უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი სპორტულ წყვილებში.

მონაწილე 20 სპორტულ წყვილს შორის 1-ლი ადგილი და ოქროს მედლები 191.01 ქულით დაიმსახურა ჩვენი ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ.

ანასტასია და ლუკა ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ იუნიორთა შორის, ხოლო ლუკა ბერულავამ კი ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. იგი კარინა საფინასთან ერთად 2022 წელს ამ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ვულოცავთ ჩვენ წყვილს მორიგ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება.

წყარო: Georgian Figure Skating Federation

სოსო
გილოცავთ გამარჯვებას!ამ დუეტიდან,ლუკა ბერულავა მაინცაა ქართველი,მეტელკინა კი დაგვთქანხმდა,საქართველოს სახელით გამოვიდეს.ვინც ევროპის ჩემპიონატს უყურა,შეამჩნევდა,რომ გამომსვლელთა მესამედი მაინც,რუსეთიდან გადასული მოციგურავეები იყვნენ და ევროპის იმ ქვეყნების გულშემატკივრებს,ამის გამო არავითარი დისკომფორტი არ უგრძვნიათ.რუსეთის და საერთოდ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი,ქართველი ეთერ თუთბერიძეა და არც რუსებს აქვთ,ამის გამო რაიმე უხერხულობა.საქართველოში დაბადებულ,გაზრდილი და დიდოსტატად ჩამოყალიბებული,რომან ჯინჯიხაშვილი,წლების განმავლობაში იყო აშშ-ს ჩემპიონი ჭადრაკში და არც მათ ჰქონიათ ამის გამო რაიმე უხერხულობა.ასე რომ დაიცხრეთ ზოგიერთმა თქვენი ურა პატრიოტიზმი და იმაზე იფიქრეთ,რომ მათ გვერდით,უკვე საქართველოშიც დაოსტატდებიან მაღალი კლასის სპორტსმენები.დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე ყინულის სასახლეები,სადაც სრულფასოვანი მომზადების გავლა შეეძლებებათ,ქართველ გოგო-ბიჭებს და მათ მწვრთნელებად,დღევანდელი ჩემპიონებიც შეიძლება მოგვევლინონ.
გიორგი მახარაშვილი
რუსეთი ყოველთვის გაიმარჯვებს და ქართველებიც მათთან ერთად!
უცხო
გილოცავთ კიდევ ბევრი დიდი წარმატებები. არ იდარდოთ თუ უკრაინელებმა არ მოგილოცეს მაგათ ისიც ეყოფათ უზრდელები და უვიცები რომ არიან.
რა გეშველებათ
სამარცხვინო კომენტარის ავტორს! ქართული? თავს იტყუებ თუ ჩვენ გვატყუებ?
ჟორა გაბრიჭიძე
დიდი ჩემპიონობა ყველა სპორტის სახეობაში უდიდესი მიღწევაა, მაგრამ ზამთრის სახეობებში იქ სადაც არც ტრადიცია გვაქვს და რამდენიმე სპორტსმენი ვარჯიშობს უდიდეს მიღწევაა. გილოცავთ და მადლობა იმისათვის რომ აჩველეთ ქართული გენის და ნიჭის უკიდეგანობა.
უფროსი ნაჩალნიკი
პერმში ცხოვრობენ, პერმში ვარჯიშობენ, რუსი მწვრთნელები ჰყავთ. ზეიმობს პერმი! Урааа!
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში მეორეა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა