"ბეშიქთაშის" ვარსკვლავური გამთამაშებელი დერონ უილიამსი თავისი ახალი კლუბის რიგებში სადებიუტო მატჩს 27 სექტემბერს ჩაატარებს
გაირკვა, რომ თურქეთის "ბეშიქთაშის" ვარსკვლავური გამთამაშებელი დერონ უილიამსი თავისი ახალი კლუბის რიგებში სადებიუტო მატჩს 27 სექტემბერს ჩაატარებს. ევროპის თასის შესარჩევი ტურნირის საშინაო შეხვედრაში თურქული კლუბი ბელგიის "დექსიას" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ უილიამსი კონტრაქტით NBA-ის კლუბ "ნიუ ჯერსი ნეტსს" ეკუთვნის და ვალდებული იქნება ლოკაუტის დასრულებისთანავე დაბრუნდეს ამერიკაში.

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" ლატვიელი ცენტრი ანდრის ბიედრინში ლოკაუტის პერიოდში სამშობლოში ითამაშებს. კალათბურთელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები რიგის ვეფ-თან და ამ დღეებში ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას.

როგორც იცით, ბიედრინში გამოტოვებს ევრობასკეტს იმ მიზეზით, რომ ლატვიის კალათბურთის ფედერაციამ ვერ მოახერხა კალათბურთელისთვის დაზღვევის გაფორმება. "გოლდენ სტეიტში" გატარებული შვიდი სეზონის განმავლობაში ბიედრინშმა რეგულარული ჩემპიონატის 140 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.7 ქულა და 8.0 მოხსნა დააგროვა.

ბელგრადის "პარტიზანმა" ოფიციალურად დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება "მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრთან ნიკოლაი პეკოვიჩთან. ეს ხელშეკრულებაც ლოკაუტის ბოლომდე იქნება ძალაში.

ჩერნოგორიელი კალათბურთელი ერთხელ უკვე ირიცხებოდა სერბულ გრანდში (2005-08), რის შემდეგაც "პანათინაიკოსში" გადავიდა და მასთან ერთად 2009 წელს ევროლიგის ჩემპიონი გახდა. NBA-ის შარშანდელ რეგულარულში პეკოვიჩმა საშუალოდ 5.5 ქულა და 3.0 მოხსნა მიითვალა.

იმის მიუხედავად, როდის დასრულდება NBA-ში მიმდინარე ლოკაუტი, "დენვერ ნაგეტსის" ცენტრი ნენე ილარიო არ აპირებს 2011-12 წლების სეზონში თავის ამჟამინდელ კლუბში თამაშს.

ბრაზილიელმა გადაწყვიტა პაუზა აიღოს პროფესიულ კარიერაში და ერთი წელი ოჯახთან ერთად დაისვენოს. შეგახსენებთ, რომ ნენემ უარყო "დენვერის" ხელმძღვანელობის შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რითაც თავისუფალი აგენტი გახდა.

ამასთან, ბრაზილიელმა არ გამორიცხა "ნაგეტსში" დაბრუნება და ისიც დაამატა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა.

"მინდა ყველაფერს მივაღწიო. ეს ჯერჯერობით პირველი შემთხვევაა, როცა თავისუფალი აგენტი გახლავართ და მინდა დავტკბე ამ მომენტით. ხალხი ცდება, როცა ამბობს, რომ საქმე ფულშია. საკმარისი თანხა დავაგროვე და დღესვე შემიძლია კარიერის დასრულება. მე არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ამ სიტუაციაში ყველაფერი მაწყობს", - განაცხადა "დენვერის" ცენტრმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"