საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში (სულ 34 ტარდება) უკვე მომავალ ჩემპიონად მონათლული, 13-ქულიანი ლიდერი და დაუმარცხებელი პსჟ ხუთეულში მყოფ "ლილს" "პარკ-დე-პრენსზე"(48 229) უმასპინძლებს - დღეს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), პირველ მარტს.

ორივე ეს გუნდი შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს და ბუნებრივია, ცალი თვალი მისკენ უჭირავთ. პირდაპირ ამ ეტაპზე მოხვედრილი "ლილი" "ბორუსიას" სამშაბათს ესტუმრება, მეორე დღეს კი პარიზში "ლივერპულს" ელიან.

მიუხედავად იმისა, ლუის ენრიკე როტაციას ხშირად მიმართავს, მან ძალიან შეთამაშებული გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია (მისი გოლი თვის საუკეთესოდ დასახელდა) ორგანულად შეეწყო. გონსალო რამოში სასტარტოში ადგილს არ იღებს, მაგრამ ეს მასზე უარყოფითად არ მოქმედებს, პირიქით. აშკარად იკვეთება, ესპანელი მწვრთნელი ლივერპულელებთან რა შემადგენლობით გასვლას აპირებს

(დონარუმა;ჰაკიმი;მარკინიოსი;პაჩო,მენდეში;

ვიტინია,რუისი,

ნევეში;ბარკოლა,დემბელე,კვარაცხელია) და მწვრთნელის მიზანი ის იქნება, ფეხბურთელებს მაქსიმალურად მოუფრთხილდეს, ძალები გადაანაწილოს, ამავდროულად კი სათამაშო ფორმა არავინ დაკარგოს.

დემბელე ძალიან შედეგიანია(17 გოლი, 4 შედეგიანი პასი), ბარკოლა სწრაფი, ხვიჩა კვარაცხელია (ჩემპიონატში ჯერჯერობით 1 გაიტანა და ორჯერ პარტნიორებს გაატანინა) კი პორტუგალიელ ნახევარმცველებთან ერთად მოედნის საოცარ ხედვას ლამაზ თამაშთან ერთად გვთავაზობს. "ლილი" ამ სეზონზე არასტაბილურია. ბრუნო გენეზიოს გუნდს უფრო შეტევაში უჭირს, გაშვებული გოლი კი თითქმის იგივე აქვს, რაც პსჟს(დაცვაში ყველაზე ცნობილი ბელგიელი მუნიეა, უმტიტი კვლავ ტრავმირებულია). არადა, კანადელ ჯონათან დეივიდს 12 შედეგიანი დარტყმა და 3 საგოლე პასი აქვს. "აიაქსიდან" ზამთარში ნაყიდი ინგლისელი, ჩუბა აკპომი ნელ-ნელა "იქოქება."

პსჟ 2 აპრილს თასის ნახევარფინალში "დიუნკერკს" შეხვდება. ეს ტიტულიც ახლოსაა

უკანასკნელ 7 შეხვედრაში პარიზელებმა "ლილს" ექვსი მოუგეს და ერთი ფრედ დასრულდა. დედაქალაქელები ბოლოს 2021 წელს დამარცხდნენ, იმ შემადგენლობიდან კი გუნდში ახლაც მხოლოდ ჰაკიმი და კიმპემბე არიან, მათი მოწინააღმდეგიდან კი დეივიდი, ანდრე და ანხელ გომესი.

ზაირე-ემერი კი დაბრუნდა, მაგრამ "ლიონთან" მცირე ტრავმები ვიტინიამა და ლი კანგ-იანმა მიიღეს და თასზე არ ყოფილან.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსაჯი (ტურპინთან ერთად) ლეტექსიე იქნება, რომელიც პარიზელებს ბოლოს 19 დეკემბერს, "მონაკოსთან" სტუმრად (4:2) მოგებულ შეხვედრაში მოემსახურა. ეს მატჩი იმითაა გასახსენებელი, დონარუმამ სახეზე ტრავმა რომ მიიღო, დემბელემ დუბლი შეასრულა, მონაკოელთა მწვრთნელმა კი წითელი ბარათი დაიმსახურა.

დღეს, 20 საათზე, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ნიცას" მიიღებს. ქართველის გუნდი გასავარდნ ზონაშია. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის "ლიონს", კვირას, 18:00 საათზე, "ბრესტს" უმასპინძლებს, საუკეთესო ხუთეულში კი ჯერ ვერაფრით შეაღწევს.

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა