ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე ასეთ ხუმრობანარევ სიმართლეს წავაწყდით - სიკვდილი, გადასახადები და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟს წარუმატებლობა ჩვეულებრივი ამბავიაო. რას ვიზამთ, პარიზელებს ამ მხრივ ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამთ. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურს, ლუის ენრიკეს, ფაქტობრივად, უკვე ჩემპიონი გუნდი "რენს" იმ "როაზონ პარკზე" (29 778) ეთამაშება, სადაც ცოტა ხნის წინ თასზე "სტად ბრიოშინი" დაამარცხა. შეხვედრა დღეს, 8 მარტს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ლივერპულთან" განმეორებითი და გასვლითი მატჩი სამშაბათსაა, ასე რომ, მოსამზადებლად დიდი დრო არაა. სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მიეცემა, დემბელე მარჯვნივ (ან სათადარიგოებში) გადაინაცვლებს, ცენტრფორვარდად კი რამოშს ვიხილავთ.

პსჟს 19 მოგება და 5 ფრე აქვს. სხვათა შორის, მათ რენში თამაში უჭირთ. მართალია, გასულ სეზონში გაიმარჯვეს(ქულები შინ დაკარგეს), მანამდე კი დედაქალაქელებმა ამ ქალაქში ოთხჯერ ვერ მოიგეს(ორჯერ წააგეს). 2023 წელს, როცა "რენმა" (1:0) გაიმარჯვა, პარიზელთა დღევანდელი გუნდიდან მეკარე დონარუმა, ვიტინია, ზაირე-ემერი სასტარტოში თამაშობდნენ, ჰაკიმი და რუიზი შეცვლაზე შევიდნენ, მენდეშსა და კიმპემბეს კი ტრავმა აწუხებდათ. მაშინ მესი/ნეიმარის დუეტმა ვერაფერი გააწყო...

ხვიჩას ლივერპულში დიდი გამოწვევა ელის...

ენრიკემ დაცვაში დრო ბერალდოსა და ერნანდესს უნდა მისცეს, ნახევარდაცვაში კი - ლის. ზაირე-ემერი ის კაცია, რომლის ლივერპულში სასტარტოში დაყენების საკმაოდ დიდი შანსია.

ხორხე სამპაოლის გაშვებისა და ბეიეს დანიშვნის შემდეგ "რენმა" დაცვაში თამაში მკვეთრად გამოასწორა. "ნაპოლიდან" წამოყვანილი ლეო ოსტიგორი ზამთარში გუნდმა "ჰოფენჰაიმში" გაუშვა.

შეხვედრას 31 წლის მატია ვერნიცე გაუძღვება, რომელსაც ევროტურნირებზე უფრო მეოთხე არბიტრად ვხედავთ.

კვირა

20:15 სთ, ლე ავრი - სენტ ეტიენი (ზურიკო დავითაშვილი);

23:45 ნიცა - ლიონი (გიორგი მიქაუტაძე).

ჟორა
ეშმაკს არ ძინავს, მარცხი ერთ ტაიმში კი არა ერთ წამში შეიძლება შეგემთხვეს.
ალექს
პირველი ტაიმი რომ ითამაშოს, კიდეც საქმეს გააკეთებს, ივარჯიშებს და კიდევაც ლივეპრილელებს იმას უზამს , რაც დინამომ უქნა ძველ დროში რათქმაუნდა, აიხალხი რომ ბრმა იყო და ტოტალიზატორი არ იცოდა მაშინ!
ბებიკომ
ვა-შაააააა!!!!
სოსო
ლივერპულის სტადიონზე,მოედანი მაღლაა აწეული,მაყურებელი კი ხელის გაწვდენაზეა და უზარმაზარ ზეწოლას ახდენს,მეტოქეზე თუ მსაჯზე.კვარას პირით ხაზთან ხელი ჰკრა ლივერპულელმა და სარეკლამო ფარს ისე მიანარცხა,თვეზე მეტი მკურნალობდა.მსაჯმა კი,ჯარიმა,ან სიტყვიერი შენიშვნაც არ მისცა,ამის გამკეთებელს.პარიზშიც კი,ყველაფერი ლივერპულის სასარგებლოდ გადაწყვიტა მსაჯმა და იქ რა იქნება?სხვათა შორის,იმ თამაშშიც,ხვიჩას მოპოვებული ჯარიმის,ხვიჩასგანვე ჩაწოდებულ ბურთზე ნაპოლიმ გოლი გაიტანა,მაგრამ იქაც უმნიშვნელო თამაშგარე დაინახეს მსაჯებმა და გოლი გააუქმეს.მატჩის მიწურულს კი,ლივერპულმა მაშინაც შესძლო,ბურთის კარში ძალით შეტანა.მესამე და გადამწყვეტიო,ნათქვამია და იმედია მესამედ, კვარას მხარეზე იქნება იღბალი,ვარი კი სამართლიანი.
zura222
პარმენ რა ქენი ბოლო ბოლო ამოევის დასკვნა იპოვე თუ ვერა ? PP
Mamuka09ze
მართლა არ იყო კვარა შესაცვლელი, მისი გასვლის შემდეგ გაქრა შეტევაში კრეატივი, მოულოდნელობა, გოლის შემდეგ ხომ საერთოდ მოიშალა პსჟ
კოკო
დღევანდელი ფეხბურთი ზუსტადაც სირბილი და ფიზიკური მდგრადობაა. პრემიერ ლიგას მაინც უყურე ხანდახან. ახლა დასვენება უფრო ამოაგდებს ფორმიდან შე თანამედროვე ფეხბურთის მცოდნე.
aburjga
სამშაბათს პსჟ გაანადგურებს ლივერპულს ანგარიშით 4:0! კვარაცხელია იქნება მთავარი დამგეგმავიც და კილერიც!
las
ლუის ენრიკემ უნდა დაამტკიცოს ამ თამაშში რომ რამეს წარმოადგენს და აქვს ტოპ მწვრთნელობაზე პრეტენზია ესპანეთის ნაკრებში სამარცხვინოდ იმწვრთნელა პსჟ შიც თუ ვერაფერი ქნა უნდა ამოკრან პანჩური
პარმენ ჯაში
ეგ არ უნდა დაგეწერა,დაგწყევლიან ახლა
ლშა
პესიმისტო რეებს ბოჟიალობ?
გენა
ცარმატება სასცაული. კველაპერი
კოკო-ს
ისე ერკვევი თანამედროვე ფეხბურთში,როგორც შალვა ნათელაშვილი ინგლისურში!
ბექა
Сцоред и сасцаули унда мохдес,квелафери хдеба,царматеба КВАРСОН...
კოკო
რა დასვენება უნდა 24 წლის ბიჭია ქარივით უნდა დაჰქროდეს და 90 წუთსაც თამაშობდეს. აბა 39 წლის მოდრიჩმა რა თქვას
გია_544
" სიკვდილი, გადასახადები და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟს წარუმატებლობა ჩვეულებრივი ამბავია " - ეგ 100 პროცენტია! მაგრამ ხვიჩა დაბრუნდა (ყველამ დავინახეთ წინანდელი ხვიჩა) და პსჟ-ს უიღბლობას უშველის )) როგორც ნაპოლის უიღბლობას უშველა!
ამაშია საქმე
საცოდაობაა ხვიჩას პსჟ-ში თამაში.ჟინიანი,მებრძოლი,დრიბლინგის მოყვარული ბიჭია და ისეთ ჩემპიონატში მოხვდა მოწინააღმდეგე საერთოდ არა ყავს.მაგის გარეშე როგორ მოუმატებს? ერთადერთი ჩ.ლ-ის იმედი მქონდა და აქაც მწვრთვნელმა ექსპერიმენტი ჩაატარა და სამი გარემარბით ითამაშა.შედეგიც სახეზეა.ენფილდზე თამაში კი ისტორიულად ყველასთვის ძალიან ძნელია ალბათ სასწაული უნდა მოხდეს პსჟ რომ გავიდეს.
Pele
Dembélé tu tamashobs benzinzeaa?
33652855178
შემდეგ თამაშს მოიგებენ
ალექს
ვარმა ხომ არ გააყალბა ფიქსაცია აფსაიდის ?! პასის მიწოდების დარტყმის მომენტი ჩაჩოჩებული მეჩვენაბა, ანუ დარტყმის დროს არც ის ქუსლი არ ქონდა კვარას დამცველის პროექციის გრეთ !
leqso
რამ დაღალა საინტერესოა, არ ჩათვლილი გოლის აღნიშვნამ თუ შემდეგ, სულ მცირე ორი შანსი რომ ქონდა, რომელიც მაღალი დონის შემტევს აუცილებლად რომ უნდა შეეგდო და მეკარეს გაარტყა, ღმერთმა იცის კიდევ როდის ექნება ასეთი თამაში ამდენი შანსებით.ისედაც ბოლო 20 წ-თი არ უთამაშია, შეცვალა იმ ვითომ მაგარმა მწრთნელმა. მას დასვენება კი არა თამაში სჭირდება გუნდთან შესათამაშებლად და გოლის გატანის უნარების დასახვეწად, დაასვენონ კი არა მთელი კვირა ბუმბულშიც რომ შეინახოს თავისი ლიდერები პსჟ-მ ლიველპულთან შანსი მაინც არ აქვს. კვარასაც სულ სხვანაირად ეთამაშებიან ახლა და არ მიცემენ გასაქანს. გაიხსენეთ ნაპოლის მეორე თამაში ლიველპულში, ბურთი არ მიაღებინეს არც კვარას,არც ოსიმენას და არც სხვა ლიდერებს და უშანსოდ მოუგეს იმ ზღაპრულ ნაპოლის 2-0. ენრიკემ თავისი შანსი გაუშვა უკვე.......
მირო
საერთოდ მეორე სასტავი უნდა გამოიყვანოს და ყველა ძირითადს უნდა მისცეს დასვენების საშუალება ჩემი აზრით,თუ უნდა,რომ ლივერპულში სვეჟი გუნდი ჩაიყვანოს.
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა