„სიტი“ აცხადებს, რომ „ასტონ ვილას“ ადამ ჯონსონისა და ჯეიმს მილნერის, თუნდაც იჯარის წესით წაყვანის უფლებას, არ მისცემს
„მანჩესტერ სიტი“ შეუვალია და კატეგორიულად აცხადებს, რომ „ასტონ ვილას“ თავკაცს, დიდ ეკად წოდებულ ალექს მაკლიშს არ მისცემს თავისი ორი ფეხბურთელის, ადამ ჯონსონისა და ჯეიმს მილნერის თუნდაც იჯარის წესით წაყვანის უფლებას.

შეგახსენებთ, რომ ამ ორ კლუბს შორის მიმდინარე ზაფხულში ერთი გარიგება უკვე შედგა - „სიტიმ“ „ვილას“ მეკარე შეი გივენი მიჰყიდა და სწორედ მაშინ ჩამოუგდო დიდმა ეკმა კოლეგებს ხსენებულ წყვილზე სიტყვა.

ნახევარმცველი მილნერი 25 წლის არის და ისტლენდელებმა მხოლოდ ერთი წლის წინ იყიდეს 24 მილიონ ფუნტად, ჰაფბეკი ჯონსონი კი მანჩესტერის გუნდს 2010 წლის თებერვალში 6 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ისტლენდელთა მწვრთნელი, იტალიელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ ორივე ხეხბურთელი სჭირდება.

რაც შეეხება 31 წლის უეინ ბრიჯს, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ „ჩელსიდან“ 2009 წელს 12 მილიონ ფუნტად გადავიდა, ბოლოს კი „ვესტ ჰემში“ იყო გაქირავებული, მის იჯარით აყვანას ახლა „ნიუკასლ იუნაიტედი“ ეშურება, მაგრამ ისტლენდელებმა „კაჭკაჭებს“ შეუთვალეს, რომ ამისათვის მათ დაახლოებით 2 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდებათ. მოგეხსენებათ, მანჩინის ბრიჯი არ სჭირდება, თუმცა გაყიდვისთვისაც ვერ იმეტებს.

„ნიუკასლის“ თავკაც ალან პერდიუს, ძალიან სჭირდება მარცხენა მცველი და ბრიჯის დამატება მისთვის მისწრებაა, მაგრამ ისიცაა, რომ „კაჭკაჭებს“ ფეხბურთელისთვის კვირაში 90 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა