The Guardian-ის ინფორმაციით, UEFA თავისი ეგიდით გამართული ევროტურნირების პლეი-ოფის მატჩებში სერიოზულ ცვლილებას განიხილავს.

ახალი წესით, გუნდები 2-რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, თუ საბოლოო შედეგი ფრე იქნება, პირდაპირ პენალტების სერიას ითამაშებენ და დამატებითი დრო აღარ იქნება.

ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ ეს ვარიანტი მართლაც განიხილება და ამით გადატვირთული კალენდრის შემსუბუქებას შეეცდებიან.

ივარაუდება, რომ ეს წესი ძალაში მინიმუმ 2027 წლამდე არ შევა, თუმცა იდეა ამ ეტაპზე სერიოზულად განიხილება.

ქობულეთიდან
აქ საუბარია ევროტურნირის პლეი-ოფებზე, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენს ლიგაზე და არა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც 2 მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება და გუნდებს დამატებითი ტაიმების ჩატარება უწევთ, ისეც ყოფილა რომ ერთ კონკრეტულ გუნდს ერთ ტურნირზე რამდენიმეჯერ მოუწია დამატებითი დროის თამაში,რაც მართლაც დიდ ენერგიას მოითხოვს. ამას არ ჯობდა რომ ყოფილიყო სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა? ასეთ შემთხვევაში დამატებითი დრო მინიმუმამდე შემცირდებოდა.
გიო
ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა აი ეს ტურნირები ეხება.
გიორგის
ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კონფერენს ლიგა. ამ ტურნირებზე ფინალამდე ყველა საფლეიოფო მატჩი ორ რაუნდიანია. საკლუბო ტურნირებზეა აქ ლაპარაკი და არა მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი
ძვირფასო მეგობრებო, ან მე არ მესმის მხოლოდ ამ სტატიის აზრი ან პრობლემა გვაქვს წაკითხულის გააზრებასთან. სტატიაში ხაზგასმითაა ნათქვამი ორ რაუნდიან დაპირისპირებაზე. რომელ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზეა მსგავსი ორრაუნდიანი დაპირისპირებები? მანდ ხომ მხოლოდ ერთი თამაშია. ან რომელი ფინალია ორრაუნდიანი?
ჯეჯე
ბუნებრივია, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ახსნა და გამართლება. ყველა მედალს აქვს ორი მხარე. ისე კი, რამდენჯერ ყოფილა, რომ დამატებითი დრო, მხოლოდ იმ კონკრეტული თამაშის კი არა, ჩემპიონატის მშვენება გამხდარა. თუნდაც, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გერმანია-საფრანგეთი. ან, 1978 წლის ფინალი.
ჩეფერინი
გულდასმით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მინდა გითხრათ რომ მოხიბლული ვარ თქვენი გამჭრიახობით, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს!
ჯონი
ეგრე, პენალტები ცალკე, ნეიტრალურზე ჩაატარონ თანაბარი გულშემატკივრის პირობებში.
ბმბ
ყოჩაღ ჟორა
კინგი
მისაღებია,ვეთანხმები.დაბალ კოეფიციანტიანი თამაშები თასზე ბაგა-ბუგით ტყდება.ძირითადი დრო ფრე,დამატებითში ზოგჯერ 3 და 4 ბურთით იგებს ძლიერი გუნდი

რა მაგისი პასუხია და თამაშის ბოლო ათ წუთში უნდა აიკრძალოს მოთამაშეების შეცვლა,თუ ის არ იქნება ტრამვით გამოწვეული. ამ შემთხვევაშიც სათამაშო დრო უნდა გაჩერდეს.
დიმიტრი
საკლუბო ტურნირებზე კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატებზე ალბათ არ იქნება კარგი. ამაის იმიტომ ვწერ, რომ აქ არ არის დაკონკრეტებული რა ტურნირებზეა საუბარი, მხოლოდ UEFA-ს ევროპული ტურნირები წერია და ეს ამ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატსაც მოიაზრებს, დასკვნით ფაზას ვგულისხმობ და არა შესარჩევის ფლეი ოფს.
ჟორა გაბრიჭიძე
იმას, რომ გასვლა მიღების თამაშებზე დამატებითი დრო არ უნდა იყოს წლებია ვწერ. თუ გუნდმა საკუთარ მოედანზე პირველ თამაშზე 90 წუთი ითამაშა, იმან მოწინააღმდეგის მოედანზე რატომ უნდა ითამაშოს 120 წუთი? გასვლა მიღება იმიტომაა დაწესებული, რომ ორივე გუნდი თანაბარ მდგომარეობაში იყოს, აქ კი მეორე თამაშის მასპინძელი 30 წუთიან მასპინძლობის დამატებით დროს იღებს რატომ? ძალიან კარგი თუ მოიხსნება დამატებითი დრო და გუნდებს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებენ.
გიო გიო
ერთო შეხედვით მოსაწონია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ, არის თამაშები საკლუბო და სანაკრებო დონეზე როცა ნეიტრალური თვალით უყურებ და არ გინდა რო მალე დამთავრდეს, დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრი მასე ფიქრობს, მერე გავიხსენებთ და უეფას ლანძღვას დავიწყებთ რო 30 წუთი მოგვპარეს ამ დიდი სანახაობის ))
შადიმანი
ძალიან კარგი იდეაა,
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს