შენჟენში მსოფლიოს უნივერსიადაზე შეჯიბრებაში წყალმხტომელებიც ჩაებნენ, სადაც ქართველი მონაწილეებიც ასპარეზობენ
შენჟენში მსოფლიოს უნივერსიადაზე შეჯიბრებაში წყალმხტომელებიც ჩაებნენ. გუშინ ვაჟები 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში ცდიდნენ ძალებს. მოასპარეზეთა შორის იყვნენ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი, რომლებმაც 6 ნახტომის შემდეგ 371,67 ქულა მოაგროვეს და მე-5 ადგილზე გავიდნენ. საგულისხმოა, რომ ბრინჯაოს მედლამდე ჩვენს ბიჭებს 3 ქულაღა დააკლდათ. არადა, ქართველმა წყალმხტომელებმა ტიტულოვან უკრაინელებს - ილია კვაშას და ოლექსეი პრიგოროვს, რუსებს - რომან იზმაილოვსა და იგორ კორიაკინს აჯობეს. პირველი-მეოთხე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. კაი ქინი, ჯინ ლინი (ჩინეთი, 419,07), 2. კომელ პაჩეკო, ჯონათან რუვალკავა (მექსიკა, 385,32), 3. იუ ოკამოტო, შო საკაი (იაპონია, 374,40), 4. აარონ ფლეშნერი, ლანდონ მარზულო ( 374,16).

სერგო პეტრიძე წილისყრით, როგორც გაუწყეთ, ჩოგბურთელთა 23-ე ჯგუფში მოხვდა. პირველი შეხვედრა მან კორეელ ლისთან წააგო 0:3, გუშინ კი მსგავსი ანგარიშით (2:11, 5:11, 7:11) ჰოლანდიელ ჩუნთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

გუშინ მოჭადრაკეებმა ორი ტურის პარტიები გამართეს. ვაჟებში დავით ბენიძემ მე-3 ტურის შეხვედრა მალაიზიელ ლუ იუ იონგ აუს მოუგო, ლუკა პაიჭაძე კი სლოვაკ იან მარკოშთან დამარცხდა. ამავე ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ჰაო ვანმა (ჩინეთი), რომელმაც ანდრეი ვოვკს (უკრაინა) სძლია. მსგავს წარმატებას მიაღწიეს ავეტიკ გრიგორიანმა (სომხეთი), ვასილ პაპინმა (რუსეთი) და აჰმედ ადლიმ (ეგვიპტე).

ვანმა და გრიგორიანმა პოზიციები მე-4 ტურში განიმტკიცეს, შესაბამისად, პაპინისა და ადლის ძლევით. რაც შეეხებათ ჩვენებურებს, დავით ბენიძემ ფელიქს ჰინდერმანი (შვეიცარია) დაამარცხა და 3 ქულა მოაგროვა. ლუკა პაიჭაძემაც იმარჯვა ნიდერლანდელ ჟან ქიან ვანთან პაექრობისას და ახლა 2,5 ქულა აქვს.

გოგონების მე-3 ტურში პოლონეთის ნაკრების წევრმა იოლანტა ზავადსკამ თეთრი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილს აჯობა, მაკა ფურცელაძე ჩინელ ქიან ჰუანს დაუზავდა, ნინო ბაციაშვილმა კი ყაზახ გულმირა დაულეტოვას სძლია.

მეოთხე ტურში ლიდერების - ირინა ვასილიევიჩისა (რუსეთი) და იოლანტა ზავადსკას ორთაბრძოლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამარჯვებით დამთავრდა და 4 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა, რადგან სამქულიანი შენ იანი (ჩინეთი) ტუვშინთუგს ბათხიმეგს (მონგოლეთი) დაუზავდა.

ქართველთა პარტიები ასე დამთავრდა: ნინო ბაციაშვილი-კარინა ამბარცუმოვა (რუსეთი) 1:0, ანე სარაჩ ჰულტი (გერმანია)-მაკა ფურცელაძე 0:1, სოფიკო გურამიშვილი-ტამარა ჩერემნოვა (რუსეთი) 0:1. ფურცელაძეს და ბაციაშვილს 4 შესაძლებლიდან 3,5-3,5, გურამიშვილს კი 2 ქულა აქვს.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. ხვალ მე-5 ტურში მეწინავეთაგან ითამაშებენ: გოგონები. თან ჟონი (ჩინეთი)-ირინა ვასილევიჩი (რუსეთი), ტუვშინთუგს ბათხიმეგი (მონგოლეთი)-ქიან ჰუანი (ჩინეთი), მაკა ფურცელაძე-ნინო ბაციაშვილი, მადინა დავლეტბაიევა (ყაზახეთი)-შენ იანი (ჩინეთი), იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-ანდელია სტოიანოვიჩი (სერბეთი). ვაჟები. ჰაო ვანი (ჩინეთი)-ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი), ჩაო ლი (ჩინეთი)-ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), ძიანჩაო ჟოუ (ჩინეთი)-მარტინ კრავცივი (უკრაინა), პეტერ მიხალიკი (სლოვაკეთი)-იუ ვანი (ჩინეთი), დავით ბენიძე-ჰუა ნი (ჩინეთი)... ოლივერ კურმანი (შვეიცარია)-ლუკა პაიჭაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს