ჩეხეთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის საფეხბურთო კარიერის დასრულების მიზეზი ტრავმა გახლავთ
ჩეხეთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა იან კოლერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

38 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში გამართულ 91 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. ჩეხმა თავდამსხმელმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, 17 აგვისტოს პრაღაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოლერის გადაწყვეტილების მიზეზი მიღებული ტრავმა გახლავთ.

ჩეხეთის ნაკრებში კოლერი ბოლოს 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. ევრო 2008-ის შემდეგ ჩეხი სამარის "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის მე-3 დივიზიონის "კანში" ირიცხებოდა.

კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლერმა დორტმუნდის "ბორუსიაში" გაატარა. დორტმუნდელთა რიგებში ფეხბურთელი 2001-2006 წლამდე გამოდიოდა, ხოლო 2001-2002 წლის სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახდა.

ჩეხი ბომბარდირი სხვადასხვა დროს პრაღის "სპარტაში", ბელგიურ "ლოკერენში", "ანდერლეხტში", "მონაკოში" და გერმანულ "ნიურბერგში" ასპარეზობდა. კოლერი ჩეხეთისა და ბელგიის ჩემპიონია, ხოლო ბელგიის ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე