ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..

საუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..

პსჟ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, ფენომენალური და დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს. ლუის ენრიკეს გუნდი ყოველკვირეულად უკეთესი ხდება. მორიგი მატჩი სტუმრად, "მუნიციპალზე"(33 150), "ტულუზასთანაა", დღეს საღამოს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), 15 თებერვალს.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (იქ ბარსელონა ან ლივერპული) თამაში თითქმის გაინაღდა, თასზე სუსტი მოწინააღმდეგე ელის, ჩემპიონატში კი 22-ე ტურამდე 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. დღეს, 20:00 საათზე, უახლოესი კონკურენტი "მარსელი" ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ კვირას, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "მონპელიეს" ესტუმრება.

"ტულუზა" ის გუნდია, რომელმაც შიდა ასპარეზზე პსჟ უკანასკნელად (3:1), თანაც გასვლაზე დაამარცხა. ეს გასული სეზონის 33-ე ტურში მოხდა. არადა, პირველად მბაპემ გაიტანა. იმ შეხვედრაში გოლის ავტორი დალინგა ახლა "ბოლონიაშია"; კაპო ვერდელმა კოსტამ ტულუზელებიდან ესპანეთში, "ვილიარეალში" გადაინაცვლა...

ლუის ენრიკეს გუნდი ფრანგულ რეკორდებს ხომ არ იმჩნევს და შიდა ასპარეზზე 34 გასვლითი შეხვედრა დაუმარცხებლად ის იქნება, რაც 90-იანი წლების ლეგენდარულ "მილანს" ჰქონდა. ამის შანსი ახლავე არსებობს.

"ტულუზა" ცუდ ფორმაშია, ვერც ჩემპიონატში იგებს და თასიდანაც გავარდა. ესპანელი კარლეს მარტინესის გუნდი ინტერნაციონალურადაა დაკომოლექტებული. აქ შეხვდებით ფრანგსაც, ნორვეგიელსაც, ვენესუელელსაც, აშშ-ს წარმომადგენელსაც, მაროკოელსაც და გაბონელსაც...

ლუის ენრიკესგან მორიგ როტაციას ველით. მაგალითად, დაცვაში ბრაზილიელმა ბერალდომ უნდა ითამაშოს, რომელიც ბოლოს მხოლოდ თასზე ვნახეთ; ლიმ რუისი უნდა ჩაანაცვლოს; რაც შეეხება შეტევას, სასტარტოში ამჯერად ბარკოლა არ იქნება და ხვიჩა კვარაცხელია (ჩემპიონატში გოლი და საგოლე პასი) დაიწყებს. ცენტრფორვარდად რამოშს ვნახავთ, დემბელე კი მარჯვნივ გადაინაცვლებს (კიდევ ერთი ვარიანტი მარჯვნივ დუეს თამაშია).

მატჩის მთავარი მსაჯი დელაჯოდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს 5 იანვარს, სუპერთასზე მოემსახურა.

• რეზოს

ნუ ანერვიულებ ხალხს თავისი ეყოფათ

• სააკაძეს

ბარკოლასთან შედარება რა სპორტია?ყველას თავის ადგილი აქვს

• ბოღმას

მერე შენ რა გადარდებს? სექტანტი და თან დაბოღმილი ...

• Miqautadze

აგერ მარმუში გადავიდა მსგავს ფასად სიტიში და მაგრად მოტივირებულმა ჰეთთრიქი მოსცხო მალევე, ამას კიდე ჰეთთრიკი კარიერაში არ აქვს განაკეთები! არადა, ბრბოს რომ ჰკითხო, სად მარმუში და სად თავაცივიაო :D

• სოსო

ბარსელონამ რეალსაც გადაურბინა და ისიც ტაშტია?რატომ ასეთი ტონი?!გეთქვა,რომ ხვიჩა კვარაცხელია გეჯავრება და ყველაფერი გასაგები გახდებოდა.შენი პოლიტიკური,რელიგიური,სახელმწიფოსადმი და ოჯახური დამოკიდებულებების ჩათვლით.

მაგ ლოგიკით მარტო ინგლისში და იტალიაში უნდა იყოს მაშინ ფეხბურთელი. ქართველი თუ უცხოელი. ესპანეთში ან გერმანიაში ვინ უწევს კონკურენციას ბაიერნს ან ბარსელონას და რეალს? არავინ!

• არჩი

ბარკოლა ხვიჩაზე სწრაფია, ტექნიკური არსენალი ორივეს მდიდარი აქვს, თუმცა პასის კულტურა რასაც ქვია და მით უმეტეს საფეხბურთო აიქიუ ხვიჩას შეუდარებლად მაღალი აქვს. ჩემი აზრით, ხვიჩამ ოდნავ დაკარგა სისწრაფე და ამიტომ აღარ მიდის ისე ხშირად მოტყუებაზე და დრიბლინგზე. სიჩქარის დაკარგვის მიზეზად მიმაჩნია ნაპოლიში გადასვლის შემდეგ რამდენიმე სანტიმეტრით სიმაღლეში მომატება (სიომინის ნათქვამი მაქვს წაკითხული), რაც გულისხმობს ძვალ-კუნთოვანი მასის და შესაბამისად წონის მომატებას. ოპტიმალური წონა ფეხბურთელის მთავარი პრობლემაა - მომატების შემთხვევაში სისწრაფეს კარგავს, დაკლების შემთხვევაში კი გამძლეობას. ორმოცდაათ წელზე მეტია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ცოცხლად რაც მინახავს, ხვიჩას დონის ყიფიანი, გუცაევი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მახსენდება. ვისაც ხვიჩას კრიტიკა სიამოვნებას ანიჭებს, მას ქართული ფეხბურთი არ უყვარს. წარატებები ხვიჩას და ყველა ქართველ ფეხბურთელს, ჩვენი ნაკრები გვენახოს მსოფლიო ჩემპიონატზე!

• skaro

შევატყვე რომ ბურთის წართმევის ეშინია

• სოსო

შეტევაში პრობლემა არ აქვთ,მაგრამ პსჟს დაცვამ ბარსელონა,ან ლივერპული როგორ უნდა შეაჩეროს?ლიგა ერთის გუნდებიც კი,სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება,ლუის ენრიკემაც რაღაცა შეიძლება მოიგონოს,მაგრამ ძალიან მეძნელება ეგ საქმე.ეს შემადგენლობა,მომავალ სეზონზე გათვლილი უფრო მგონია.ერთი ორი პოზიციის გაძლიერება,ხვიჩას სრული ადაპტაცია და მერე,შეიძლება პრეტენზიები უფრო საფუძვლიანი გახდეს.

• ამაშია საქმე

პსჟ-ს საფრანგეთში უბრალო წინააღმდეგობის გამწევი მოწინააღმდეგე არა ყავს და ხვიჩამ როგორ უნდა აიმაღლოს კლასი ძალიან მაწუხებს.უბრალოდ ნაპოლში აღარ გაეჩერებოდა უაზრო პრეზიდენტის გამო თორემ სუფთა ფეხბურთისთვის სეზონის ბოლომდე იქ ჯობდა დარჩენა და მერე ინგლისში.ჩვენთვისაც,გულშემატკივრებისთვისაც ნაპოლის თამაშების ყურება უფრო აზარტული იყო.ახლა ხვალინდელი თამაშისგან არაფერს სასიხარულოს არ ველოდები.

• ამატაკი

არანაირად არ მგონია რომ რაიმე პრობლემა იყოს ან ხვიჩას ადაპტაციის მხრივ ან კიდე ზოგადად პსჟ-ს თამაშის მხრივ. პირიქით დიდი უმრავლესობა ფრანგი მიმომხილველებისა თუ სპეციალისტების აზრით, მონაკოსთან პსჟ-ს ვერსია იყო ბოლო პერიოდის საუკეთესო ვარიანტი. შეტევის ამდაგვარი ორგანიზება დიდ მოწინააღმდეგეებთან არ იქნება რათქმაუნდა მარტივი ამოცანა, მაგრამ სწორედ მანდ უნდა იყოს შანსი იმისა, რომ ენრიკემ რაღაც განსაკუთრებული შეთავაზოს მოწინააღმდეგებს. თამაშის სტრუქტურაში და განსაკუთრებით შეტევაში არაორდინალური სვლები თუ შესძენს პსჟ-ს იმ არაპროგნოზირებადობას, რაც პრინციპში აკლდა ამ გუნდს ყოველთვის დიდი მიზნებისათვის ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხვიჩას როლი შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მონაკოსთან გარკვეულ მომენტებში იყო ის ფეხბურთი, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი გრანდის ფაქტის წინაშე დაყენება. ტიტულის მოგება და თან ისეთის , როგორიც ლიგაა, ახალაბედა პრეტენდენტებისათვის ბევრი ფაქტორის თავმოყრას,გათვალისწინებას და ელემენტარულ გამართლებასთან კომბინირებას მოითხოვს. მართლაცდა მარტო რეალები და ლივერპულ-ბავარიები ხომ არ იგებენ ამ ტურნირს. ჩვენ ხომ გვინახავს სხვა ტიპის ჩემპიონებიც, როგორიცაა მაგალითად იგივე პორტუ, ჩელსი და თუნდაც ინტერი. არანაირი სენსაცია არ იქნება თუ გინდაც წელსვე რომ თუნდაც ამ პსჟ-მ რომ ჩაავლოს ხელი ლიგის თასის ნანატრ ყურებს. გაიხსენეთ ბოლო პერიოდის ჩელსიმ სწორედ პლეიოფის ეტაპზე აკრიფა და ფინალში დამსახურებულ ჩემპიონად გარდაიქმნა. ასე რომ მოდი წინაწარ შანსებს ნუ მოვუსპობთ პლეიოფის ამა თუ იმ მონაწილეს, მითუმეტეს პსჟ-ს მასშტაბის კლუბს.

• ამატაკი

ვერავინ იტყვის ასპროცენტიანს რა და როგორ იქნება. რაც შეეხება ლივერპულის უძლეველობას, ვნახეთ მაგი გუნდი და კვარა იყო ზუსტად პირველივე ტაიმში რომ გადაახია ბურთი თავზე მხოლოდდამხოლოდ ნაპოლით. კი გავიდა თითქმის 2 წელი, მაგრამ ის ლევერპულია ისევ, ვინ დაამატეს ისეთი რომ ასე უწურავთ შანსებს ნაპოლიზე ბევრად ძლიერ პსჟ-ს (ყოველშემთხვევაში სასტავით მაინც).

• ნუ ბანაობთ!

ბარკოლა ჯობია თუ დემბელე

• გენა

ცრუ ცხრიანი იქნება თუ მართალი რვიანი მაგას ნიშვნელობა არ აქვს. ბარკოლა მანიც ბარკოლაა

• კნოპსი

ხვიჩას ერთადერთი პრობლემა ფსიქოლოგიურია, ძალიან დაძაბულია ყველა თამაშში. თავისუფლად და ღიმილით რომ ითამაშოს ბარკოლასავით, ვერავინ შეაჩერებს.

• ლადო

ამ ეტამზე კვარას უფრო საფეხბურთო თავხედობა აკლია, უფრო უნდა აიღოს თავის თავზე და წავიდეს კაცის მოტყუებაზე. ბარკოლა კი ამას აკეთებს და ეს უნდა გაუმჯობეოს, უფრო მეტი თავის თავზე და წინ პასი ვიდრე ტორმუზი და უკან პასი

• საქართველო

"განა ვინ არიან ხვიჩას აგენტები რომ ნეაპოლის ქუჩაში ცნობენ" - აი ის გაბურძგნული ქალი გამახსენდა შენ კომენტარზე.

• ავთო

ძალიან სუსტი დაცვის ხაზი აქვთ, არც ლივერპულთან და არც ბარსასათან შანსი არააქვთ. ბარკოლას, დემბელეს და კვარას ერთად იხმარენ

• ანაგელი

ერთი მანახეთ, რომელი არაბი ფანტავს ტყუილად ფულს, რას სისულელეა. ხვიჩას რო დიდი პოტენციალი აქვს ფეხბურთის თამაშის ამაში მთელი ევროპა დარწმუნდა და ამ კაცმაც გარისკა, აქ ფული და გარისკა. ევროპაში კრიზისია, იმიტომაც არ იყიდეს ესპანელებმა, ინგლისელებმა, გერმანელებმა.

• რაფინია დაფრინავს რაფინია არ დადის

კვარას რამდენიმე კომპონენტში აქვს მოსამატებელი და სულ ძირითადში იქნება და ამისთვის გაიხსენოს ნაპოლიში რო მივიდა ვინ ეხმარებოდა საოცარი დასაწყისი რო ქონდა და ისევ ისინი დაიქირაოს თორე წარმატებისგან ბევრ ქარველს დაუშვია შეცდომა და ხვიჩამ ეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს

• სააკაძე

ობიექტურობა მოითხოვს რომ ვაღიაროთ სიმართლე, ბარკოლა ეხლანდელ ხვიჩას ყველა კომპონენტში სჯობნის.

• 40-s

შეხვდება ახლა ლივერპულს ან ბარსად და ნახავ რა ტაშტიცაა ეს შენი პსჟ გინდა ხვიჩათი და გინდა ბარკოლათი.Dდდ

• გოგა

ბარკოლას სისწრაფე იფრო მაგარი აქვს, ხვიჩას დონის ტექნიკა მანდ არავის არ აქვს, არ გამომიხტეთ ეხლა პროფესორები, პსჟ- ზე ამბობთ აწყობილი გუნდიაო და თუ კარგად დავაკვირდებით, ღრმა შემადგენლობა არ ყავს და ვინ როდის ამოვარდება ფორმიდან არავინ იცის, ხვიჩას მოსვლამდე ბარკოლას 10 თამაში არ ქონდა გატანილი, არ ვამბობ, რო სულ 90წ ითამაშებს ხვიჩა, მაგრამ ძირითადის ფეხბურთელად ყალიბდება, ჯერ ბოლომდე გახსნილი არცა, მაგრამ მალე ვნახავთ ძველ ხვიჩას მოედანზე

• Domenti

95 მილიონია გადახდილი , მარა კი გაუშვეს იჯარით ის კაცი. არაა ეგ მაგათთვის არგუმენტი, ფასის გამო ძალით სასტავში ყავდეთ

• მარი

ვფიქრობ ხვიჩა ცრუ 9-ზე უფრო შედეგიანი იქნება, ბარკოლა უკეთესია მარცხნივ.

• ილარიონი

რასაც ახლა ვუყურებთ კვარა ჩაკარგვის საფრთხეშია,გასაგებია რომ ჯერ დიდი ხანი არ არის რაც გადავიდა მაგრამ უნდა იფრინოს რომ სულ ბრწყინავდეს და ბოლომდე ანდონ თამაში და რაც მთავარია თამაშში ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ბოლომდე მიიყვანოს.

• მაო

აბა,აბა,ენრიკე სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა თურმე,ეგ რად გვინდა,დაგვასუსტებს,არ გამაგონოთ მაგის მოყვანაო.

• ბადრი

პსჟ წალეკავს თუ პსჟ-ს წალეკავს

• 40

ხვიჩას გარეშე უფრო უკეთეს ფეხბურთს თამაშობს პსჟ, არანაირი საჭიროება არ აქვთ ხვიჩას თამაშის, მაგრამ 75 მილიონი გადაიხადეს მფლობელის ახირების გამო და სკამზე ხომ არ დასვამენ, დღემდე ვერ მოიფიქრეს რა როლი უნდა მისცენ ამ აწყობილ გუნდში. და ხან სად ათამაშებენ და ხან სად.ახლა გამოხტებიან სექტანტები მაგრამ ხომ იცით გულის სიღრმეში რომ მართალი ვარ.

• რეზო

კვარას, ლიგის გარდა, წინ (13 ივნისიდან) მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც ელოდება.

• რატი

კვარა იყიდეს ლიგის ფინალისთვის მარტო ბარკოლა მარათონულ ბრძოლას ვერ გაქაჩავდა ,ასე რომ კვარას გიჟური სეზონი ელოდება .

• მარადონა

პსჟ წელს ლიგის ფინალს ითამაშებს დიდი ალბათობით

• იკა

თუ ლივერპული შეხვდა პსჟ_ს. ლივერპულმა ევერტონთან რაც ითამაშა პსჟ_თან ეგ რომ ითამაშოს მასეთი თამაშით პსჟ უბრალოდ წალეკავს.

ჩანს, ამ წელს პსჟ _ს ვერავინ აჯობებს. გადარეულებივით თამაშობენ. ხვიჩა უფრო გააძლიერებს გუნდს.

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

პსჟ ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა?

"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ

"დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი... ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ..." - რა თქვა კვარაცხელიამ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ?

ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ

საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა

"საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს" - ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გააკრიტიკა

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის

[VIDEO] ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას პაროდია გააკეთა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ბარსელონასა" და ფლიკის გზები იყოფა? - დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია