“ა” ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-5 ტური დღეს კასპში დაიწყო. ეს გახლდათ მიმდინარე გათამაშების მთავარი მატჩი, რადგან ერთმანეთს დაუმარცხებელი გუნდები – “გრიფინი” და “რუსთავი 1991” შეხვდნენ. ქვემო და შიდა ქართლის ამ გუნდებმა დაუმარცხებლად განვლეს აქამდე 4 ტური და წრის ბოლოს ერთმანეთს შეერკინნენ.

აქამდე არაერთხელ დავწერეთ და ახლა 2 სიტყვით ვიტყვით: “რუსთავი” დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული გუნდია, რომელიც გასულ სეზონში სუპერლიგაში წაფორხილდა და “ა” ლიგაში დაქვეითდა. კასპის “გრიფინი” კი გასულ შემოდგომაზე შეიქმნა, საკვალიფიკაციო მოიგო და “ა” ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სწორედ კასპელები გახდნენ დღევანდელი ცენტრალური მატჩის შემდეგ სუპერლიგაში გადასვლის უმთავრესი კანდიდატები. რა როგორ იქნება საბოლოოდ, ვერავინ იტყვის, თუმცა მათემატიკურად და შედეგების გათვალისწინებით, “გრიფინს” ყველა დანარჩენ გუნდზე უკეთესო შანსი აქვს.

ალბათ იოლი მისახვედრია, რომ გრიფინმა რუსთავს მოუგო. დიახ, კასპის სავსე არენაზე ადგილობრივმა გუნდმა მორიგი მეტოქე დაამარცხა. გრიფინმა უმთავრეს კონკურენტ რუსთავს 104:93 (სტატისტიკა) მოუგო. ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 40:25 მოიგეს და ეს მონტეს მატისის დიდი დამსახურებაა. მატისმა ბოლო ათწუთეულში 3 სამქულიანი და ჯამში 15 ქულა ჩააგდო, თუმცა მარტო ის ვერას გახდებოდა, რომ არა ელაია ბიუქენენი, გიორგი რუხაძე, ვასილ ბერუაშვილი, აკაკი ლომოური და გრიფინის მოედანზე გასული ყველა დანარჩენი მოთამაშე.

რუსთავმა გააბათილა ის 13-ქულიანი ჩამორჩენა, რომელიც პირველ პერიოდში დაფიქსირდა. გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა მესამე პერიოდში დაწინაურებაც მოახერხეს და გადამწყვეტ ათწუთეულს 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. მასპინძლებს ბოლოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და გუნდური თამაშით გამარჯვება გაინაღდეს. კასპელებს აკლდათ ერთ-ერთი ლიდერი – ზებედე გრეჰემი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საქართველო დატოვა. დანაკლისი ჰქონდა რუსთავსაც, რომელსაც ასევე ამერიკელი უკანახაზელი გამოაკლდა.

გრიფინს ელაია ბიუქენენმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მატისმა 28 ქულა მოაგროვა, ხოლო გიორგი რუხაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 19 ქულა, 8 მოხსნა. 11-11 ქულა დააგროვეს აკაკი ლომოურმა და მერაბ მირზიაშვილმა. რუსთავში 29 ქულით საუკეთესო იყო გუგა პატაშური. 20 ქულა კამდინ კარფმანმა მიითვალა, ხოლო კევინ ვოილსის ანგარიშზე 18 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა.

მე-5 ტურის მომდევნო შეხვედრა 15 და 16 თებერვალს გაიმართება. ვერა თავისუფალი-აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო თელავში სათამაშოდ სოხუმი-საქართველო ჩავა.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"