საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში პსჟ-მა რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინი“ 7:0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხედ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. დებიუტში ხვიჩას ჩაწოდებულ კუთხურს რამუშის თავური და მეკარე ლ’ოსტისის რეაგირება მოჰყვა. შემდეგ კი ნევეშმა სტუმრები დააწინაურა. ცოტა ხანში ფაბიან რუისის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე რამუშმა გაიტანა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარა“ მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა ლე მარერმა წააქცია და რამუშმა პენალტი ზუსტად შეასრულა. შემდეგ ლ’ოსტისის კარი დუემ და რამუშმა დალაშქრეს და კვარაცხელია დემბელემ შეცვალა. „პარი სენ ჟერმენმა“ მოწინააღმდეგის განადგურება გააგრძელა, რომელიც მეილიუმაც დაამწუხრა, დემბელემაც და ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო მატჩს პსჟ 2 მარტს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამეოთხე ტურში „ლილს“ უმასპინძლებს.

რენი. „როაზონ პარკი“

სტად ბრიოშინი - პსჟ 0:7

გოლები: 0:1 ნევეში (16), 0:2 რამუში (36), 0:3 რამუში (49, პენ), 0:4 დუე (55), 0:5 რამუში (58), 0:6 მეილიუ (66), 0:7 დემბელე (85)

წარმატებები სულ
ბადრი
34 დისლაიქის ავტორებო, თქვენ არ გაწუხებთ ეს? ესე იგი გიხარიათ და ხვიჩას ფანები არა ხართ.
დავით 67
მომხრე ვარ ვისთანაც დაარღვევენ საჯარიმოში წესებს მან დაარტყას პენალტი, როგორც კალათბურთშია. რა იყო აბა ეს გოლი გატანილი ჰქონდა რამუშს და კიდევ ბურთი გამოსტაცა ხვიჩას ,მატჩი ფაქტიურად მოგებული იყო
Geo
ხვიჩა,შენი მოპოვებული პენალტი შე
მაიცა რა
მორჩა ის დრო ოსიმენი რო მიუტანდა მიდი კვარა დაკარიო,ნაპოლი ბევრად მაღალი დონის კლუბია ყველანაირად, ვიდრე ეს პე-ეს-ჟე..მარა ფული ჯოჯოხეთს ანათებსო
ობლაკი
რამუშმა ძაან იხარბა…..
ბადრი
5:0 7:0 და გუნდს ორ თამაშში 12 გოლი გააქ ვს და აქედან თავდამხსმელ კვარას ანგარიშზე არც ერთი გოლი. აი ეს მაწუხებს
gel-100
ადვილი არ გეგონოთ საფრანგეთის მეოთხე ლიგის გუნდთან თამაში კვარასნაირი ფეხბურთელისთვის. საერთოდ, როგორც თავდიდი ბატონი ზაზა იტყოდა, არაფერია იოლი, გარდა არასამთავრობოებში გაწევრიანებისა.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"სტად ბრიოშინთან" მატჩში პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სტად ბრიოშინს" 2:0 ამარცხებს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "სტად ბრიოშინთან" მატჩში?
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Le Parisien: ლუის ენრიკე დღეს მოედანზე შეცვლილ სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება