საფეხბურთო სკოლების თემა შიდა ქართლის ფეხბურთში ყველაზე მტკივნეულია
შიდა ქართლის საფეხბურთო ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი ყოველთვის გორის "დილა" იყო და ასეა დღესაც. მიმდინარე სეზონამდე, ანუ ვიდრე ეს გუნდი უმაღლესიდან ქვედა ლიგებში იყო დაქვეითებული და იქ სამი წელიწადი გაატარა, პირველ თავსატეხად რეგიონის ფეხბურთის მესვეურთ სწორედ "დილას" დაუძლურება მიაჩნდათ.

მას შემდეგ, რაც რეგიონის ხელისუფლების და უშუალოდ გუბერნატორის ძალისხსმევით ფინანსურ სიდუხჭირეს "დილამ" თავი დააღწია და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურნიც პირველ რიგში ისევ მისით ამაყობენ.

წლეულს გორის მუნიციპალიტეტისავე ინიციატივით გუნდს ქალაქის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და სტადიონი "ქართლიც" გადაეცა. შესაბამისად, მას ახლა აქვს არენა, რომელზეც ოფიციალურ მატჩებს მართავს და საკმაოდ კარგი მოედანი რომელსაც მხოლოდ ვარჯიშისთვის გამოიყენებს. მეორე მხრივ, მართალია, ამ გადაწყვეტილებით ცხინვალის "სპარტაკის" პირველ გუნდს საშინაო მატჩების "ქართლის" სტადიონზე გამართვის საშუალება აღარ ეძლვა, ამ კლუბის ბავშვთა გუნდები კვლავინდებურად გორში რჩებიან. ისინი ქალაქის გარეუბანში ივარჯიშებენ.

აქვე დავძენთ, რომ შიდა ქართლს უმაღლესის გარდა მხოლოდ რეგიონალლიგაში ჰყავს გუნდი. ხაშურის "ივერიას" გასულ სეზონში ცოტა დააკლდა პირველ ლიგაში აღზევებამდე, თუმცა იქაურთა მონდომებამ შესაძლოა გაისად გამოიღოს ნაყოფი. რეგიონის კიდევ ორი რაიონი კასპი და ქარელი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების მუშაობით შემოიფარგლებიან.

საერთოდ, საფეხბურთო სკოლების თემა შიდა ქართლის ფეხბურთში ყველაზე მტკივნეულია. სფფ-ს სალიცენზიო კომიტეტის გადაწყვეტილებით რეგიონის ვერცერთმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლამა დვერ მოიპოვა ლიცენზია, მეტიც მისი მიღების კანდიდატიც ვერ გახდა. რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი მიიჩნევს, რომ სავალალო მდგომარეობაში არცერთი საფეხბურთო სკოლა არ არის, თუმცა ლიცენზიის მისაღებადDიდი მუშაობა მართებთ. ინფრასტრუქტურას ისინი, რაიონების ხელისუფალთა დაუხმარებლად ვერ მოაგვარებენ. გადასაჭრელია გასახდელების, ცხელი წყლის, სამედიცინო მომსახურების, მოედნების პრობლემა.

საფეხბურთო სკოლებში მწვრთნელთა კვალიფიკაციას რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. მათი ინიციატივით წლეულს ერთხელ უკვე ჩატარდა სამწვრთნელო კურსები "ც" კატეგორიის ლიცენზიის მოსაპოვებლად. ახალა მიმდინარეობს მეორე ნაკადის ჯგუფების დაკომპლექტება შემოდგომიისთვის.

ხვიჩა გაგნიძე ერთადერთი მსაჯია შიდა ქართლიდან, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. რამდენიმე არბიტრი ამ რეგიონიდან პირველ და რეგიონალლიგის გათამაშებებსაც ემსახურება.

ადგილობრივი ფედერაციის ინიციატივით თითქმის ყოველ წელს იმართება ასაკობრივი პირველობები რეგიონის საფეხბურთო სკოლების მონაწილეობით. გამარჯვებული გუნდები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე ასაკობრივი გუნდი თბილისის პირველობაზეც მონაწილეობს.

გია რევაზიშვილი შვიდი წელიწადია საქართველოში "ღია სახალისო" ფეხბურთის ერთ-ერთი ინსტრუქტორია და წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი ლიახვის ხეობს სოფელმა თამარაშენმაც კი უმასპინძლა "სახალისო" ფეხბურთს.

საკმაოდ კარგად მუშაობს ქალთა ფეხბურთის სექციები. ყველაზე გამორჩეული კი ხაშურის გუნდია არა მხოლოდ ქართლში, მთელ საქართველოში. ბევრი თამაშობს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

რეგიონის ფედერაციამ წლეულს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯას საფეხბურთო აკადემიის 18 წლამდელთა გუნდის ჩამოიყვანა გორში. შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი მეტად მწირია, სულ 10-15 ათასს შეადგენს. აქედან 10 ათასს სფფ-დან იღებენ. როგორც რევაზიშვილმა გვითხრა მისი რეგიონი სწორედ იმ ოთხეულშია, რომელმაც მხოლოდ ხელფასებისთვის არ გამოიყენა ჩარიცხული თანხა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავით ასპანიძის ფოტო

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"