მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.

"მათ შორის ერთი რომ ამოვარჩიო, ფეხბურთისადმი უპატივცემულობა იქნება. როდესაც მეუბნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოვჩნდი, ზოგჯერ ამას იღბალს მივაწერ ხოლმე.

ჩემი აზრით, მესიმ და რონალდომ ეპოქა შექმნეს, მათ შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, პორტუგალიელს უფრო ბომბარდირული თვისებები აქვს და მეტად შედეგიანია, მესი კი "ფანტაზისტაა", რომლის თამაშის ყურებაც საოცარ სიამოვნებას განიჭებს", - განაცხადა ბუფონმა La radio dei pirati-სთან ინტერვიუში.

მოქალაქე
ყველა მაგარია, მაგრამ დიეგო მარადონასნაირი ფეხბურთელი და მისი თამაში მართლაც იშვიათობაა.
მამუკა
მესი უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, ერთი სიამოვნება იყო მისი თამაშების ყურება, მართლაც საოცრებებს სჩადიოდა თავის დროზე, რონალდუს რაც შეეხება მსგავსი სპორტსმენი ალბათ არც დაიბადება, 40 წლის ასაკში როდესაც ამდენი ტიტული გაქვს და თითქმის ყველაფერი მოიგე და პლიუს ამას ამხელა ფინანსური რესურსი დააგროვე უბრალოდ გასაკვირია ამხელა მოტივაცია კიდევ საიდან მოაქვს. ორი უდიდესი პიროვნება რომლებმაც ბოლო 18-20 წელი ფეხბურთის მოყვარულებს უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს. დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ვინმე ვინც ამათზე ერთობლივ ფილმს გადაიღებს, ისე რა ძალიან საინტერესო იქნებოდა თუნდაც ერთი წელი ამ ორი გენიოსის ერთ გუნდში ხილვა, ეს იქნებოდა უდიდესი საჩუქარი ფეხბურთის მოყვარულთათვის.
იხვი
ვინმე თუ რონალდუს მესიზე მაღლა ან მესის დონეზე მაინც დააყენებს, მესისტებს ეგრევე ეწვით ერთი ადგილი. მესის მეც ისტორიაში საუკეთესოდ ვთვლი, მაგრამ ყველას თავისი არჩევანი და გემოვნება აქვს, ბევრს საერთოდ ბრაზილიელი რონალდო მიაჩნია ისტორიაში საუკეთესოდ. მაგრამ მესისტებს კონკრეტულად კრიშტიანუ რონალდუზე აქვთ გართულება. მემგონი მესისტები ის ხალხია, ცხოვრებაში ვერაფერს რომ ვერ აღწევენ და მხოლოდ მესის მიღწევებით შეუძლიათ ამაყი. ამიტომაც ამოირჩიეს მესი, რომელიც რათქმაუნდა საუკეთესოა. მაგრამ არ იმსახურებს მესი ასეთ ფანებს, ნორმალური ფანებიც უამრავი ჰყავს რათქმაუნდა, მაგრამ ბოღმათა ბრბო ყოვალთვის პირველ რიგში ჩანს.
იხვი
ჰო, აბა, ბუფონს არა აქვს "ერთი ადგილი". კაცი რასაც ფიქრობს იმას ამბობს. მესისტები ასეთი განაწყენებული როგორ ხართ ტო, მზად ხართ ლამის დედა აგინოთ ვინც იტყვის რონალდუ მირჩევნიაო ან თუნდაც ერთ დონეზე ვაყენებო.
კაი ერთი
მეტი გოლი? ორი წლით უფროსი რომ არის რონალდოს ეგ არ ითვლება? ჩატარებული თამაშების რაოდენობა ხომ არ შეგახსენოთ ერთის და მეორესი? თან რონალდოს გოლების უდიდესი უმრავლესობა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წელია იშვითი გამონაკლისის გარდა არის ორი სამი მეტრიდან და ხშირად ცარიელ კარში. მაგის მოტყუებული კაცი და დრიბლინგი ბოლოს როდის ნახე გახსოვს? გრძელი ზუსტი პასი? შორიდან კარგი დარტყმა? კი მაღლა ხტება მაგრამ ეგ სპორტის სხვა სახეობაა. ხოდა რასაც ეგ თავით, ორი ფეხით და კბილებით აკეთებს, მესი აკეთებს ცალი( მარცხენა) ფეხით. კი ჟილკა აქვს, რაც ძალიან მოგწონს,აგერ თანაგუნდელისთვის გოლის წასართმევად ლამის იყო რევოლუცია მოაწყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ასე რომ თვითონ გაახილე თვალი ... ვის ადარებ მესის!
100%
ზოგს ჭომა ევასებოდა, მაგისნაირი მებრძოლის გარეშე გუნდი ვერ ითამაშებსო ))) ვისაც ფეხბურთი უყვარს და უთამაშია, ყველას მესი მიაჩნია უკეთესი. რაც შეეხება ბუფონის, ,,იუვენტუსის,, პონტი მგონია, გუნდელი არ დაანაღვლიანა.
ფაქტების წინააღმდეგ-ს
შენ, ცოტა წესიერი ლაპარაკი ისწავლო და ერთ ადგილზე მოჯდე ჯობია!

ერთ რამეს ყველა ხედავს და ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ რონალდუს სულისკვეთება, სიყვარული ფეხბურთის მიმართ და ემოციები ვერ დაინახო თუნდაც ამ ასაკში. ყველას თავის ფავორიტი ყავს და არაა სწორი ნათქვამი ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ მესი ჯობია, ჯილდოებზე თუა საუბარი კიი მაგრამ კონკრეტულ დეტალებში არა. მესი მხოლოდ ცაციაა დამანგრეველი ამას ახსნა არ ჭირდება, აი რუნალდუს კი ნაკლი არ აქვს გოლის გატანის მხრივ ნებისმიერ სიტუაციაში, ახლაც კი უზომოდ განიცდის წაგებასაც და მოგებასაც, მისთვისაა ფეხბურთი შექმნილი და არა ფულის გამო.
ფაქტების წინააღმდეგ ვერვ წახვალ
მესისტებო ძაან გაჯეჯილდით საჭიროა ერთ ადგილზე მოჯდეთ.კრიშტიანოს 100-თ მეტი გოლი აქვს გატანილი,ჩ.ლზე 20-თ თან პლეიოფებში 30-თ,ნაკრებში იმდენი გოლი აქვს გატანილი მესი კი არა 21 საუკუნეში მეეჭვება ეს რეკორდი ვინმემ მოუხსნას,ხეთრიკებში მსოფლიოში ყველას მაგრად უსწრებს,ეგრეთწოდებული იდეალური ხეთრიკი/ მარჯვენა ფეხით,მარცხენა ფეხით და თავით გატანილი/13-ჯერ ააქვს შესრულებული მესის არცერთი,რაც შეეხება თავით 152 გოლი აქედან უმეტესობა 2,5მ სიმაღლიდან,მოკლედ დაფრინავს.მოკლედ რაც მოედანზე ხდებოდა ყველაფერში მაგრად უსწრებს.რაც შეეხება ოქროს ბურთებს რომელიც ფრანსფუტბოლის კორუფციული შემოსავალია იქ კაბინეტებში მესი უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა.
გენა
ვეთანხმები იმ აზრს რომ მესი პირველია. მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დიდი ფანი ვარ. ობიექტურად მესი სხვა დონეა.
მილანისტა
არ აქვს ბუფონს იმის ერთი ადგილი, რასაც ფიქრობს ის თქვას, ერიდება რონალდოს წყენინებას, თან იტყუება, რო ამბობს რონალდუს მეტად აქ ბომბარდირული თვისებებიო, რამდენიმე გოლით მეტი აქ ნაკრებშიც და ლიგაზეც, საშუალოდ მატჩში მესის ნაკლები მაჩვენებელი არ აქვს! ამათ შორის უკეთესზე რო დაიწყებ საუბარს, ან ძაან უვიცი ხარ, ან ბოღმა ან უსამართლო
არტ
რონალდო უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და ისტორიაში შევა როგორც ერთერთი საუკეტესო ყველა დროის, მაგრამ მესი პირველია. ის ერთადერთი ფეხბურთელია იმათგან, ვინც აქამდე ყოფილა, ვინც ერთდროულად არის საუკეთესო ბომბარდირი (ყველაზე მეტი ოქროს ბუცი და ყველაზე მეტი გოლი+პასი ისტორიაში, და ეს იმ ფონზე, რომ არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა კარის წინ ჩასაფრებული ე.წ. საჯარიმოს მოთამაშე) და ამასთან ერთად საუკეტესო პლეიმეიკერი (ყველაზე მეტი "საუკეტესო პლეიმეიკერის" ჯილდოს მფლობელი). სხვა დიდი პლეიმეიკერები - კრუიფი, ზიდანი, პლატინი, ან შედარებით ახლები - მოდრიჩი, ხავი, არასდროს ყოფილან თავისი გუნდების საუკეტესო მეგოლეები. ვიზუალური მხარეც - მესი "ფანტაზისტაა" ასეთი რაოდენობით "პირადი" გოლები და ურთულესად შესასრულებელი პასები სხვა ფეხბურთელისაგან არ არსებობს. აიღეთ ნებისმიერი ფეხბურთელის 30 საუკეთესო გოლი და 30 საუკეთესო ასისტი და შეადარეთ მესის 30 საუკეტესო გოლს და 30 საუკეტესო ასისტს. იგივე გააკეტეთ 30 საუკეთესო დრიბლინგზე და ცხადი იქნება რაზე ვსაუბრობ.
ბექა
ორივე ძალიან მაგარია ძნელია გამოარჩიო რომელიმე.მე იმაზე ვღადაობ ხასიათით მესი ჯობიაო რო წერენ თითქოს პარალერული კლასელი იყოს ვინმესი
ალ მუსტაფა
აბა ეხლა ამათი თომარის ყურებას ისევ ვანდა ნარას ცქერა არ ჯობია?)))))))))))))
ამაშიას
მესისნაირი და როლანდოსნაირი არა მგონია, კიდევ გამოჩნდეს ვინმე! ეს ორი ფეხბურთელი, სხვა კალიბრის დონეები არიან!
ვოვა
ვინც ევასება კარგად ჩანს მარცხენა ხელის მდებარეობით.DDDDDDDDDDDDDDDDDDD
გია
მესი, მესი და კიდევ მესი!
ამაშია საქმე
რა მაგარი ისტორიული ფოტოა.სამი ლეგენდა.ახლანდელ ფეხბურთელებს რომ ვუყურებ უკვე ეჭვი მეპარება ასეთები კიდევ გამოჩნდებიან.ორი წლის წინ მეგონა აი გამოჩნდა მათთან მიახლოვებული ფეხბურთელი მეთქი ხვიჩას სახით მაგრამ იმედი გამიცრუა.არადა შეეძლო ასეთი ნიჭის პატრონს.ის აღმოჩნდა სწორი ვისაც ნათქვამი აქვს ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვარეობააო.
ასეა!
ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ლეო მესია საუკეთესო, თავისი ადამიანური თვისებებითაც: არ არის ქედმაღალი, თავის თავზე შეყვარებული, არის უბრალო და არა ნარცისი!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო