია. ყოველთვის ვითხოვდი პატივისცემას და თავს შორს ვიჭერდი ჭორებისგან.

ძნელია იმის დაშვება, რომ გარკვეული ადამიანები ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე დადიან გადაცემებში ჩემზე ან ჩემს გარემოზე სალაპარაკოდ, ჩემს პირად ცხოვრებაზე აბსოლიტური უგულვებელყოფით, ჩემს კონფიდენციალურობასა და ღირსებაზე თავდასხმით. მათ უნდათ, რომ ჩემს ხარჯზე მარტივი პოპულარობა მიიღონ", - დაწერა იკერმა და არ გამორიცხა, რომ საქმე სამართლებრივი მხარე მიეცეს.

იკერის ამ პოსტის საპირისპიროდ დღეს განცხადება უკვე ბაველმა გამოაქვეყნა, რომელმაც დაწერა, რომ როგორც სხვას, მასაც აქვს უფლება თავისი გამოცდილება გააზიაროს და ეს სხვა ადამიანებზე თავდასხმას არ ნიშნავს და არასდროს უცდია, რომ თავისი სიტყვებით ვისმეზე როდისმე ზიანი მიეყენებინა.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობა არის საერთო გამოცდილება. ამ ამბის ჩემი მხარის გამოხატვა არ არის პირადი ცხოვრების ხელყოფა, არამედ ჩემი თავისუფალი გამოხატვის უფლების გამოყენება. არასოდეს ყოფილა ჩემი განზრახვა, რომ ვინმე გამომეყენებინა ან ზიანი მიმეყენებინა ჩემი განცხადებებით.

ჩემთვის გასაკვირია, რომ ჩემი ჩვენება თავდასხმად არის წარმოდგენილი. რაც მე ვილაპარაკე, ეფუძნება რეალურ ფაქტებს, რომლებიც ჩემი ცხოვრებისა და ჩემი პირადი გამოცდილების ნაწილია.

მსოფლიოში, სადაც ქალები თავის უფლებებისთვის იბრძვიან, შემაშფოთებელია, რომ ხდება ჩემი გაჩუმების მცდელობა და წარმომაჩინონ ცნობადობის გაზრდის მსურველად სხვის ხარჯზე.

კონფიდენციალურობის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სიმართლის პატივისცემა და თითოეული ადამიანის უფლებაა, გაუზიაროს თავისი გამოცდილება სხვას.

ღრმად ვწუხვარ, რომ ეს ვითარება ასე გამწვავდა და არის მცდელობა, რომ ჩემი ამბავი პატივის ან ცილისწამების საკითხად გადაიქცეს, როცა უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან ვისაუბრე.

კონფლიქტი ან დაპირისპირება არ მსურდა, მაგრამ არ დავუშვებ ჩემი გზავნილის დამახინჯებას ან არაკეთილსინდისიერ მოქმედებაში დადანაშაულებას", - წერს ბაველი.

ინფორმაციისთვის, კასილასი 2021 წელს ხუთლიანი თანაცხოვრების შემდეგ ტელეწამყვან სარა კარბონეროს გაშორდა. რაც შეეხება ბაველს, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოზარდთა საიტ Onlyfans-ზე განთავსებული კონტენტით ის ყოველთვიურად დაახლოებით 17 000 ფუნტს გამოიმუშავებს, Instagram-ზე კი 250 000 გამომწერი ჰყავს.

წნევა
იქნებ შენ ხარ ხარბი და ამიტომ გგონია ძუნწი?
სოსო
რაზე შეატყეთ,რომ ყოფილი პორნო მსახიობია?ან ქართულ ენაში,მეძავებს როდიდან უწოდებენ გოგონებს?ან რაში მაინტერესებს სპორტსმენების ბოზი ცოლების და საყვარლების ამბების მოსმენა?მეძავი არის მეძავი და არასოდეს მოიშლის სიბილწეს.სამწუხაროდ თქვენ საიტზეც ჩანან მაგ სამყაროს თაყვანისმცემლები და ეტყობა არც აპირებთ,აგიტაციის შეწყვეტას.მძულს ყველა,ვინც ადამიანების გახრწნას ემსახურება და მათ რიცხვში,ამ ტიპს სტატიების ავტორები და ამ გვერდის ხელმძღვანელიც არიან. ასე იცოდეთ!
დათ
ძუნწი კიარა, კაცი ყოფილა შენნაირებს რომ არ აწველინებდა თავს
გიო
ასეა ჩემო იკერ ბოზებთან რო დაიჭერ კავშირს,შენც გაგაბოზებენ. ჩემი პატივისცემა იკერს,ძირს ბოზები
ლაშა
ამიტომ კინაღამ მიიღო ინფარქტი ახალგაზრდა იკერმა?! არ გამიკვირდა რა დაემარყა ამ ახალგაზრდა კაცს თქო?!
გიგა
სპორტის მოყვარულებო! კეთილი იყოს "პორნო საიტზე", თქვენი შემოსვლა!
Levani
რუსის ნაშების ტერმინია "ნასტაიში მუშინა" და აღნიშნავს ტიპს რომელიც ყველაფერს აკეთებს რაც ნაშას უნდა. ამ ნამდვილმა მამაკაცმა უნდა წაიყვანოს ეს ნაშა მდიდრულ რესტორანში,დასასვენებლად მალდივებზე,შესთავაზოს ცოლობა,გადაუფორმოს ქონება და ბოლოს დაშორდეს. ეს ეტაპები თუ გაიარე ესეიგი ნამდვილი მამაკაცი ხარ.
status quo
აბსოლიტური კი არა,აბსოლუტური, თქვე უწიგნურებო.

მოზარდთა საიტი როდის აქეთ გახდა ონლიფანი, პორნოსაიტია ჩვეულებრივი.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი კასილასს გადაუსწრო
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
კასილასი: იამალი მხოლოდ რონალდინიოს მაგონებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
განქორწინების შემდეგ ურთიერთობა ყოფილ პორნო ვარსკვლავთან - კასილასი 28 წლის Onlyfans-ის მოდელთან დააფიქსირეს
კასილასს გაუთანაბრდა - ნოიერის მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას