ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

„შეხვედრა ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ლუის ენრიკემ შეცვლები ვერ გამოიცნო, რადგან პსჟ-ს მალე გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მერე ინიციატივას „ლივერპული“ დაეუფლა. 70 წუთი უპირატესობას „პარი სენ ჟერმენი" ფლობდა, უბრალოდ მომენტები ვერ გამოიყენეს.

მე ხვიჩას თამაშგარეს მომენტი ვერა და ვერ გავიგე. ეს სასაცილო თამაშგარე იყო, რომელიც შემტევი გუნდის სასარგებლოდ უნდა ჩათვლილიყო. ხვიჩამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვერ გეტყვით, რა მიზეზებით მოხდა მისი შეცვლა, თუმცა ამან პარიზულ გუნდს ცუდი სამსახური გაუწია. ხვიჩამ ბევრჯერ დაარტყა კარში, მოედანზე ყველა პოზიციაზე მოქმედებდა და ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ“, - ციტირებს სიომინს Championat-ი.

სოსო
დინამოს ისტორიიდან ფაქტი გავიხსენე და დისლაიქები დამიწერეს!რა არ მოსწონთ,ტყუილი დავწერე თუ რომ გავიხსენე ის?არცა იცოდე და არც სხვას უსმენდეო,ნათქვამია და წყევლად ითვლებოდა.დღეს რატომღაც კარგ ტონად მიაჩნიათ,სხვისი არ მოსმენა და ფაქტების ბრმად უარყოფა.ფაქტი ჯიუტიაო,უთხრეს და მით უარესი ფაქტისთვისო,იყო პასუხი.სულ ეს არის!
ვაჟა
ფაქტიურად პსჟ ჯერემია. კვარა ხვარაა დემბელე ნუგზარი ბარკოლა კვახი/გოგრა ალისონი ფერგიუსონის ბიძაშვილი
Ზაზა
და პირიქით რომ მოხდეს და პსჟ-მ გაჟიმოს "ლივერპული" 1:4 ! ამ ვარიანტს არ განიხილავთ ანტი ქართველები?!
R
ემფილდზე დამარხავენ ზუსტათაც
სოსო
სალაჰს 0 დარტყმა,0 მოტყუება,0 მოგებული და 10 წაგებული ორთაბრძოლა,მაგრამ ლივერპულშიც ასე იქნება?რამხელა რეზერვია,ლივერპულისათვის.
სოსო
ევრიუჟიხინზე დიდმა ეროსიმ ბრძანა,ბორბლებზე შემდგარი დოღის ცხენივით დარბოდაო და ეს ზუსტი დახასიათება იყო.ტექნიკის ნატამალი არ ჰქონდა,მაგრამ ბლოხინს სისწრაფეც ჰქონდა,ტექნიკაც და ტაქტიკური აზროვნებაც.ამის გამო იყო,რომ ძალიან დიდხანს თამაშობდა და გოლებიც მუდამ გაჰქონდა,თანაც ყველა დონეზე.ბელანოვს,ის ორი-სამი სეზონი,რეაქტიულ სისწრაფესთან ერთად,ისეთი გოლები გაჰქონდა,რომ უტექნიკო ფეხბურთელი ვერასოდეს შესძლებდა.ბლოხინიც და ბელანოვიც,ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მხოლოდ სისწრაფის გამო,ამას არავინ გააკეთებდა.აგერ უსეინ ბოლტსაც სურდა ფეხბურთელობა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
სოსო
1979 წელს,ლივერპული თბილისში რომ ჩამოვიდა,ქართველი გულშემატკივრები მთელი ღამე თურმე დინამო,დინამოს სკანდირებდნენ,სასტუმრო "ივერიას" წინ,მოედანზე და მატჩის შემდეგ(3-0), ლივერპულმა უეფაში გვიჩივლა,არ დაგვაძინესო.გაზეთ ლელოში დაიწერა,მაშინ!დაგვაჯარიმეს თუ არა,აღარაფერი დაწერილა!
იასონას უდარი
ნახევრად ავტომატური თამაშგარეს სისტემა არის და მან დააფიქსირა რო კვარას ქუსლი უფრო წინ იყო,რა პირველი შემთხვევა არის? ზოგს ცხვირი აქვს გრძელი,ვიღაცაც ფრცხილი დასაჭრელი და ვიღაცას "ტალავერი" აუფრიალდება,ასე ხვდებიან ოფსაიდში და რა მერე მაგით? რაც შეეხება მეორე თამაშს,ამ ხალხს ენფილდი სხვა რამე გონიათ და იმასაც ვერ ხვდებიან,რა არის ენფილდი და მისი ხიბლი. ლივერპული მაგ სტადიონზე ეგრე ვერ ითამაშებს და დაცვაში არ ჩადგება,ამას ენფილდი არ მოუთმენს. იქ სხვა თამაში იქნება და ლივერპული მოიგებს ან დააფიქსირებს იმ შედეგს,რაც შემდგომ ეტაპზე გაიყვანს. უბრალოდ,ფეხბურთია და ათასი რამე ხდება,მარა თუ ლივერპულს კაცი არ გაუგდეს,ენფილდზე არ წააგებს თამაშს.სისხლის სუნი თუ იგრძნო ენფილდმა,მერე ნახავთ რა არის ენფილდი. დარწმუნებული ვარ რო პსჟ გუნდს ძილი არ უწერია თამაშის წინა ღამეს სასტუმროში,იქ არიან ხალხი ვინც ამაზე იზრუნებენ. ესეც უქნიათ მაგალითად ბარსელონასთან და წესებს არ ეწინააღმდეგება. მე თქვენ გეტყვით და პოლიციას გამოიძახებენ,რა ის პოლიციელი სხვა გუნდის ფანი იქნება ლივერპულში?
მახო
რაღა დროის სიომინია და გრიშა ონიანი.
G.LA
მე ვერ შევატყე ხვიჩას დაღლა, მე სულ მინდა მისი მოედანზე ხილვა და ამიტომ სულ მაქვს იმედი რომ გაიტანს. მითუმეტეს ეს თამაში ძალიან კარგად ითამაშა. ბევრი იშრომა და ახალი ძალები სჭირდებოდა ალბათ ენრიკეს. თუმცა შეცვლით ვერ გაამწვავა და პირიქით მიიღო გოლი.
suxumchanin
ხვიჩას შეცვლა იყო უდუდესი შეცდომა. უბურთოდაც 2 ფეხბურთელი დასდევდა მუდამ, მისმა შეცვლამ დაცვა გამოათავისუფლა და შედეგიც დადო ლივერპულმა. მაგრად ითამაშა ხვიჩამ, მაგრამ გამოჩნდა ეგო მის მი ართ, როცა გახსნილს პასი არ მისცეს და ეს უნდა გამოასწოროს ენრიკემ
ჟორა
ასეთი დაკეტილი სალაჰი მე არ მახსოვს, ის ადრე უნდა გაეყვანათ.
ირაკლი
უარყოფით ასპექტში არ ვამბობ, მაგრამ იმდენი იშრომა ხვიჩამ, რომ დაიღალა. ეს აშკარად გამოჩნდა და რა? ენრიკე დებილია და უარესი უნდოდა თავისთვის და გუნდისთვის? - შემოუშვა დასვენებილი, თუმცა უიღბლო დღე იყო პსჟსთვის
გოგა-ს
ბატონო გოგა, რა, ოსიმენი ნაკლებს მაზავდა? კი ბატონო, შეიძლება ცოტათი უკეთესი იყოს, მაგრამ მთლად ჩამოწერაც არ ივარგებს დემბელესი. დამანგრეველი წინა ხაზი ყავს პსჟ-ს. აბა მაშინ სალაჰმა რა გააკეთა?
ქართველები მაინც მაგრები ვართ!!!
ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ენფილდზე სხვა თამაში იქნება. იქ უფრო გაწელავენ დროს და შეეცდებიან მოპოვებული მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას. ასე რომ ფრანგულ გუნდს დიდი შანსი აქვს ამ ბარიერის გადალახვის. თუ წაუვიდათ თამაში, რეალსაც მოუგებენ ჩემი აზრით. განმაცვიფრა შუა ხაზის აქტიურმა თამაშმა. მგონია, რომ იქ დემბელეც გაიტანს და ბარკოლაც. ხვიჩა აუცილებლად საუკეთესო იქნება. ალისონს კი ყოველთვის ვერ გაუმართლებს.
ხვიჩა ჩლ მოიგებს!!!
დაიღალა ხვიჩა, ბევრი ირბინა და ეს შეატყო ენრიკემ, მაგიტომაც შეცვალა. მჯერა, რომ ხვიჩა ენფილდზე ბურთს თავზე გადაახევს ლივერპულს. ძრწოდეს ალისონი.ნახეთ რა თქვა? კარიერის საუკეთესო თამაში ჩავატარეო. ასე რომ ხვიჩამ იქ მაინც უნდა დაამწუხროს ალისონი.
გოგა
თითქოს დასვენებული ფეხბურთელი შეუშვა, მაგრამ რამოში არ შესაბამება ასეთი დონის თამაშებს, მე ის მიკვირს, ერთი კარგი ფორვარდი რატომ არ იყიდრს, თუნდაც ოსიმენი, დემბელე მაინც დემბელეა რა, მაგარ ბურთებს მაზავს, შიდა ჩემპიონატში გაქვს, მაგრამ ამ დონის თამაშისთვის, კლასი არ ეყო ბევრ ფეხბურთელს, ეხლა უფრო მწყდება გული, რო აქ გადავიდა ხვიჩა სათამაშოდ
დავით 67
და რა გინდა ამით თქვა. ბლოხინს ოქროს ბურთის მფლობელს, ბურთის გასწრების გამო მიანიჭეს ეს ტიტული? სსრკს პერიოდში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ითვლება N1 ფეხბურთელად.
სოსო
ხვიჩას დაღლა დაეტყო და ვფიქრობ ამიტომ შეცვალა,მაგრამ შეცვლებმა ვერ გაამართლა და საერთოდაც,მხოლოდ სამი შეცვლა გააკეთა.ბოლოსკენ აშკარად დაღლილ გუნდს,5 ისეთი ფეხბურთელი არ აღმოაჩნდა,ვისაც თამაშის გაძლიერება შეეძლო.ის გოლი რომ ჩათვლილიყო,ან სხვა გაეტანათ,შეიძლება გადაერბინათ კიდეც ლივერპულისათვის,მაგრამ ვერ გაიტანეს და ბოლოსკენ აშკარად გამოჩნდა,რომ ლივერპულის ფეხბურთელებს მეტი ძალა ჰქონდათ შერჩენილი.იცით რა არის?ლივერპულმა გაიმარჯვა და საერთოდაც ბრწყინვალე გუნდია,უკვე დაყენებული და გამოცდილი შემადგენლობით,რომელმაც ცუდი თამაშის ფონზე,მაინც შესძლო გამარჯვების მოპოვება და ეს მათ მაღალ კლასს ადასტურებს,მაგრამ პსჟ ულამაზეს ფეხბურთს გვთავაზობს.ეს ხვიჩას თამაშიცაა! მიუხედავად იმისა,რომ პსჟს გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ და არც მისი გულშემატკივარი მომწონს,თუ ასე გააგრძელებენ თამაშს,მე მათ გულშემატკივრად დავრჩები.ეს მართლაც დიდებული ფეხბურთია.
მწვრთნელი
მაგას არ ვიძახი! დეზირე დუეს სინდისზეა გაშვებული გოლი! ხვიცა არ უნდა შეეცვალა!
გიორგი
პაატა მასწავლებელო მაგალითად ევრიუჟიხინი ბურთს გაუსწრებდა ხოლმე.ბლოხინიც
გიო გიო
ადეკვატური ანალიზი! ყოჩაღ სიომინ
ვაჟა მასწავლებელი
პალიჩ მართალი ხარ!!! ხვიჩას გასვლას მოედნიდან გამოჩნდა, რომ "ტვინი და აზროვნება" გაჰყვა თან! აღმოჩნდა, რომ დარჩენილი ფეხბურთელები "მუსტანგები" ყოფილან! პალიჩს ეს არ ესწავლება, რადგან თავის დროხე საქმეში ნანახი ყავს ევრიუჟიხინები, ბელანოვები, ბლოხინები - მხოლოდ თეთრკანიანი "მუსტანგები, რომლებიც თავის დარტყმულ ბურთს თვითონვე ასწრებდნენ და პასად ღებულობდნენ!
ჯუდო
ეს ლუის ენრიკეც ისტერიჩკა ვინმეა რა.ხვიჩასნაირ მოთამაშეს საერთოდ არ უნდა შეეხო, თუნდაც თამაში არ წაუვიდეს.მითუმეტეს ყველაზე მაგრად ითამაშა.თავგზააბნეული დაარბენინებს ბიჭებს.სანამ ეს მწვრთნელობას ისწავლის,ყველას სიქა გასძვრება
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
სიომინი: შემდეგ "ოქროს ბურთი" ხვიჩას - მაშინ ამას ვერც ვიფიქრებდი
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ლივერპულმა" ტრანსფერი დაადასტურა - მამარდაშვილის გუნდი ესპანელი ფორვარდით გაძლიერდა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
თუ ბარკოლა წავა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება