ქალთა შორის მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგში სლოვენიელი, უფრო სწორად, უკრაინელი ანა მუზიჩუკი 2527 პუნქტით მერვეა, რაც 20 წლის (იგი 1990 წელს არის დაბადებული) დიდოსტატის მაღალ კლასზე მეტყველებს...

ქალთა შორის მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგში სლოვენიელი, უფრო სწორად, უკრაინელი ანა მუზიჩუკი 2527 პუნქტით მერვეა, რაც 20 წლის (იგი 1990 წელს არის დაბადებული) დიდოსტატის მაღალ კლასზე მეტყველებს. წლეულს მან საქართველოს დედაქალაქში თბილისის მერიის თასი მოიპოვა და ბევრი ჩვენებური დატოვა გაწბილებული. ამ დღეებში ანა მუზიჩუკი პოლონურ ხოტოვ-გზარნაში 20-წლიანთა მსოფლიოს პირველობაში მონაწილეობს. 8 ტურის შემდეგ მას 7 ქულა ჰქონდა და ერთპიროვნულად მეწინავეობდა. გუშინ იგი ქართველ დიდოსტატ სოფიკო გურამიშვილს დაუპირისპირდა თეთრი ფიგურებით. 59-ე სვლაზე წარმატებას მიაღწია და 8 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.

ამერიკელმა ალისა მელიოხინამ 37-ე სვლაზე მეორე ადგილზე მყოფი უზბეკი ნაფისა მუმინოვა დაამარცხა, რუსმა ოლგა გირიამ ინდოელი პრადიპ ბჰაქთის აჯობა, როუთ რადმინიმ (ინდოეთი)-ანია ქორკე (ინგლისი). სამწუხაროდ, დამარცხდა მეორე ქართველი მოჭადრაკე ნანი უნაფქოშვილი _ იგი პოლონელ საბინა იაბლონსკას დანებდა.

გუშინ ვერც დავით ლომსაძემ გაგვახარა _ ინდოელ შვაპნილთან წააგო. სამაგიეროდ, მუზიჩუკის მსგავსად, პოზიციები განიმტკიცა რუსმა დმიტრი ანდრეიკინმა, რომელმაც თეთრებით ინდოელ ნეგის გააჩერებინა საათი და 7,5 ქულით კვლავ გათამაშების ცხრილის სათავეშია. ლომსაძეს 4 ქულა აქვს, გურამიშვილს _ 6,5, უნაფქოშვილს _ 3 ქულა.

დღეს მე-10 ტურის პარტიები გაიმართება.

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია